Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2019

Новости за 04.02.2019

ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი “შავი პრინცი” გარდაიცვალა

Marshalpress.ge (მარშალ) 

48 წლის ასაკში ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი აკაკი ბაბუნაშვილი გარდაიცვალა, რომელსაც მაყურებელი შავი პრინცის სახელით იცნობდა და მისი პოპულარობა ტელეეკრანზე 2000-იანი წლების პერიოდში დაიწყო. გარდაცვალების მიზეზად თირკმლის უკმარისობა სახელდება.

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ნიქოზთან დააკავეს სასულიერო პირი

Radiotavisupleba.ge 

საოკოპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი). როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, დაკავების ფაქტს ადასტურებს ეპარქიის საქმეთა მმართველი თეა ხორგუაშვილი სასულიერო პირის დაკავებას ადასტურებს. დაკავებული სასულიერო პირი მოთავსებულია ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში.  მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე... Читать дальше...

გარდაიცვალა მსახიობი გურანდა გაბუნია

Radiotavisupleba.ge 

80 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია. ბოლო დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო.  გურანდა გაბუნიას 20-მდე ქართულ ფილმში აქვს ნათამაშები, სხვადასხვა წლებში იგი მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრების მსახიობი იყო. გურანდა გაბუნია იყო საქართველოს სახალხო არტისტი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.



ერაყის პრეზიდენტი აკრიტიკებს ტრამპს აშშ-ის ბაზის დანიშნულების იდეის გამო

Radiotavisupleba.ge 

ერაყის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბაღდადისთვის არ უთხოვია ნებართვა ერაყში განლაგებული ამერიკელი სამხედროების მიერ "ირანზე დაკვირვების" თაობაზე. პრეზიდენტი ბარჰამ სალიჰი ამ განცხადებით 4 თებერვალს გამოვიდა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ს ერაყში "არაჩვეულებრივი ბაზა" აქვს, რომლის შენარჩუნებასაც გეგმავს - "საიმისოდ, რომ ირანზე დაკვირვება შევძლოო". ბაღდადში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას სალიჰმა თქვა, ერაყში აშშ-ის სამხედროები განთავსებული... Читать дальше...

კოდექსი ბავშვებისთვის

Radiotavisupleba.ge 

საქართველო იწყებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ქვეყანას გაეროს ბავშვთა კონვენციის ხელმოწერით დაეკისრა. ეს პროცესი შიდა კანონმდებლობის კონვენციასთან ჰარმონიზაციას გულისხმობს.

გიორგი ქადაგიძე ბიზნეს სკოლის სტუდენტებს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ყოფილი დეკანი გიორგი ქადაგიძე  სტუდენტებს შეხვდა და ადმინისტრაციის მისამართით წაყენებული მოთხოვნები გააცნო.  შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტის, მიხეილ კირკიტაძის თქმით, ყოფილი დეკანის  მთავარი  მოთხოვნა იყო  24 საათში  ბიზნესის სკოლის აღდგენა. "პირველ რიგში რეორგანიზაცია უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ ბიზნესსკოლას აღარ ექნება ბიზნსესკოლის სახელი, ბიზნესსკოლა აღარ იარსებებს. რაც შეეხება ფინანსების გამჭვირვალობას, ყველაზე დიდი მოგება უნივერსიტეტში ბიზნესსკოლას... Читать дальше...

6 თებერვალს ჟენევაში იმსჯელებენ ოკუპირებული რეგიონების გავლით ტვირთის გატანაზე

Radiotavisupleba.ge 

6 თებერვალს, ჟენევაში საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენები  განიხილავენ საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზაციის პერსპექტივას. როგორც ქართულ-რუსული მოლაპარაკებების საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გვითხრა, პროექტი არაორდინარულია და  კონტრაქტების მომზადებას დიდი დრო დასჭირდა, თანხა შვეიცარიული კომპანიისთვის გადარიცხულია და ახლა უკვე პროექტის განხორციელების ეტაპი უნდა დაიწყოს. Читать дальше...

