Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2019

Новости за 04.09.2019

ალყა შემოვარტყათ პარლამენტს – მეგობრებო, ვინ ხართ მომხრე – ნაცები ალყის გეგმას ამუშავებენ

Marshalpress.ge (მარშალ) 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი და გულმხურვალე მხარდამჭერი ირინა ცააძე სოციალურ ქსელში “ნაც.მოძრაობის” აქტივისტებს მიმართავს:   “მეგობრებო, ვინ ხართ მომხრე, რომ ხალხი გავიდეთ პარლამენტთან და ქმედით ნაბიჯებზე გადავიდეთ და არა ის მაიმუნობა, რაც ხდება უკვე 7 წელია ჩვენს ქვეყანაში.  არანაირი პერფომანსი!  ალყა შემოვარტყათ პარლამენტს და ჩავტოვოთ ეგ ნაძირალა, სახელმწიფოს მოღაატეები სსრკ-ას ციხე-პარლამენტში, რომელსაც ქვეყნისთვის არანაირი სიკეთე არ […]

Source

ბესელია მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე: კიდევ უფრო დამძიმდა სურათი აგვისტოს შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 სექტემბრის გადაწყვეტილებას აფასებს. სასამართლო ხელისუფლებამ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი საბოლოოდ შეარჩია. ბესელიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში კანდიდატების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. „მგონია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არის მორჩილი უმრავლესობა, იქ არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ნაბრძოლი ჩემთან ერთად, ან მე მათთან ერთად. არიან ადამიანები, რომლებიც ამ უსამართლობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. Читать дальше...

„და როდესაც დემონს განაგდებენ, პუტინი თავზე იტაცებს ხელს“

Radiotavisupleba.ge 

ბურიატიელმა სამოქალაქო აქტივისტმა, პოეტმა და მძღოლმა ესუგეი სინდუევმა სახლში რამდენიმე დღით შეიფარა შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც ფეხით მიეშურება იაკუტიიდან მოსკოვში, რათა „პუტინი განდევნოს“. ამის შემდეგ სინდუევს დაეწყო უსიამოვნებები: მას სცემეს, გაანადგურეს მისი კუთვნილი ავტობუსი, ახლა კი შეიძლება სამუშაოც დაკარგოს. ამასობაში კი ალექსანდრ გაბიშევის მოგზაურობა, რომელიც უკვე ნახევარი წელია გრძელდება, სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, აგროვებს უამრავ კომენტარსა და თან ახლავს სხვადასხვა თავგადასავალი. Читать дальше...



ბრიტანეთი: წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ბრექსიტს ბრიუსელთან შეთანხმების გარეშე

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ 29 ხმის უპირატესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს 31 ოქტომბერს ქვეყნის გასვლას ევროკავშირიდან ბრიუსელთან შეთანხმების გარეშე. როგორც მოსალოდნელი იყო, დოკუმენტს მხარი დაუჭირა ოპოზიციის უმრავლესობამ, ასევე 20-ზე მეტმა დეპუტატმა, რომლებიც გუშინ გარიცხეს მმართველი კონსერვატიული პარტიიდან - მას მერე, რაც მათ მხარი დაუჭირეს ამ კანონპროექტის განხილვას პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის პოზიციის საწინააღმდეგოდ. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ თუკი... Читать дальше...

უნგრეთის პრეზიდენტი იმყოფება საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა - იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მათი ინფორმაციით, ეს არის უნგრეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია ხვალ გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, უნგრეთი არის საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანა. „უნგრეთი აქტიურად გვიჭერს მხარს ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. Читать дальше...

რატომ გადაავადა ნობელიანტმა ლიოსამ საქართველოში ჩამოსვლა?

Radiotavisupleba.ge 

82 წლის პერუელი მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა თბილისში წელს აღარ ჩამოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე კვირის წინ მოსწერა ქართულ მხარეს და წერილში ერთ-ერთ მიზეზად ის რყევები დაასახელა, რომელიც მისი თქმით, უკანასკნელ თვეებში კულტურის სფეროში განხორციელდა.

