Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2019

Новости за 08.09.2019

აბა, დორბლიანებო და ცოფიანებო მთაწმინდაზე ადით – თემურ თათარაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

მომღერალი თემურ თათარაშვილი პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცებას ეხმიანება და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს. “გილოცავთ პრემიერის დანიშვნას.აბა დორბლიანებო და ცოფიანებო მთაწმინდაზე ადით”– წერს მომღერალი.

Source

ნიკა გვარამია გირაოს გადაიხდის

Radiotavisupleba.ge 

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებულ გირაოს გადაიხდის. ფეისბუკის პირად გვერდზე გვარამიამ დაწერა, რომ 9 სექტემბერს იწურება გირაოს გადახდის ვადა და მატულობს მისი მეგობრების, კოლეგების და ოჯახის წევრების მღელვარება.  "გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემ გარდა. ძალიან ვეცდები, ამან ისე არ მომშალოს, რომ ვეღარაფრის კეთება მერე ვერ შევძლო. იმედია ყველაფერი გამოვა", - დაწერა ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამიამ. Читать дальше...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა დანიასთან მატჩში ქულა მოიპოვა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურში, დანიასთან შეხვედრა ფრედ დაასრულა. თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართულ მატჩში გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო. ამ შედეგით დანიელებმა ჯგუფში გალიდერების შანსი გაუშვეს ხელიდან. ქართველებმა კი ბოლოსწინა - მეოთხე ადგილი გაიმყარეს და ოთხი ქულით გაუსწრეს უქულო აუტსაიდერ გიბრალტარს. შესარჩევი ციკლის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს გამართავს, თბილისში, ირლანდიასთან.



საქართველოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

Radiotavisupleba.ge 

8-11 სექტემბერს საქართველოში ჩამოვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი. ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თბილისში თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდება, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩატარდება საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-6 სხდომა, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. "ეს ფორმატი წარმოადგენს საქართველოსა და ლიეტუვას შორის რეგულარული კონსულტაციების პლატფორმას, რომელიც გულისხმობს... Читать дальше...

ირანში შეხვედრები გამართა გაეროს უმაღლესმა წარმომადგენელმა ატომური ენერგეტიკის საკითხებში

Radiotavisupleba.ge 

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ( IAEA) მოქმედი ხელმძღვანელი, კორნელ ფერუტა, თეირანში ჩავიდა და ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა თეირანის მხრიდან „სურლყოფილი და დროული თანამშრომლობის“ აუცილებლობას გაეროს ბირთვული შეთანხმებების ფარგლებში.   კორნელ ფერუტა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს და ასევე ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ალი აკბარ სალეჰის შეხვდა.   ამ ვიზიტის ფონია ირანის მიერ რიგ საერთაშორისო ვალდებულებებზე უარის თქმა. Читать дальше...

მოსკოვში დააკავეს 23 კაცი, მათ შორის ჟურნალისტი ილია აზარი

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ მოსკოვში დააკავა 15 კაცი, რომელთა ნაწილი „მოსკოვის საქმის“ ფიგურანტების მხარდამჭერ მაისურებში იყო გამოწყობილი. დაკავებულთა შორის არიან მუნიციპალიტეტის დეპუტატი და „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი, ილია აზარი, „ფუსი რაიოტის“ წევრი მარია ალიოხინა და სხვები. ილია აზრის თანახმად, პოლიციელებმა უთხრეს, რომ ის იმყოფება „საეჭვო პირთა სიაში“, მაგრამ დაკავების კონკრეტული მიზანი არც მისთვის და არც სხვა დანარჩენებისთვის არ განუმარტავთ. მანამდე პოლიციამ კიდევ 7 კაცი დააკავა, ერთ-ერთი პოლიციელის თქმით... Читать дальше...

პუტინი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ღირსეული კანდიდატები მონაწილეობენ

Radiotavisupleba.ge 

„შესაძლოა ზოგიერთ ქვეყანაში იყოს 30, 50, 100 კანდიდატი. მათი მუშაობის ხარისხი ამით არ იცვლება. რაოდენობა კი არა, ხარისხია მნიშვნელოვანი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ღირსეული კანდიდატები გვყავს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საარჩევნო უბანზე 8 სექტემბერს, როდესაც ჰკითხეს, ამჩნევს თუ არა კანდიდატებს შორის მრავალფეროვნებას.    რუსი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი, მოსკოვის საქალაქო საბჭოს ყოფილი კანდიდატი, ამჟამინდელ არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საბოლოოდ „დასამარდა ილუზია რუსეთში დემოკრატიული არჩევნებზე“. Читать дальше...

