Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2020

Новости за 30.03.2020

იუსტიციის სახლები და სანოტარო ბიუროები 1 აპრილამდე დახურულია

Radiotavisupleba.ge 

„ბევრმა მოქალაქემ დღეს დილით უკვე შეამჩნია, რომ დღეს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოში ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტა და ის დაკეტილი იქნება ხვალაც“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახელმწიფო სერვისებთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ საუბრისას. როგორც წულუკიანმა თქვა, მას, როგორც მინისტრს, გაუჩნდა განცდა, რომ ზოგი სანოტარო ბიუროს საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა იმ რეკომენდაციებს, რომელიც უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა. „ბოლო დღეებში მქონდა შთაბეჭდილება, რომ ზოგ ნოტარიუსს... Читать дальше...

ხვალიდან მეტრო და ავტობუსებიც ჩერდება

Radiotavisupleba.ge 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 31 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე (21 აპრილი) თბილისში მეტრო და ავტობუსებიც აღარ იმოძრავებს. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. "სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის", - თქვა მან. მეტროსა და ავტობუსს შეზღუდვების დაწესებამდე რამდენიმე ასეული ათასი მგზავრი გადაჰყავდა. Читать дальше...

ვიქტორ ორბანმა უფლებამოსილება გაიფართოვა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მნიშვნელოვნად უფართოებს უფლებამოსილებას, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიის გამო. კანონპროექტი, რომელსაც მიემხრო 137 დეპუტატი, ხოლო წინააღმდეგი იყო 53, მთავრობას უფლებას აძლევს, განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივოს საგანგებო მდგომარეობა და ამას აღარ დასჭირდეს პარლამენტის თანხმობა.   კანონპროექტს მწვავედ აკრიტიკებდნენ უფლებადამცველები, ევროკავშირი და გაერო, თუმცა ის იოლად დაამტკიცა ორბანის პარტია „ფიდესმა“... Читать дальше...



ჩაკეტილი ზონა - დღე მერვე

Radiotavisupleba.ge 

მარნეულის და ბოლნისის რაიონებში მკაცრი კარანტინის გამოცხადებიდან მერვე დღეს მარნეულის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - ამჯერად გარეთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნაწილი გამოვიდა.

780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებსა და ტერიტორიაზე

Radiotavisupleba.ge 

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიღებული ზომების შესახებ ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, შერჩეულია 780 თანამშრომელი, რომლებიც სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე გამოცხადდნენ 29 მარტს და „ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში აღარ წავლენ შინ“. „იმისთვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან, რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შეტანას შიგნით, ეს არის უჩვეულო, უპრეცედენტო ნაბიჯი, რაც გადადგა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. Читать дальше...

მაია ცქიტიშვილი: კარანტინის პირობებში იმოქმედებს ტრანსპორტის გადაადგილების ორი რეჟიმი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თანახმად, საყოველთაო კარანტინის პირობებში საქართველოში ტრანსპორტის გადაადგილების ორი რეჟიმი იმოქმედებს. პირველი რეჟიმი 8-დან 21 საათამდე პერიოდს მოიცავს და გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვას. მინისტრის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში ნებადართულია პირადი ავტომობილებით გადაადგილება და იმუშავებს ტაქსები. დღის ამ მონაკვეთში ასევე ნებადართულია იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება... Читать дальше...

უკრაინის პარლამენტარებმა მეორე მცდელობით დაამტკიცეს ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ, მეორე მცდელობით დაამტკიცა ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, მას შემდეგ, რაც 30 მარტს გამართულ პირველ კენჭისყრაზე ორივე კანდიდატურა ჩავარდა.  სერგეი მარჩენკო, რომელიც უწინ იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ყოფილი ლიდერის, პეტრო პოროშენკოს დროს, პარლამენტარებმა დაამტკიცეს იგორ უმანსკის შემცვლელად. უმანსკიმ ფინანსთა მინისტრის პოსტზე სულ რამდენიმე კვირა იმუშავა.  ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტმა დაამტკიცა ოდესის ყოფილი გუბერნატორი... Читать дальше...

გახარია: ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან

Radiotavisupleba.ge 

რელიგიური დღესასწაულების შესახებ დაუსვეს შეკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ჟურნალისტი დაინტერესდა, რას გეგმავს მთავრობა მაშინ, როდესაც რელიგიური დღესასწაულები ახლოვდება და როგორ აპირებს გაუმკლავდეს ხალხის ნაკადს. ამასთან, ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კომუნიკაცია. „ასეთი კომუნიკაცია იყო, ასეთი კომუნიკაცია გაგრძელდება და მისი შედეგია მაგალითად ის, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების შესაბამისი ხმის ტექნიკით აღჭურვა... Читать дальше...



საქართველოს 7 ქალაქში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა. „პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში... Читать дальше...