ევროკავშირი 6 თვით უგრძელებს სანქციებს რუსეთის წარმომადგენლებს და უკრაინელ სეპარატისტებს

Radiotavisupleba.ge 

4 სექტემბერს ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, 6 თვით გაუგრძელონ სანქციები 170 ოფიციალურ პირს რუსეთიდან და უკრაინის სეპარატისტული რეგიონებიდან, სასევე 44 იურიდიულ პირს. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება ევროკავშირის ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით, სანქციების გაგრძელებას ოფიციალურად დაამტკიცებენ მომავალ კვირაში. სანქციები მოიცავს სავიზო შეზღუდვებს და ანგარიშების გაყინვას და ისინი 2020 წლის მარტამდე იმოქმედებს. სანქციების სია დაწესდა მას მერე, რაც 2014 წელს რუსეთმა ხელში ჩაიგდო უკრაინის კუთვნილი ყირიმის რეგიონი. Читать дальше...

ძველი ახალი დაპირებები - რა წერია გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამაში

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში, რომელიც 2019-20 წლებისთვის არის განკუთვნილი, 4 მთავარი საკვანძო მიმართულებიდან პირველია ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება. პროგრამაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის განუხრელი დაცვა.  პროგრამის მიხედვით, ის ორიენტირებულია სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე განათლების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით. იგეგმება სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესება.  აი, რას გვპირდება... Читать дальше...



“სამასამდე დაკარგული ადამიანია” - რას გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 3 სექტემბერს ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ გაიხსენა პერიოდი, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდოდა და წინა ხელისუფლება გააკრიტიკა. „იყო პოლიტპატიმრები, იყო რეიდები, იყო ადამიანების გატაცებები, იყო ღამღამობით ქონების დათმობა და ჩუქება სახელმწიფოზე, იყო ადამიანების წამება, იყო დაკარგული ადამიანები, სამასამდე დაკარგული ადამიანია, რომელიც არ იციან დღეს ოჯახებმა, სად არიან. რა იყო ამას ნუ დავუბრუნდებით, ეს საზოგადოებამ შეაფასა“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში. Читать дальше...

უზენაესი სასამართლო: იუსტიციის საბჭო პარლამენტს 20-კაციან სიას გადაუგზავნის

Radiotavisupleba.ge 

უკვე ცნობილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა იმ სიის შემადგენლობა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა გადაუგზავნოს.

იტალიაში მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ მინისტრთა ახალი კაბინეტი შეიქმნა

Radiotavisupleba.ge 

იტალიაში მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ მინისტრთა ახალი კაბინეტი შეიქმნა. პრემიერ-მინიტრის თანამდებობაზე რჩება ჯუზეპე კონტე, მაგრამ მინისტრთა პოსტებზე ცვლილებები მოხდა. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ კაბინეტი დატოვა მემარჯვენე პოპულისტურმა პარტია „ლიგამ“ მატეო სალვინის მეთაურობით, რომელსაც კრემლის მომხრე პოლიტიკოსად მიიჩნევენ. ახლა იტალიის მთავრობა მემარცხენე-ცენტრისტულია. მასში შევიდა პოპულისტური „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ათი წარმომადგენელი, 9 მინისტრი დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც ადრე ოპოზიციაში იყო... Читать дальше...

მოსკოვში 27 ივლისის აქციის მონაწილეს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ 27 ივლისის საპროტესტო აქციის მონაწილე ევგენი კოვალენკოს სამნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდება ხუთ წელს ითხოვდა. სასამართლომ კოვალენკოს საქმე ორ დღეში განიხილა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ხელი ჰკრა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, ასევე მათი მისამართით ისროლა ნაგვის ურნა, რის გამოც მათ ტკივილი მიაყენა. 27 ივლისს გადაღებულ კადრებზე ჩანს, რომ მანამდე, სანამ კოვალენკო ურნას ისვრიდა, ის ცდილობდა სხვა ადამიანები დაეცვა პოლიციელების მიერ ძალის გამოყენებით დაკავებისგან. Читать дальше...