ევროკავშირი არ ცნობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სეპარატისტულ აფხაზეთში

Radiotavisupleba.ge 

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“ და არ ცნობს „კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც 25 აგვისტოს, ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, ხოლო 8 სექტემბერს მეორე რაუნდი იმართება“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის, ჟან-კრისტოფ ბელიარდის მიერ, კავშირის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.   მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატი 8 სექტემბერს... Читать дальше...



საქართველოს პარლამენტთან სამი პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

პოლიციელებმა საქართველოს პარლამენტთან დააკავეს სამი პირი, მათ შორის, პარლამენტის ყოფილი წევრი ბეჟან გუნავა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქცია „სირცხვილიას“ გასაპროტესტებლად მივიდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები. ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას და აქციის მონაწილეთა გაძევებას შეეცადნენ. „ამათი ადგილი არ არის რუსთაველზე. რუსთაველი არის ის გამზირი, სადაც ერის ბედი წყდებოდა, სადაც ერის მამები და ეროვნული მოძრაობა იყო. ეს ერის გამყიდველები, რომლებმაც აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩააბარეს, ასიათასობით ადამიანს ქონება წაართვეს... Читать дальше...

ნიდერლანდის პროკურატურა რუსეთს სთხოვს ვლადიმირ ცემახის გადაცემას

Radiotavisupleba.ge 

ნიდერლანდის სახელმწიფო პროკურატურა რუსეთს სთხოვს, გადასცეს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიის ავაიხაზების კუთვნილი „ბოინგის“ საქმეში ეჭვმიტანილი ვლადიმირ ცემახი, რომელიც კიევიდან სხვა გაცვლილ ტყვეებთან ერთად 7 სექტემბერს ჩაიყვანეს მოსკოვში.   გავრცელებული ცნობით, ნედერლანდმა გამოხატა ღრმა შეშფოთება ამ საქმეზე ეჭვმიტანილის რუსეთისათვის გადაცემის გამო. ცემახი რუსეთში ჩაყვანამდე დაიკითხა, მაგრამ საგამოძიებო ჯგუფს სურს მისი ხელმეორედ დაკითხვა.   7 სექტემბერს რუსეთმა და უკრაინამ გაცვალეს 70 დატყვევებული ადამიანი. Читать дальше...

14 კაცი დაიჭრა ბაღდადში მომხდარი აფეთქებების შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ერაყის დედაქალაქში წუხელ რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც დაიჭრა 14 კაცი. დაღუპულების შესახებ ცნობები არ არის. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა მომხდარისთანავე არავის აუღია. ერაყის უსაფრთხოების უწყების ანონიმი მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, აფეთქებები ბაღდადის ერთბაშად რამდენიმე კომერციულ რაიონში მოხდა.   ერაყის ხელისუფლებამ 2017 წელს გამოაცხადა გამარჯვება ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, მაგრამ დაჯგუფება კვლავ აგრძელებს თავდასხმებს მოსახლეობაში გაფანტული თავისი წევრების ხელით.

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი რადიკალურ საკადრო ცვლილებებს არ აპირებს

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, რომელიც გიორგი გახარიას კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, სამინისტროში რადიკალურ საკადრო ცვლილებებს არ აპირებს. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ. „ჯერ ერთი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩემთვის არ არის უცხო უწყება. მეორეც - ერთი გუნდი ვართ, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე არ ვაპირებ რაღაც დიდ ცვლილებებს. Читать дальше...

გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ატომური ენერგეტიკის საკითხებში ირანში ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელი, კორნელ ფერუტა, თეირანში ჩავიდა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად მას შემდეგ, რაც ირანმა განაცხადა, რომ დაიწყო თანამედროვე ცენტრიფუგების გამოყენება, რაც ეწინააღმდეგება 2015 წელს მიღწეულ საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას.   კორნელ ფერუტას ირანში ყოფნის შესახებ ვიდეო ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ 8 სექტემბერს გაავრცელა. ცნობების თანახმად, ბირთვულ საკითხებში გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი შეხვდება ირანის საგარეო საქმეთა... Читать дальше...

თავდაცვის ახალი მინისტრი რეფორმების გეგმის წარმოდგენას უახლოეს ხანში აპირებს

Radiotavisupleba.ge 

„მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი, მათი ფარი. მე მივდივარ ძალიან მაღალი მოტივაციით და ვაცხადებ, რომ ვიქნები აბსოლუტურად მობილიზებული მთელი ჩემი ენერგიით, ჩემი გამოცდილებით. ბოლომდე დავიხარჯები, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გახდეს უფრო ძლიერი, რათა ჩვენი ჯარი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ თავდაცვის ძალები გახდეს, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ერთი მთლიანი ოჯახი. ეს იქნება ჩემი მთავარი მიზანი“, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა... Читать дальше...

