Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2019

Новости за 18.09.2019

ქაცარავა: ევროპული საქართველოს პროექტი პოტენციურად ქმნის წინაპირობას, რომ საქართველოს დაეკისროს სანქციები რუსეთიდან

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს „ფეისბუკზე“ ეხმაურება. ქაცარავას ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, როგორც სავალდებულო კომიტეტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავს დადგენილების პროექტს. სოფიო ქაცარავა პროექტის შესახებ უმრავლესობის პოზიციის შესახებ საუბრობს. „შინაარსს რაც შეეხება - „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული დადგენილება პოტენციურად ქმნის იმის წინაპირობას... Читать дальше...

ზვიად ძიძიგური: „კონსერვატიული პარტია“ ცალკე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული პარტია“ ცალკე მიიღებს მონაწილეობას. „მე წარმოვადგენ „კონსერვატიულ პარტიას“, რომელიც არის „ქართული ოცნების“ კონსერვატიული ფრთა, თუ შეიძლება, ასე ვთქვათ“, - თქვა ძიძიგურმა „ტვ პირველის“ ეთერში. შესაბამისად, ძიძიგური, ლოგიკურად მიიჩნევს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას. ზვიად ძიძიგურის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რუსული ორბიტის ორგანიზაციებთან არ ექნება კოალიცია. Читать дальше...

"მთავარი პრობლემა ქვეყანაში დასაქმება კი არ არის, მთავარი პრობლემა შემოსავლების ნაკლებობა და სიღარიბეა"

Radiotavisupleba.ge 

NDI-ს მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 48% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი „სამუშაო ადგილები“-ა, მეორე ადგილზე მნიშვნელობით ფასების ზრდა/ინფლაციაა, მესამეზე - სიღარიბე.



კახა კალაძე: …თუმცა, მე მინდა მაინც ვკითხო მოსახლეობას

News.ge 

„იყო აზრთა სხვადასხვაობა, გავაგრძელოთ წელსვე ეს პროექტი და მივიყვანოთ მთლიანი სამუშაოები ბოლომდე, ვაკის პარკამდე თუ შევწყვიტოთ კონკრეტულ მონაკვეთამდე, თაქთაქიშვილის ქუჩამდე. იქ გავაჩეროთ სამუშაოები, მოვაწესრიგოთ ყველაფერი და გაზაფხულზე განვაახლოთ“, – განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. პირადად იგი სამუშაოების გაგრძელების მომხრეა, თუმცა ფიქრობს, რომ მერიას საზოგადოების აზრის გათვალისწინება მოუწევს: „მგონია, რომ რადგან ჩვენ დავიწყეთ ...

ფაშინიანის „საკადრო“ რევოლუცია ძალოვან უწყებებში

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოლო ხანებში სერიოზულად მიჰყო ხელი საკადრო ცვლილებებს სპეცსამსახურებსა და სამართალდამცველ უწყებაში. 16 სექტემბერს ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან დაითხოვა ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორი არტურ ვანეციანი, ორი დღის შემდეგ კი თავის პოსტს დაემშვიდობა სომხეთის ეროვნული პოლიციის უფროსი ვალერი ოსიპიანი. ნიშანდობლივია, რომ ორივე მაღალჩინოსანი თანამდებობაზე თითქმის ერთსა და იმავე დროს დაინიშნა - 2018 წლის მაისში, ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ გამარჯვებისა და ქვეყნის... Читать дальше...

ზედმეტი დოზა მოუვიდათ ან წამალი შეეშალათ – ანესთეზიის დროს გარდაცვლილი გოგონას ახლობლები (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

18 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ანესთეზიის დროს დაიღუპა. ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პაციენტს გადამეტებული დოზა ან სხვა მედიკამენტი გაუკეთეს, რასაც ლეტალური შედეგი მოჰყვა. შემთხვევა 17 სექტემბერს, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოხდა, აწგარდაცვლილი ბებიასთან, რუსთავში ცხოვრობდა და სწავლობდა, ხოლო მისი მშობლები რუსეთში ცხოვრობენ.

კიევში დააპატიმრეს მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა და ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა ოთხშაბათს დააპატიმრა 42 წლის მამაკაცი, რომელმაც მანქანიდან ცეცხლი გახსნა და ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა. ამის გამო ხიდზე გარკვეული ხნით შეწყდა ტრანსპორტის მოძრაობა. პოლიციის თანახმად, ოლექსი ბელკო, რომელიც უკრაინის კუთვნილ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ფოროსიდანაა, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. დაპატიმრებისას ბელკოს უპოვეს შაშხანა, მაგრამ ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ. ოპერაციაში 300-მდე პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა. პოლიციამ ინციდენტს ტერაქტისთვის მზადების კვალიფიკაცია მისცა.