სოფიო კილაძე: კარგი იქნება თუ პარლამენტარების შეურაცხყოფებს ფეისბუკზე თავს დაანებებთ

Radiotavisupleba.ge 

"ბავშვის უფლებათა კოდექსის" პროექტის პრეზენტაცია კამათით დასრულდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენელს ანა აბაშიძეს კანონპროექტის კრიტიკის პასუხად მიუგო, რომ მას  და მის კოლეგა ანა არგანაშვილს   კოდექსის ჩაგდება ჰქონდათ დავალებული და დესტრუქციულად იქცეოდნენ. სოფიო კილაძემ  ანა არგანაშვილს და ანა აბაშიძეს ურჩია, კარგი იქნებოდა თავი დაენებებინათ ფეისბუკზე  პარლამენტარების პიროვნული შეურაცხყოფისთვის. საბოლოოდ სოფიო კილაძემ შეხვედრა დატოვა. Читать дальше...



თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული ლუკა ჩხეტია და კიდევ 4 პირი 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

Marshalpress.ge (მარშალ) 

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული „დონბასის“ მებრძოლი ლუკა ჩხეტია და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 4 პირი, ალექსანდრე ნოვიკოვი, იური კოროსტელოვი, იგორ ორლენკო და როლანდ მელია თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს დაცვის მხარემ მიმართა, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა. რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, ​დიმიტრი კურაგინსა და სერგეი კლადკოს, მათი […]

დაიწყო გამოძიება რუსი რეპერის, დეცლის, სიკვდილის მიზეზებზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაიწყო გამოძიება ჰიპ-ჰოპის ცნობილი არტისტის, დეცლის სიკვდილის მიზეზებზე. 35 წლის კირილ ტოლმატსკი, იგივე დეცლი, რუსეთში ერთ-ერთი წამყვანი რეპერი იყო. გავრცელებული ცნობებით, ის 3 თებერვალს, გამთენიისას გარდაიცვალა იჟევსკის ერთ-ერთ კლუბში გამოსვლის შემდეგ. "გამომძიებლები შეისწავლიან ინციდენტის ადგილს, ჩატარდება ექსპერტიზა" - განაცხადა უდმურტიის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა. დეცლის დებიუტი 2000 წელს შედგა ალბომით "ვინ ხარ შენ", მას შემდეგ არტისტს არაერთი მუსიკალური ჯილდო ჰქონდა მიღებული.

რატომ ყიდულობს ლაგოდეხის მერია „პამპერსს“

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ელექტრონული ტენდერის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია 600 ცალ „პამპერსს“

რა გახდება „აპოლო“ - კინოთეატრი თუ მრავალფუნქციური ცენტრი?

Radiotavisupleba.ge 

„აპოლო“ ისევ უქმად დგას. წლებია კინოთეატრის აფიშებს ახალი არაფერი უთქვამთ. ჯერ ისევ უცნობია, 1909 წელს გახსნილი, მოდერნის სტილის, ისტორიული კინოთეატრის შენობა თავის მთავარ, ასი წლის წინანდელ ფუნქციას დაიბრუნებს

ერდოანი აშშ-ის აკრიტიკებს ხაშოგის მკვლელობაზე "სიჩუმის" გამო

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი მწვავედ აკრიტიკებს მისი თქმით აშშ-ის უმოქმედობას ჯამალ ხაშოგის, ჟურნალისტის საუდის არაბეთიდან, მკვლელობის საქმეზე, სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში, ოთხი თვის წინ. ერდოანმა თურქეთის სახელმწიფო მაუწყებელს,  TRT-ს 3 თებერვალს უთხრა, არ მესმის ამერიკის "სიჩუმე" ამ მკვლელობის შემდეგო. "გვსურს ყველაფერს ნათელი მოეფინოს, რადგან მომხდარია დიდი სისასტიკე, მკვლელობა" - თქვა ერდოანმა და დასძინა, რომ "ხაშოგის მკვლელობა არ არის ორდინარული რამ". ხაშოგი აშშ-ში დაფუძნებული... Читать дальше...