ანა დოლიძე: მე საქართველოში არ ვიმყოფები და კენჭისყრას ვერ ვესწრები

Radiotavisupleba.ge 

„მე საქართველოში არ ვიმყოფები და კენჭისყრას ვერ ვესწრები. თუმცა ამ ფარსში მონაწილეობას აზრი აქვს მხოლოდ იმისთვის, რომ პროცესის სიმახინჯეს გაესვას ხაზი. თანაც ნურავინ იფიქრებს, რომ ეს პროცესი აქ თავდება. გახარია კი არა ჩიკატილო რომ დანიშნოთ პრემიერად, მოსამართლეების საკითხი მაინც ძვირი დაგიჯდებათ“, -  წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე. პოსტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თავიდან ბოლომდე ფასადური... Читать дальше...

სუს-ის განმარტებით, პერევთან ქართული პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანა ხდება

News.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, პერევთან ქართული პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანა ხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის მხოლოდ ქვეითად ხდება და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის არსებითი შეღავათი იქნება. „საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ...

თამარ მეარაყიშვილი: ხელისუფლებისთვის „საკითხი“ მაშინ გავხდები, თუ აქ რამე მომივა

Radiotavisupleba.ge 

„საზოგადოების მხარდაჭერა მჭირდება ძალიან“, - დაწერა 4 სექტემბერს ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა ფეისბუკზე მორიგი სასამართლო სხდომის წინ, რომლის პირისპირად თმარი უკვე უადვოკატოდ არის დარჩენილი და ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაცავად ასე აგრძელებს. მესამე წელი დაიწყო, რაც თამარ მეარაყიშვილი შინაპატიმრობაშია და დახმარებას და ყურადღებას მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან. 4 სექტემბერს, ცხინვალის საქალაქო სასამართლომ ისევ დაიწყო მეარაყიშვილის საქმის განხილვა. პირველი სხდომა ახალგორში ჩატარდა. Читать дальше...

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა აქციის ფონზე მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციას მართავს  დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, კახა წიქარიშვილის განმარტებით, აქციის მონაწილეები  სასამართლოში არსებულ „კლანური მმართველობას“ აპროტესტებენ: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სასამართლო არასწორად არის მოწყობილი და არასწორად შენდება. სასამართლოს აშენებს „კლანი“, რომელიც ცნობილია პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით და მოსამართლეებზე ზეწოლით. Читать дальше...

გიგოს გორა - დახვრეტილების სამარხები თელავში

Radiotavisupleba.ge 

მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ თელავში უამრავი ადამიანი დახვრიტა. დახვრეტის ადგილზე მაშინ ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ხალხის მტრებს“ გიგოს გორაზე ხოცავდნენ და იქვე მარხავდნენ, საზოგადოებაში მაინც ვრცელდებოდა. განსაკუთრებით თელავს 5 სექტემბრის ტრაგედია დაამახსოვრდა.  1924 წლის 30 აგვისტოს თელავში, დღევანდელი 9 აპრილის ქუჩაზე, აწყურელი აზნაური საშა გამყრელიძე და ნინო რცხილაძე ქორწილს იხდიდნენ. თელავის მაზრის ,,ჩეკას’’ ე.წ. ,,პოლიტბიუროს’’ თანამშრომლებმა... Читать дальше...

საბჭოთა კავშირი როდესაც დაინგრა, ეს იყო ჰუმანიტარული კატასტროფა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის

Radiotavisupleba.ge 

„საბჭოთა კავშირი როდესაც დაინგრა, ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ჰუმანიტარული კატასტროფა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის იმიტომ, რომ დაგეგმითი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე ძალიან სწრაფად გადავედით და რა თქმა უნდა, ადამიანებმა ამას ფეხი ვერ აუწყვეს. შესაბამისად, ჩვენ, რიგი ქვეყნები ვიმყოფებით იგივე ტრაგიკულ და კატასტროფულ მდგომარეობაში, როგორშიც ვიმყოფებოდით 30 წლის წინ. რაც არ უნდა ერთმანეთს ვატყუოთ, რომ შუშის შენობები გვაქვს და ა.შ. ვიცით, რომ ვითარება ეკონომიკურად... Читать дальше...


