123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2019

Новости за 14.09.2019

აქცია #სირცხვილიას წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ

Radiotavisupleba.ge 

აქცია #სირცხვილიას წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ დღეს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა ზუგდიდში. მან მერიის წინ მხარდამჭერებთან ერთად გაავრცელა მიმართვა: "ჩვენ გადავწყვიტეთ, მივიღოთ ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა, გამოწვევა იმისა, რომ მას თუ არ აინტერესებს ჩვენი პროტესტი, ჩვენი ხმა, ჩვენი აზრი, ჩვენ ვიქნებით მის წინააღმდეგ რადიკალურები", - თქვა მაქარაშვილმა. მისი სიტყვებით, დღეიდან სხვადასხვა ქალაქში გაიმართება მანიფესტაციები... Читать дальше...

პარლამენტის თავმჯდომარე: მოსამართლეთა არჩევა გამჭვირვალედ მოხდება

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პირობას დებს, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის განხილვა „მაქსიმალურად გამჭვირვალედ და დემოკრატიული სტანდარტების დაცვით“ წარიმართება. ODIHR-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი. „პატივს ვცემთ ყველა... Читать дальше...

ცნობილი გახდა ირანში ათი წლით პატიმრობაში მყოფი ავსტრალიისა და ბრიტანეთის მოქალაქის ვინაობა

Radiotavisupleba.ge 

ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მოქალაქე მეცნიერი ქალი, რომელიც 10 წლით პატიმრობას იხდის ირანის ციხეში, არის კაილი მორ-გილბერტი. მეცნიერის ვინაობა მისმა ოჯახმა გამოაცხადა ინფორმაციაში, რომელიც 14 სექტემბერს გავრცელდა ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. განცხადებაში ოჯახის წევრები წერენ, რომ ისინი მჭიდრო კავშირში არიან ავსტრალიის მთავრობასთან და რომ „კაილის მშვიდობიანად დაბრუნების უზრუნველსაყოფად საუკეთესო საშუალებაა დიპლომატიური არხებით მოქმედება“. დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მედიის ცნობით... Читать дальше...



„ქართული ოცნების“ ინიციატივა - ერთი ქალი საარჩევნო სიის ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 14 სექტემბერს განაცხადა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს „ქართული ოცნება“ პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომლის თანახმად, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სიაში ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ჩასვამს ქალს, მიიღებს 30 პროცენტით მეტ დაფინანსებას, „სტანდარტულ“ პირობებთან შედარებით. პარლამენტის თავმჯდომარემ ამის შესახებ განაცხადა რუსთავის დრამატულ თეატრში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის საჯარო განხილვის დროს... Читать дальше...

ზიმბაბვეში გაიმართა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს სამგლოვიარო ცერემონია

Radiotavisupleba.ge 

ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეს ეროვნულ სტადიონზე გაიმართა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს სამგლოვიარო ცერემონია. მუგაბეს ცხედარი სტადიონზე მიასვენეს. მას უკან მიჰყვებოდნენ ქვეყნის პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა, სამხედროები, გარდაცვლილის ნათესავები. ცერემონიაზე ჩავიდნენ აფრიკის ქვეყნების ლიდერები. სტადიონზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. მუგაბე არ დაუკრძალავთ. მის ცხედარს მოათავსებენ საგანგებო მავზოლეუმში, რომელიც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში აიგება ჰარარეში. რობერტ მუგაბე 2017 წელს ჩამოაშორეს... Читать дальше...

არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნება“ დარჩება მცირე მთავრობის კონცეფციის მხარდამჭერი, თუმცა ამ კონცეფციის ფარგლებში სამომავლოდ არ არის გამორიცხული მთავრობის სტრუქტურული ცვლილება. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამის შესახებ განაცხადა 14 სექტემბერს რუსთავში, საპარლამენტო კომიტეტებში მთავრობის სტრუქტურული რეფორმის აუცილებლობის შესახებ არსებული მოსაზრებების კომენტირებისას. „მთავრობის სტრუქტურული ცვლილება არის პოლიტიკური კონსულტაციების საგანი, ამას სჭირდება კომპლექსური ცვლილებები როგორც საბიუჯეტო, ასევე სხვა კანონებში... Читать дальше...

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მოკლულია ბინ ლადენის ვაჟი ჰამზა ბინ ლადენი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მას შეუძლია დაადასტუროს, რომ ჰამზა ბინ ლადენი, „ალ-ყაიდის“ დაღუპული ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი, მოკლულია ავღანეთ-პაკისტანის საზღვრისპირა რაიონში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად. „ჰამზა ბინ ლადენის სიკვდილი ‘ალ-ყაიდას’ არა მარტო სამეთაურო უნარებსა და მამამისთან სიმბოლურ კავშირს ართმევს, არამედ ძირს უთხრის ჯგუფის მნიშვნელოვან ოპერატიულ საქმიანობას“, - თქვა ტრამპმა 14 სექტემბერს თეთრ სახლში გამოსვლისას. 31 ივლისს მედია აშშ-ის სადაზვერვო უწყებებზე... Читать дальше...

ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში, ჭიდაობაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი დაიწყო და პირველ დღეს - 14 სექტემბერს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოთხ წონით კატეგორიაში გამოავლინეს ფინალისტები. საქართველოს სახელით ხალიჩაზე ოთხი სპორტსმენი გავიდა და მათგან ორმა: ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და ლაშა გობაძემ (82 კგ) დღე წაუგებლად ჩაამთავრეს. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ორივეს თითო შეხვედრის მოგება აშორებს. ნუგზარ წურწუმიამ ფინალის გზაზე სამი მეტოქე დაამარცხა: ჩინელი ლიგუო ჩაო (9:0), რუსი ვიტალი კაბალოევი (8:3) და იაპონელი შოთა ოგავა (8:0). Читать дальше...



მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური ხარაკირი – რა ბედი ელის “ლელოს” (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

მამუკა ხაზარაძის ამბიციები – ხალხის გატყავებიდან ხალხის ხსნამდე. რა ბედი ელის მამუკა ხაზარაძის მესიანიზმს და რატომ დადო საკუთარ კარში ლელო.

თალიბანმა მოსკოვში გამართა მოლაპარაკებები ავღანეთში სამშვიდობო დარეგულირების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ავღანელი თალიბების დელეგაცია ესტუმრა მოსკოვს, სადაც პარასკევს რუსეთის წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები ავღანეთში სამშვიდობო დარეგულირების შესახებ. ვიზიტი გაიმართა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა თალიბების ხელმძღვანელებთან დაგეგმილი შეხვედრა კემპ-დევიდში და აშშ-სა და თალიბებს შორის ავღანეთში მშვიდობის თაობაზე მოლაპარაკებებს „მკვდარი“ უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის მხრიდან აღინიშნა აშშ-სა და თალიბების... Читать дальше...

საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო რეფორმას რუსთავში განიხილავენ

Radiotavisupleba.ge 

საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, რუსთავში მიმდინარეობს შეხვედრა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე.  ცვლილებების თანახმად, 2020 წელს საქართველოში უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს. ასევე, დაწესდება ნულოვანი საარჩევნო ბარიერი. "მიზანი არის, რომ პარლამენტი გახდეს უფრო წარმომადგენლობითი, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის განკარგულებაში არ იყოს მანდატების ძალიან დიდი რაოდენობა, და რომ პოლიტიკა გახდეს უფრო დაბალანსებული", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. Читать дальше...

კუჩმა შიშობს, რომ საფრანგეთი და გერმანია შეეცდებიან, ზელენსკი რუსეთის მიმართ დათმობებზე დაიყოლიონ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, რომელიც დონბასის რეგიონის კონფლიქტის დარეგულირების საკონტაქტო ჯგუფის წევრია, Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა შიში, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები უკრაინას რუსეთის მიმართ დათმობებისკენ მოუწოდებენ, კერძოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არჩევნების გამართვის საკითხში. „დიდი იმედი არ მაქვს. ზელენსკის ძალიან გაუჭირდება, ის ერთი იქნება სამი ადამიანის წინააღმდეგ“, მოჰყავს სააგენტოს კუჩმას სიტყვები იმის თაობაზე... Читать дальше...

ერდოანის თქმით, ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენის საკითხზე

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა როიტერსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს Patriot-ის ტიპის ამერიკული რაკეტების შეძენის საკითხზე. ერდოანის აზრით, ორი ლიდერის ურთიერთგაგების წყალობით შეიძლება გადალახულ იქნეს კრიზისი, რომელიც წარმოიშვა თურქეთის მიერ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის შემდეგ. ანკარის მიერ ივლისში რუსული S-400-ების შეძენამ გაზარდა ნატოელი მოკავშირის მიმართ სანქციების შემოღების ალბათობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა... Читать дальше...

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

News.ge 

adjarabet.com-ის ფილმის გადაღებები დასრულდა.  „არენას“  გადაღებები ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო და თბილსში დასრულდა.გადაღებებს „მეტრო ფროდაქშენი“ უძღვებოდა.ფილმში ქართველ ცნობილ ადამიანებთან ერთად ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელი რივალდოც იღებს მონაწილეობას. პროექტზე მუშაობს სარეკლამო სააგენტო jwt metro,ფილმის რეჟისორი კი დავით ბორჩხაძეა. „არენას“ პრემიერა შემოდგომაზე იგეგმება და როგორც adjarabet.com-ში აცხადებენ მსგავსი მასშტაბისა და ფორმატის ფილმი ჯერ ეკრანებზე არ ყოფილა.

სუროგაციით დაბადებული ბავშვების მშობლებმა, პროტესტის ნიშნად, ღამე იუსტიციის სახლში გაატარეს

Radiotavisupleba.ge 

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლებმა, პროტესტის ნიშნად, ღამე იუსტიციის სახლში გაატარეს. "6-7 კვირაა ჩვენი შვილების დაბადების მოწმობებს ველოდებით, მაგრამ არ გვაძლევენ, რის გამოც ქვეყანას ვერ ვტოვებთ და ჩარჩენილები ვართ აქ", - ეუბნება რადიო თავისუფლებას კრისტოფერ ორნჰაგენი, რომელიც საქართველოში შვედეთიდან ჩამოვიდა. სუროგაციის გზით დაბადებული რამდენიმე ბავშვის მშობელს მე-2 თვეა, რაც შვილის დაბადების მოწმობის მიღებაზე უარს ეუბნებიან. ეს არის დაახლოებით 20 უცხოელი წყვილი აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Росгвардейцы обеспечили правопорядок на футбольных матчах в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Кубок Билли Джин Кинг

Кубок Билли Джин Кинг-2024: нет Рыбакиной – нет финала


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Москвичам рассказали, в каких местах утки обустраивают гнезда





Путин в России и мире
Москва

Запад признает, что бывший офицер КГБ В.Путин не дал им подчинить Москву и вернул великую славу России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко подписал указ по реализации до 2028 года нового проекта с РФ в сфере космоса




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленского выпороли ультиматумом: США жестко ответили на наглость и поучения Киева


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Елена Волкова

В Светлогорске впервые пройдет культурный проект «Классика: история и современность»



Москва

Французская компания продала ТЦ «Акварель» в Волгограде 23-летнему бизнесмену

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net