ტრამპი აცხადებს, რომ ერაყში ბაზის შენარჩუნება სურს ირანზე დასაკვირვებლად

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ  სირიასა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ჩართულობის შემცირება სურს, მაგრამ ერაყში დატოვებს აშშ-ის სამხედრო ბაზას, რათა ვაშინგტონს შეეძლოს ახლოდან დააკვირდეს ირანს. "არ მომწონს დაუსრულებელი ომები" - განაცხადა ტრამპმა CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში 3 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან აშშ-ის კანონმდებლები და საერთაშორისო მოკავშირეები გააკვირვა გადაწყვეტილებით, რომ სირიიდან გამოყავს 2000-ვე ამერიკელი სამხედრო. აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ,... Читать дальше...

აფხაზი, ოსი და ქართველი ჟურნალისტების შეხების წერტილები

Radiotavisupleba.ge 

მონტენეგროში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე,  ქალაქ ულცინში, 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტების შეხვედრა-ტრენინგი.

ხვალ გადაწყდება თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ უდანაშაულობის პრეზუმფციის საკითხი

Radiotavisupleba.ge 

5 თებერვალს, 10 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდება გადაწყვეტილება, დაარღვია თუ არა სახელმწიფომ 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ უდანაშაულობის პრეზუმფცია. საქალაქო სასამართლოში 15 იანვარს დასრულდა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების დავა უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2017 წლის დეკემბრისა და 2018 წლის იანვარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და პრესკონფერენციის... Читать дальше...

მიხეილ ბატიაშვილი: ზუგდიდში გაიხსნება სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი

Radiotavisupleba.ge 

კერძო სექტორის ჩართულობით ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.  პროფესიული განათლების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების წარდგენისას მან აღნიშნა, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე არსებობს: „პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი ხედვით, მათ გარეშე შეუძლებელია ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება... Читать дальше...

ავლაბრის რეზიდენციის ახალ ფუნქციაზე სპეციალური კომისია იწყებს თათბირს

Radiotavisupleba.ge 

5 თებერვალს გაიმართება პირველი სამუშაო შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციის სამომავლო ფუნქციის განსაზღვრის თაობაზე. სამუშაო ჯგუფს, რომელიც შვიდი დეპუტატისგან შედგება, ხელმძღვანელობს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, სამუშაო ჯგუფი ავლაბრის რეზიდენციის ახალი ფუნქციის რამდენიმე ვერსიაზე იმსჯელებს, მათ შორის, შესაძლოა შენობაში განთავსდეს კულტურის ეროვნული ცენტრი და სამუზეუმო სივრცე. გარდა ამისა, რეზიდენცია შესაძლოა გათვლილი იყოს მაღალი რანგის სტუმრების მისაღებ სივრცედაც... Читать дальше...

უნგრეთი ყოყმანობს ვადის გაგრძელებაზე ბელორუსიისთვის იარაღის ემბარგოსთვის

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთი კიდევ ერთხელ იმუქრება ძირის გამოთხრით ევროკავშირის ხანგრძლივი პოლიტიკისთვის, რომელიც ითვალისწინებს იარაღზე ემბარგოს ბელორუსიისთვის - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდეს წყაროებმა, რომლებიც თავს იკავებენ ვინაობის გამჟღავნებისგან. ემბარგო 2011 წელს შემოიღეს და მას ყოველ წელს ესაჭიროება ვადის გახანგრძლივება ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყნის კონსენსუსით. გასული ორი წლის განმავლობაში უნგრეთმა მიაღწია ბიატლონის შაშხანების და სხვა სპორტული შეიარაღების ამოღებას ემბარგოდან და ახლა, ხელახალი... Читать дальше...


Музыкальные новости
Песня

Рекламная Афиша Песни, Сингла, Альбома. Рекламная Афиша Автора или Исполнителя.