რა რეაქციებს იწვევს საზოგადოებაში პრეზიდენტის შეწყალების პოლიტიკა და მის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს ბათუმელი იურისტების ნაწილი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნად მიიჩნევს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებულები შეიწყალა, საზოგადოების კრიტიკის პასუხად კი თავის დისკრეციულ უფლებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, პრეზიდენტის მისამართით კრიტიკა უფრო აქტიურად ისმის. ბათუმში განსაკუთრებით მკაფიოდ ახსოვთ პრეზიდენტის გადაწყვეტილება 22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის გათავისუფლება. Читать дальше...



ევროპული პრესა ცნებაზე „ცხოვრების ევროპული წესი“

Radiotavisupleba.ge 

მიმდინარე თვეში ევროკავშირის კომისიამ გადაწყვიტა შეექმნა პოსტი ახალი კომისრისა, რომელსაც დაევალება „ცხოვრების ევროპული წესის“ დაცვა და იმიგრაციის პოლიტიკის გაძღოლა. პოსტზე ბერძენი პოლიტიკოსი, კომისიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, მარგარიტის შინასი იმუშავებს. ახალი თანამდებობის შექმნას ინტენსიური დისკუსია მოჰყვა ევროპის საზოგადოებებსა თუ პრესაში. გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას: რუმინეთში გამომავალმა ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის „ადევარულმა“ 15 სექტემბრის ნომერში დაბეჭდა პოლიტიკოს ვიქტორ გრიგორესკუს სტატია... Читать дальше...

ლუკაშენკოს დაბალანსების სტრატეგია

Radiotavisupleba.ge 

აშშ და ბელარუსი, რომლებიც ერთნაირად განიცდიან რუსეთის ავანტიურისტულ საგარეო პოლიტიკას, 11-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მზად არიან ერთმანეთთან ელჩების გასაგზავნად. „მაქვს პატივი განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯი ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე და გავცვალოთ ელჩები“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში დევიდ ჰეილმა 17 სექტემბერს მინსკში, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეისთან შეხვედრის დროს. მანამდე ამერიკელი დიპლომატი მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა... Читать дальше...

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განმარტავს ფოთის პორტში ამერიკული გემის ვერშესვლის მიზეზებს

Radiotavisupleba.ge 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რადიო თავისუფლებას ოფიციალურ პოზიციას აცნობს აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდის “USNS Yuma T-EPF-8” ფოთის პორტში ვერშესვლის მიზეზების შესახებ.  როგორც სააგენტო სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტავს, ფოთის ნავსადგურის მე-14 ნავმისადგომზე 16 სექტემბერს, დილის საათებში დაგეგმილი იყო ამერიკული სამხედრო გემის, “USNS Yuma T-EPF-8”  დაყენება. თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური პრობლემების გამო, რაც ფოთის პორტში... Читать дальше...

ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად რობერტ ო'ბრაიენის კანდიდატურა წამოაყენა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე რობერტ ო'ბრაიენის კანდიდატურა წამოაყენა. ამჟამად ო'ბრაიენი სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობს. ის არის მძევლების საკითხში პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი. ო'ბრაიენის წინამორბედი ჯონ ბოლტონი სექტემბრის დამდეგს გაუშვეს თანამდებობიდან. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოლტონს მრავალ საკითხში არ ეთანხმებოდა. კერძოდ, ტრამპმა გააკრიტიკა ბოლტონის წინადადებები ჩრდილოეთ კორეასა და ვენესუელასთან დაკავშირებით. Читать дальше...

საუდის არაბეთი ამტკიცებს, რომ მის ნავთობის ობიექტებზე იერიში ირანმა განახორციელა

Radiotavisupleba.ge 

საუდის არაბეთმა წარმოადგინა, მისი თქმით, დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების ნარჩენები, რომლებიც ამტკიცებს მის ნავთობის ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმასთან ირანის კავშირს. თავდასხმა შაბათს განხორციელდა. ამ ინფორმაციის თანახმად, გამოყენებულ იქნა 18 დრონი და შვიდი ფრთოსანი რაკეტა. საუდის არაბეთმა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმა არ განხორციელებულა იემენის მიმართულებიდან. თავდაპირველად იემენში მოქმედი ჰუთიტი მეამბოხეების დაჯგუფებამ აიღო თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის... Читать дальше...