გიორგი გახარია: სწრაფი ტესტები იქნება მაშინ, როდესაც იქნება ამის აუცილებლობა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში სწრაფი ტესტების გამოყენების დროც მოვა. მისი თქმით, არასწორია, როცა პოლიტიკური ჯგუფები მოსახლეობას პოპულისტურად არწმუნებენ იმაში, რომ სწრაფი ტესტირება მასობრივ ტესტირებას ნიშნავს: "ზოგიერთი პოლიტიკოსი თქვენთან ერთად [ჟურნალისტს] აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას. ეს არის სიცრუე. არანაირი აზრი სწრაფ ტესტირებაში, თუ მას შემდგომ არ მოჰყვება კონტროლის შემდგომი მექანიზმები, არ არსებობს. Читать дальше...

უკრაინის დეპუტატებმა გადააყენეს ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრები

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პარლამენტმა, ვერჰოვნა რადამ, დაამტკიცა პოსტებიდან ფინანსთა მინისტრ იგორ უმანსკის და ჯანდაცვის მინისტრ ილია იემეტსის გადაყენება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სულ რამდენიმე კვირის დანიშნული იყვნენ ამ თანამდებობებზე - თუმცა შემცვლელების დამტკიცება ვერ მოახერხა.  30 მარტს გამართულ საგანგებო სხდომაზე კანონმდებლებმა ასევე ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ 2020 წლის შეცვლილი სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგებს ითვალისწინებს.  უმანსკი და იემეტსი მინისტრები 4 მარტს გახდნენ, როცა... Читать дальше...

დაზუსტდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარების ახალი ვადები

Radiotavisupleba.ge 

ზაფხულის ოცდამეთორმეტე ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2021 წელს გაიმართება, 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა მას შემდეგ, რაც ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შეთავაზებულ წინადადებას მხარი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმაც დაუჭირა. ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის წლეულს უნდა ემასპინძლა, 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ სეზონის უმთავრესი სპორტული ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ასევე ერთი წლით გადაიწია პარალიმპური... Читать дальше...

“ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია”

News.ge 

ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეს საბოლოო მონაცემებით, ჩვენ საქართველოში გვყავს უკვე 100 ინფიცირებული. იმის მიუხედავად, რომ ამასთან ერთად გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირების ზრდის დინამიკა არის შემაშფოთებელი. დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. მოგეხსენებათ, როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ საგანგებო ღონისძიებები მივიღეთ... Читать дальше...

ე.წ. კომენდანტის საათის პირობებში შემდეგი შეზღუდვები წესდება

Radiotavisupleba.ge 

აიკრძალება 3 პირზე მეტის შეკრება, თუმცა ეს არ შეეხება მაღაზიებსა და აფთიაქებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. გიორგი გახარიას სიტყვებით, საწარმოები გააგრძელებენ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, მათთვის გამოიცემა სპეციალური პროტოკოლი. „იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული... Читать дальше...

” იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ფუნქციონირების ხასიათიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ”

News.ge 

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ფუნქციონირების ხასიათიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ. “ყველა ის დაწესებულება, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას 24-საათის განმავლობაში, მათ ექნებათ სპეციალური საშვები, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. Читать дальше...

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა

News.ge 

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული. მისივე თქმით, საწარმოები გააგრძელებენ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, მათთვის ცალკე პროტოკოლი გაიწერება. „იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა ...

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება

News.ge 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა. მისივე განმარტებით, საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, მოქალაქეებს კი ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან აეკრძალებათ. “კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში... Читать дальше...

ცესკო ჰაკერულად გავრცელებულ სიებზე: მონაცემები არ ემთხვევა ჩვენს მონაცემებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ამომრჩევლების მონაცემების ე.წ. ჰაკერულად  გავრცელების ფაქტზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოქვეყნებული მონაცემები რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან. მათ შორის, ჰაკერულ საიტზე განთავსებული პირადი ნომრები და მისამართები არ ემთხვევა ცესკოს ამომრჩეველთა ბაზის მონაცემებს. ამას გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მიუთითებს, რომ ამ ეტაპისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ გამოვლენილა კიბერინციდენტი. Читать дальше...

დაგიცავს თუ არა აცრის კვალი მკლავზე კორონავირუსისგან?

Radiotavisupleba.ge 

ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის, ბცჟ (BCG)-ს გამოცდა დაიწყეს იმ სამედიცინო პერსონალზე, რომლებსაც შეხება აქვთ კორონავირუსით ინფიცირებულებთან.