გახარია: რა განსხვავება იყო თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნდობის გამოცხადების შემდეგ გიორგი გახარიამ ოპოზიციასთან 7 სექტემბერს გამართული შეხვედრა შეაფასა. „ევროპულმა საქართველომ“  ხელში ჩაიგდო მიკროფონი და კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება არ მომცეს. თქვეს, რომ თუ მოგვეწონება, რასაც გვეტყვი, ჩაგირთავთ მიკროფონს, თუ არ მოგვეწონება, არ ჩაგირთავთო. მე მართლა ვერ ვხედავ, რა განსხვავება იყო ამ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის. სერგი კაპანაძე არის ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი. განსხვავება იქ არ არის“, - ამბობს გიორგი გახარია. Читать дальше...

გიორგი გახარია: მთავრობის ძირითადი ამოცანაა საქმე, შრომა, ეფექტი და შედეგი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობას ბევრი კარგი ინიციატივა და გეგმა აქვს. „ახლა არის დრო, ჩვენ ვიყოთ კონცენტრირებული კონკრეტულ შედეგებზე, მათ შორის, გაზომვადზე დროში. ჩვენ სრულად, ეფექტურად უნდა ავამუშავოთ სახელმწიფო ბიუროკრატია, იმისათვის, რომ ყველა დაგეგმილი კარგი ინიციატივა, რაც გვაქვს, მივიტანოთ და მივიყვანოთ, როგორც შედეგი, თითოეულ მოქალაქემდე. ეს არის ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა - საქმე და შრომა, ეფექტი, შედეგი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის... Читать дальше...

ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნების მეორე ტურში მაღალი აქტივობაა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტიურობამ შეადგინა 38,41%.   მეორე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებიან აფხაზეთის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური „ამცახარას“ თავმჯდომარე ალხას კვიციანი. პირველ ტურში მათ, შესაბამისად, ხმების 24,83 და 22,91 % მიიღეს. ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის გარდა ირჩევენ ვიცე-პრეზიდენტსაც. რაულ ხაჯიმბასთან ერთად კენჭს იყრის ასლან ბარციცი, ხოლო ალხას კვიცინიასთან ერთად - დმიტრი დბარი.

ემზარ კვიციანი: თავს დამესხნენ ესენი თავიანთი სასტვენებით, ცხვრებით

Radiotavisupleba.ge 

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი სამოქალაქო აქტივისტებთან დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვებს სპორტის სასახლეში, პარტიის შეკრებაზე პასუხობს. „წამოვედი და დამესხნენ თავს. თავს დამესხნენ ესენი თავიანთი სასტვენებით, ცხვრებით და მთელი ამბავი. დამიწყეს ლანძღვა-გინება“, - თქვა პარლამენტის წევრმა. როგორც კვიციანი ამბობს, ის თავს იცავდა. „მონას რომ გიწოდებს იმ ქვეყნის, რომელთან ბრძოლაშიც მისი წონა სისხლი მაქვს დაღვრილი... მე ცოტა ემოციებიც მაქვს, ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი. არავისთვის არ დამირტყამს“, - ამტკიცებს კვიციანი. Читать дальше...

ინგუშეთის ხელმძღვანელად რესპუბლიკის ყოფილი პროკურორი აირჩიეს

Radiotavisupleba.ge 

ინგუშეთის ახალ მეთაურად ადგილობრივმა კანონმდებლებმა აირჩიეს ყოფილი პროკურორი მაჰმუდ-ალი კალიმატოვი, მის კანდიდატურას, ფარულ კენჭისყრაზე, მხარი დაუჭირა 32-კაციანი სახალხო კრების უმრავლესობამ - 28 კაცმა.   რუსეთში 8 სექტემბერს ერთიანი არჩევნების დღეა, რომლის დროსაც ფედერალური და მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებს, ასევე მერებსა და გუბერნატორებს ირჩევენ. რიგ შემთხვევაში არჩევნები არაპირდაპირ, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრების კენჭისყრით ტარდება.     ინგუშეთის ახალი ლიდერი, მაჰმუდ-ალი კალიმატოვი... Читать дальше...


Музыкальные новости
Оркестр

Оркестр «Серебряные трубы» выступил в Чехове в преддверии 9 Мая





Персональные новости
Сергей Брановицкий

Рассылка Песни или Музыки на все Радиостанции России, СНГ и Мира, а также по всем СМИ России.