„Euronews საქართველო“ ეთერში გასვლას საპარლამენტო არჩევნების წინ გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

Euronews-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ პიტერსის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა კარგი მომენტი იყოს მაუწყებლობის დასაწყებად. „ჩვენ ვეცდებით მზად ვიყოთ ამ არჩევნებისათვის, რათა ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ სხვადასხვა პერსპექტივით“, - განაცხადა მან დღეს, როდესაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას „Euronews საქართველოს“ დაფუძნების შესახებ. Euronews-სა და „სილქნეტს“ შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი. Читать дальше...

EMC აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთა შესახებ სტატისტიკას

Radiotavisupleba.ge 

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგს, რომლითაც მან პრეზიდენტისთვის მინიჭებული შეწყალების ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. EMC პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გასული 9 თვის განმავლობაში, შეწყალების თაობაზე განცხადებით სულ 4468 პირმა მიმართა, საიდანაც პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა. ყველა შემთხვევაში, შეწყალების გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის გვერდის ავლით... Читать дальше...

ვინ დაუდო მაგიდაზე პრეზიდენტს შეწყალების სია?

Radiotavisupleba.ge 

იმ მიზეზით, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში შეცდომების რისკები შემცირებულიყო, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტობის მესამე თვეს, მარტის დასაწყისში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ უნდა გადასულიყო, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის პრეროგატივად დარჩებოდა. პრეზიდენტი იმასაც ამბობდა, რომ შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა... Читать дальше...

საფაროვის მკვლელობა: რას ამბობს მსჯავრდებულ სოხაძის დედა ერთწლიანი დუმილის შემდეგ?

Radiotavisupleba.ge 

„მე მჯერა, რომ ჩემი შვილი მკვლელი არ არის“,  - უთხრა რადიო თავისუფლებას ვიტალი საფაროვის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი სოხაძის დედამ, ელენე გოქსაძემ, რომელიც ამ მკვლელობიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, პირველად ალაპარაკდა რადიო თავისუფლებასთან. მისი თქმით, ცხადია, არავინ უარყოფს, რომ  გიორგი იყო მკვლელობის ადგილზე, მაგრამ მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და მისი ერთადერთი დანაშაული, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს, დანაშაულის პოლიციისათვის შეუტყობინებლობაა. სოხაძეს თავდაპირველად ბრალი სწორედ ამ მუხლით წაუყენეს. Читать дальше...

2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო - ლევან კობერიძის ინიციატივა

Radiotavisupleba.ge 

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელიც კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს, ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს. ამის შესახებ მან ფეისბუკის გვერდზე დაწერა. „ქვეყანა ფორსირებულად გადადის პროპორციული არჩევნების სისტემაზე, რომელიც საზოგადოების მოთხოვნა იყო. ამიტომ გთავაზობთ, თუნდაც ერთჯერადად 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო - ეს საშუალებას მოგვცემს, ყველამ გადავინაწილოთ პასუხისმგებლობა, არ დავუშვათ მსხვილი პარტიების მანიპულაციები და ახალი... Читать дальше...

ივანიშვილი: 2020 წლის სექტემბერში ქუთაისის უნივერსიტეტში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი. მხოლოდ განათლებაა ის იარაღი, რითაც ჩვენი ახალგაზრდობა შეძლებს დიდების დღეები აღუდგინოს ჩვენს სამშობლოს. ჩვენნაირი ქვეყნისთვის სწორედ განათლება წარმოადგენს იმ მთავარ რესურსს, რომელსაც განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს“, - წერს ივანიშვილი. როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და გაისად... Читать дальше...


Музыкальные новости
Серёга

«Вспомните фильмы, на которых они росли»: рэпер Серега допустил негативное влияние кино на Пугачеву





Персональные новости
ВДНХ

Сергей Трофимов выступит с летним концертом в Зеленом Театре ВДНХ





ფოთის პორტი: ამერიკული გემის შემოსვლას ხელი რიგითმა შეფერხებამ შეუშალა

Radiotavisupleba.ge 

ფოთის პორტის ადმინისტრაციის თქმით, ამერიკული სამხედრო ხომალდის ფოთის პორტში შესვლას ხელი რიგითმა საოპერაციო შეფერხებამ შეუშალა. ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა რადიო თავისუფლებას განუმარტავს, რომ რეალური მიზეზი 17 სექტემბერს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა განმარტა.  „ამერიკული გემი ფოთის ნავსადგურში მარაგის შესავსებად შემოდიოდა, თუმცა ნავსადგური დაკავებული იყო კომერციული გემის მიერ. იმის გამო, რომ კომერციულ მიზნებს ხელი არ შეშლოდა, ამერიკულმა ხომალდმა... Читать дальше...