Персональные новости
Эмомали Рахмон

Страх Рахмона: Таджикистан получит экономический коллапс и уличные бунты





ევროკავშირის ქვეყნები მადუროზე ზეწოლას აძლიერებენ

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ვენესუელის ოპოზიის ლიდერი, ხუან გუაიდო აღიარა ქვეყნის შუალედურ პრეზიდენტად, რითიც გააძლიერა გადადგომის თაობაზე ზეწოლა ნიკოლას მადუროზე. ქვეყნების ჯგუფი მოიცავს ავსტრიას, ბრიტანეთს, დანიას, საფრანგეთს, გერმანიას, ლატვიას, ლიეტუვას, ჰოლანდიას, ესპანეთს და შვედეთს. ასევე საფრანგეთმა განაცხადა, რომ გუაიდოს აქვს უფლება ორგანიზება გაუკეთოს არჩევნებს, რადგან სოციალისტი მადურო ამაზე უარს აცხადებს. ევროპული ქვეყნების ერთობლივი მოქმედების გამო 4 თებერვალს რუსეთმა განაცხადა,... Читать дальше...

პარლამენტი ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აირჩევს

Radiotavisupleba.ge 

5 თებერვალს პარლამენტი აირჩევს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი უკვე შეტანილია პლენარული სხდომის დღის წესრიგში. საპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნულ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა გასული წლის ბოლოს დატოვა ეკა ბესელიამ. კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ამჟამად დავით მათიკაშვილი ასრულებს

გიორგი ქადაგიძე დღეს ილიაუნის სტუდენტებს ხვდება

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 4 თებერვალს, 20:00 საათზე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში,  ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე  სტუდენტებს შეხვდება

ახლობლები გიორგი მამალაძის ზიარებასა და გათავისუფლებას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

4 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლებმა, საპატრიარქოს წინ, აქცია გამართეს. ისინი მამალაძის გათავისუფლებას და ზიარებას ითხოვენ. თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მისი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ამასთან ავადაა. აქვს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის დიაბეტი და ხერხემლის პრობლემა. ოჯახი მამალაძის გათავისუფლებას ითხოვს. თორნიკე მამალაძე ადასტურებს, რომ ციხის ადმინისტრაცია მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს პატიმარს. ის იღებს წამლებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ... Читать дальше...

საქართველოს ელჩი: „გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა  ძალიან დაბალია“

Radiotavisupleba.ge 

"გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა, ამ ქვეყანაში უცხოელების მიერ ჩადენილ დანაშაულთა საერთო რაოდენობის 1%-საც არ შეადგენს". ასე ეხმაურება რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გერმანიის ციხეებში  უცხოელი პატიმრების, მათ შორის ქართველების სარეკორდო მაჩვენებლის შესახებ. ექსკლუზიურ რეპორტაჟს ამ თემაზე აქვეყნებს გერმანიის გაზეთი „რაინიშე პოსტი“. „იმდენად დაბალია გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულებების რიცხვი... Читать дальше...

ბატალიონ „დონბასის“ 5 წევრი გირაოთი გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისში დაკავებული ბატალიონ „დონბასის“ შვიდი წევრიდან ხუთი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა შეეცვალათ გირაოთი 2-2 ათასი ლარის ოდენობით. გათავისუფლებულებს შორის არიან საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია და უკრაინის მოქალაქე როლანდ მელია. რაც შეეხება კიდევ ორ პირს, მათი საქმის წარმოება, საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით, არსებულ სისხლის სამართლის საქმეს ცალკე გამოეყო. სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულ... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Петербургский «Зенит» стал чемпионом Единой лиги ВТБ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

На кураже: Рублёв пробился в финал «Мастерса» в Мадриде, Медведев снялся из-за травмы


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Зеленое царство – обзор новостроек рядом с «Лосиным островом»





Путин в России и мире
Москва

Путин приехал в храм Христа Спасителя на пасхальную службу


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Бурятия, Россия, Дети, Концерт: Театр кукол Ульгэр в Улан-Удэ представит "Вальс Победы" к празднику



Москва

Полиция задержала устроившего стрельбу в Москве мужчину

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net