დოდონი ამბობს, რომ რუსეთი არ გაუძვირებს მოლდოვას ბუნებრივ აირს

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 1 ოქტომბრის შემდეგაც რუსეთი კვლავ იაფად მიაწვდის მოლდოვას ბუნებრივ აირს. ამის შესახებ იგორ დოდონმა ინფორმაცია ფეისბუკით გაავრცელა, ვლადიმირ პუტინთან 7 სექტემბერს კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ.   „ჩვენ მივაღწიეთ პრინციპულ შეთანხმებას გაზის სექტორში თანამშრომლობის შესახებ, რაც მაძლევს უფლებას, განვაცხადო, რომ ტარიფი ბოლო მომხმარებლისთვის არ გაიზრდება“, - აღნიშნავს დოდონი.   პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მხარეებს ჯერ კიდევ დარჩათ შესათანხმებელი რამდენიმე პრობლემა. Читать дальше...

მდინარაძე: სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ოკუპაციას გვიპროტესტებს „ნაციონალური მოძრაობა“

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მისი კაბინეტის მხარდაჭერა იმით ახსნა, რომ მთავრობის პროგრამა ადეკვატურია იმ გამოწვევების, რაც საზოგადოებას აწუხებს და გადაჭრის გზებიც დასახულია. მდინარაძემ უმთავრეს გამოწვევად დაასახელა ოკუპაცია, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად - სოციალური პრობლემები და სიღარიბე. „ადეკვატურობა გამოწვევებთან დაკავშირებით არ გვაკლია, თუმცა, ბუნებრივია, ამას საქმე უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“... Читать дальше...

პარლამენტმა გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (98 ხმით) ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მინისტრთა კაბინეტს. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ის დანიშნულად ჩაითვლება. გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ცვლილებაა - თავდაცვის... Читать дальше...

მელია „ოცნებას“: თქვენი ადგილი რჩება ისტორიის უბნელეს მხარეს - ციციანოვიდან გახარიამდე

Radiotavisupleba.ge 

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ელექტრონული სამაჯურის დამაგრების შემდეგ პარლამენტის წინაშე პირველად წარდგა.   „ბევრი დრო არ დარჩა, როდესაც ამ დარბაზში სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება საქართველოს პარლამენტი. ის იქნება ეროვნული ორგანო და არა ვინმე ოლიგარქის ხუშტურებს დამორჩილებული, ღირსებააყრილი გაბაიბურებული რაღაც კანტორა. სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი დაიბრუნებს საქართველოს პარლამენტს  და მისი მეშვეობით დაიბრუნებს თავის ქვეყანას. სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი შემოვა ამ დარბაზში, ამ შენობაში. Читать дальше...

საარჩევნო უბანზე მისულ „აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატს“ პასპორტი არ აღმოაჩნდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა ოპოზიციური პარტია „ამცახარის“ კანდიდატმა ალხას კვიცინიამ. სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ცნობით, საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მისულ კვიცინიას არ აღმოაჩნდა პასპორტი, რომელიც მოგვიანებით მიუტანეს.   უბნიდან გამოსულმა ალხას კვიცინიამ თქვა, რომ „ხმა მისცა აფხაზეთის მომავალს“. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალხას კვიცინიას კონკურენტია მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. პირველ ტურში, რომელიც 25 აგვისტოს ჩატარდა... Читать дальше...

ტყვეების გაცვლის შემდეგ ზელენსკიმ და პუტინმა გამართეს სატელეფონო საუბარი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დროში განიხილავენ „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის თარიღს.   უკრაინული მედიის თანახმად, მხარეებმა აღნიშნეს, რომ კმაყოფილი არიან ტყეების გაცვლის თაობაზე მიღწეული შეთანხმების შესრულებით, რაც ვითარების ნორმალიზებისკენ მიმართული დიალოგის პირველ ეტაპს წარმოადგენს.   სატელეფონო საუბარში შეეხნენ ასევე შემდგომი ნაბიჯების აუცილებლობას მინსკის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

На международной выставке-форуме "Россия" в Москве завершилась тематическая неделя спорта


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Андрей Рублев поднялся на шестое место в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Жителей Москвы предупредили об аномально холодной погоде





Путин в России и мире
Москва

Собянин поздравил Путина со вступлением в должность президента России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья Шмидт попросил защиты у Лукашенко и политического убежища в Белоруссии




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Брановицкий

Композитор Классической музыки Сергей Брановицкий представляет произведения классической музыки.



Москва

Новый беговой сезон Суперлиги Подмосковья откроет Коломенский полумарафон

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net