საზოგადოებას დავპირდი, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს და ყველანი ვხედავთ, რომ პირველი ეტაპი სრულდება და 2020 წელს პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ

News.ge 

2012 წელს, საჯაროდ დავპირდი ქართულ საზოგადოებას, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს, დღეს ყველანი ვხედავთ, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და 2020 წლის სექტემბერში, ამ შენობაში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის საკითხზე აცხადებს. როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ განათლება ისევე მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“, როგორც ჰაერი ...

დასავლეთის ასამდე საზოგადო მოღვაწემ მოაწერა ხელი ღია წერილს რუსეთში რეპრესიების წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

ევროპისა და ამერიკის ასამდე საზოგადო მოღვაწემ მოაწერა ხელი ღია წერილს რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ. წერილი შეადგინა მიხაილ ხოდორკოვსკის სამოქალაქო ორგანიზაციამ. ამის შესახებ იტყობინება The Moscow Times-ი. მათ შორის, ვინც ხელი მოაწერა წერილს, არიან ბრიტანელი მსახიობი და მწერალი სტივენ ფრაი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჰერტა მიულერი, ირლანდიის, ლიეტუვისა და ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტები, ასევე „სატახტოთა თამაშის“ სცენარისტები დევიდ ბენიოფი და დენიელ უაისი. „ჩვენ, თავისუფალი მსოფლიოს მცხოვრებლები... Читать дальше...

ირანს ძიუდოში საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება შეუჩერდა

Radiotavisupleba.ge 

ირანს ძიუდოში საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება შეუჩერდა ისრაელის ათლეტების ბოიკოტირების გამო. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 18 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ირანს ასპარეზობის უფლება შეუჩერდა საქმის საფუძვლიან განხილვამდე. ირანის ძიუდოს ფედერაციას ბრალი ედება ისრაელის ათლეტების დისკრიმინაციასა და წესების დარღვევით შეჯიბრებების შედეგების მანიპულაციაში. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონმა, საიდ მოლაეიმ დატოვა ირანის ნაკრები ბოიკოტის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. Читать дальше...

"ეს ინიციატივა ეხება ძალაუფლებისადმი ავტორიტარულ მიდგომას და არა რუსეთს. რუსეთის ხალხს სურს იგივე, რაც ჩვენ"

Radiotavisupleba.ge 

მიმდინარე წლის 4 ივლისს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) აამოქმედა ახალი ინსტრუმენტი სახელწოდებით „კრემლის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლის“ (CMKI) სტრატეგიული ჩარჩო, რომლის მიზანია აშშ-ის პარტნიორი ქვეყნების გაძლიერება რუსეთის რბილი ძალის პირისპირ.

აშშ-მა სარჩელი აღძრა ედვარდ სნოუდენის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა სამოქალაქო სარჩელი აღძრა ედვარდ სნოუდენის წინააღმდეგ მას მერე, რაც მისი მემუარები გამოქვეყნდა. იუსტიციის სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ აშშ ამ გზით არ ცდილობს შეაჩეროს ან შეზღუდოს წიგნის პუბლიკაცია. ის ცდილობს, მიაღწიოს იმას, რომ წიგნიდან შემოსავლები გადაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში. სარჩელის საფუძველი გახდა სნოუდენის მიერ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალურობის შესახებ. სნოუდენის წიგნი „პირადი საქმე“ 17 სექტემბერს გამოვიდა 20 ენაზე. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Результаты забега на 5 км на Московском полумарафоне. Аплачкина и Голоктионов установили рекорды соревнований


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Новак Джокович

Кто отец Дианы Джокович?


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Прокуратура Москвы: тело мужчины нашли в лесопарке в Сокольниках





Путин в России и мире
Москва

Поведение Путина вызвало резонанс, потерянные в 90–е заводы возвращаются РФ


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Это - война: литовские беспилотники попытались атаковать Минск




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Дух разделения в Святой Руси, или Можно ли лишиться сана за отпевание Навального*



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Ивлеева

Блогера Ивлееву оштрафовали на 50 тыс рублей за дискредитацию российской армии



Москва

Подмосковный нарколог объяснил опасность шашлыка с алкоголем

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net