Музыкальные новости
The Beatles

Вышел трейлер отреставрированной документалки о группе The Beatles





Персональные новости
Арцах

Азербайджанский олигарх Год Нисанов – владелец рынков «Садовод» и «Фудсити» стремительно теряет поддержку элиты после теракта в «Крокусе»





მარნეულის მერი: ოპოზიცია მოსახლეობაში ცრუ ინფორმაციას ავრცელებს

Radiotavisupleba.ge 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი ოპოზიციური პოლიტიკურ ძალებს ადანაშაულებს მარნეულსა და ზემო ყულარში მოსახლეობის შეკრებაში. მერის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თანხების დარიგების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და მოსახლეობას ამით უბიძგებენ, უკმაყოფილების გამოსახატად სახლიდან გავიდნენ. „ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თურმე მთავრობა და მუნიციპალიტეტი არიგებს თანხებს მოსახლეობაში. ეს სპეციალურად კეთდება ასეთ რთულ მდგომარეობაში. მარნეულში და გუშინ ზემო ყულარში ათობით... Читать дальше...

ევროკავშირი აღმოსავლეთის პარტნიორებს 140 მილიონ ევროს გამოუყოფს ვირუსთან საბრძოლველად

Radiotavisupleba.ge 

ახალი კორონავირუსის გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, ევროკავშირის კომისია აცხადებს, რომ გვერდში უდგას აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს და მათ, ანუ საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას, 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამასთან, კომისია აპირებს 700 მილიონ ევრომდე მოცულობის არსებული ინსტრუმენტების გადანაწილებას, რათა შეამსუბუქოს კორონავირუსის კრიზისით გამოწვეული სოციო-ეკონომიკური გავლენა.  ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების კომისარმა, ოლივერ ვარჰელიმ განაცხადა... Читать дальше...

86 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი პოლონელი კომპოზიტორი, ქშიშტოფ პენდერეცკი

Radiotavisupleba.ge 

29 მარტს, 86 წლის ასაკში, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვალა ქშიშტოფ პენდერეცკი, კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი თანამედროვე კომპოზიტორი. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა რადიო კრაკოვმა გაავრცელა, კომპოზიტორის ოჯახზე დაყრდნობით. მედიის ცნობით, პოლონელი კომპოზიტორი გარდაიცვალა თავის სახლში, ქალაქ კრაკოვში.  ასოშიეიტედ პრესი აქვეყნებს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ასოციაციის მიერ მისთვის გაგზავნილ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ის იყო "დიდი პოლონელი, გამორჩეული შემოქმედი და ჰუმანისტი". Читать дальше...

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს 20 პაციენტს COVID-19 არ აღმოაჩნდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტებიდან 20-ს კორონავირუს COVID-19-ით ინფიცირება არ დაუდასტურდა. მათ გამოკვლევა 29 მარტს ჩაუტარეს. საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ დღეს, 30 მარტს მედიას აცნობა, რომ ამჟამად კიდევ 7 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან. ამ დროისთვის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 40 პაციენტია. 30 მარტის 15:00 საათის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევა. მათგან 18 გამოჯანმრთელდა.

ევროსაბჭო: ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს COVID-19-ზე ინფორმაციის უმცირესობათა ენებზე მისაწვდომობა

Radiotavisupleba.ge 

ევროსაბჭოს რეგიონული და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის ექსპერტთა კომიტეტი (ECRML) აცხადებს, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებულ ზომებზე ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და აგრეთვე ონლაინსწავლება უნდა მიმდინარეობდეს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ რეგიონულ და უმცირესობათა ენებზეც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის აღნიშნული ქარტიის წევრი, კომიტეტი აცხადებს, რომ არა მხოლოდ ქარტიის, არამედ „ევროსაბჭოს წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის მისაწვდომობა თავიანთი მოქალაქეებისთვის ყველა ენაზე... Читать дальше...

მარნეულის მერი: დახმარება ყველასთვის არ არის გათვალისწინებული

Radiotavisupleba.ge 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი ამბობს, რომ მერიისა და ადგილობრივი ბიზნესის მიერ გამოყოფილი დახმარება მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 კატეგორიის მოსახლეობაზე ნაწილდება და ყველასთვის არ არის განკუთვნილი: მერის თანახმად, დახმარება ეკუთვნით: მარტოხელა მოხუცებს, ვინც შექმნილი ვითარების გამო სახლებიდან ვერ გადის მოქალაქეებს, რომლებსაც გარკვეული მიზეზებით გაუუქმდათ სოციალური დახმარება მოქალაქეებს, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის გამო დაკარგეს სამსახურები და აღარ აქვთ ყოველდღიური შემოსავალი  მოქალაქეებს... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Хоккейный клуб из Балашихи выиграл Кубок Регионов


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Соболенко вышла в ⅛ финала турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Ключевой аспект успеха: как построить долгие и хорошие отношения с клиентом





Путин в России и мире
Москва

Дугин в интервью Такеру Карлсону: "Путин — это традиционный лидер"


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о желании построить в Белоруссии вторую АЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

Мама Тимати прошлась по интервью Шишковой: «Смотреть было брезгливо, но Аленка молодец»



Москва

Студент-повар Можайского техникума открыл свое кафе

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net