Музыкальные новости
Певец

Певец Киркоров потратил 200 млн рублей на ремонт с золотыми унитазами





Персональные новости
Спартак

«Спартак» набрал больше всех очков в играх с командами из верхней половины таблицы РПЛ





სოფიამ დაგმო რუსეთის საელჩოს მიერ ბულგარეთში მომზადებული გამოფენა

Radiotavisupleba.ge 

სოფიამ დაგმო რუსეთის საელჩოს მიერ ბულგარეთში მომზადებული გამოფენა, რომელიც ნაციზმისგან აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლების 75-ე წლისთავს ეძღვნება, და მოუწოდა რუსეთის დიპლომატიურ მისიას, „ნუ ავრცელებენ ისტორიული თვალსაზრისით ორაზროვან მოსაზრებას,“ რომ ბულგარეთში საბჭოთა ჯარების შესვლა „განთავისუფლება“ იყო. რუსეთის ისტორიული საზოგადოების მიერ ბულგარეთში მომზადებული გამოფენის გახსნა 9 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ამ დღეს 1944 წელს საბჭოთა ჯარები ბულგარეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. 1989 წლამდე ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად ითვლებოდა. Читать дальше...

საქართველო 68-ე ადგილზეა ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის მსოფლიო რეიტინგში

Radiotavisupleba.ge 

2019 წელს საქართველო ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის (T&T) ​რეიტინგში 68-ე ადგილზეა მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის. ასეთი შედეგი აჩვენა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაკვეთით  ჩატარებულმა, ჩაღმავებულმა ანალიზმა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. 2019 წლის ანგარიშის პრეამბულაში ნათქვამია, რომ მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი თავს უყრის ტურიზმის და მოგზაურობის დარგის ლიდერებს, რომლებიც ადგენენ კონკურენტუნარიანობის ინდექსს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 10 ბალიანი... Читать дальше...

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი – სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს გეგმავს

News.ge 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს გეგმავს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ქვეყნებში... Читать дальше...

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იცვლება საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი იცვლება. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები ყველა კლინიკისთვის გათანაბრდება. პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატმა  განაცხადა, რომ... Читать дальше...

ბაჰამის კუნძულებზე, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა გრიგალ „დორიანის“ გამო

Radiotavisupleba.ge 

ბაჰამის კუნძულებზე, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა გრიგალ „დორიანის“ გამო. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰუბერტ მინისმა. მან აღნიშნა, რომ ეს წინასაწარი მონაცემებია და მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. მინისის თქმით, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა კუნძულ აბაკოს. იქ ზოგიერთი დასახლება მთლიანად განადგურებულია. ასევე სერიოზულად დაზარალდა კუნძული დიდი ბაჰამა. იქ მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ აღწევენ სამაშველო სამსახურები. უკანასკნელი მონაცემებით, დანგრეულია 13 ათასზე მეტი სახლი.

სუს-ის ინფორმაციით, პერევში სამუშაოების შესახებ ოსურმა მხარემ დიდი ხანია იცის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადასატანად. „რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი“ - განუმარტეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუს-ის ინფორმაციით... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Генерал-полковник Алексей Воробьев высоко оценил подготовку кинологов Росгвардии к предстоящим соревнованиям по профессиональному многоборью


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Потапова обыграла Шнайдер на старте грунтового турнира WTA 1000 в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Опыт проведения Всероссийской акции «Вода России» представлен на межведомственном заседании в Ташкенте





Путин в России и мире
Москва

Строители мостов и дорог удостоены государственных наград


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко рассказал о планах расширения НАТО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Оззи Осборн

Оззи Осборн во второй раз войдет в Зал славы рок-н-ролла



Москва

Киркорова оштрафовали за уклонение от оплаты парковки

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net