Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2019

Новости за 03.02.2019

მამუკა ხაზარაძეს გადაეცა პრემია „წიგნის ქომაგი 2019“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ პრემია „წიგნის ქომაგი 2019“ მამუკა ხაზარაძეს გადასცა. დაჯილდოების ცერემონია 3 თებერვალს, მწერალთა სახლში გამართულ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა. პრემია „წლის წიგნის ქომაგი“ ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. როგორც საქართველოს წიგნის... Читать дальше...

ცხოვრება გერმანელი ნაცისტების საჩვენებელ ბანაკში

Radiotavisupleba.ge 

პატივი მივაგოთ მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას და არასოდეს დავივიწყოთ ის, რაც მათ დამართეს - ამ მიზანს ემსახურება ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე, რომელსაც მსოფლიო, გაეროს გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 27 იანვარს აღნიშნავს. ჩვენ ჩამოვედით ჩეხეთის ქალაქ ტერეზინში - იქ, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელ ნაცისტებს ე.წ. საჩვენებელი საკონცენტრაციო ბანაკი ჰქონდათ მოწყობილი და სადაც ძნელია დაიჯერო რა მასშტაბს აღწევდა, ნაცისტების სისასტიკესთან ერთად, მათი ცინიკურობა

მამუკა ბახტაძე: მადუროს რეჟიმი აგრძელებს ხელისუფლების უზურპაციას

Radiotavisupleba.ge 

"ის, რაც დღეს ვენესუელაში ხდება, არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაბედოს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ წასვლა, ეს ძალიან მძიმე შედეგებით სრულდება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუკლაივში” განაცხადა. ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის პასუხად, საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო სცნეს ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად. „მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია... Читать дальше...



ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღე

Radiotavisupleba.ge 

Arbeit macht frei - შრომა გათავისუფლებს. ეს წარწერა, რომელიც ტერეზინის შესასვლელშია გამოსახული, რამდენიმე სხვა საკონცენტრაციო ბანაკში მეორდება: ოსვენციმში, ზაქსენჰაუზენში, დახაუში. იმ ადგილებში, სადაც ადამიანების მონურ შრომას იყენებდნენ, მათ ამცირებდნენ და ანადგურებდნენ, ეს ფრაზა სისასტიკის ცინიკურად შენიღბვას ემსახურებოდა. 3 თებერვალს, 22:30-ზე, ყოველკვირეულ პროგრამა „პერსპექტივაში“ ამ თემებს შემოგთავაზებთ: ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენება ტერეზინის გეტოში როგორ იყენებდნენ ტერეზინის გეტოს ნაცისტური პროპაგანდისათვის. Читать дальше...

იუსტიცის სამინისტრო: რუსთავში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულება აშენდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, რუსთავში 700 და 120 მსჯავრდებულზე გათვლილი ორი ახალი პენიტენციური დაწესებულება აშენდება, „2018 წლის 25 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაიწყო ტერიტორიის მოსწორების, შემოღობვისა და შესაბამისი სტანდარტით დაწესებულებების პერიმეტრის მოწყობის სამუშაოები, რომელთა დასრულების ვადად 2019 წლის ივნისი განისაზღვრა”, წერია იუსტიციის სამინისტროდან რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციით, მშენებლობის პარალელურად... Читать дальше...

რუსთავი 2-ის მორიგი ტყუილი!

Marshalpress.ge (მარშალ) 

გუშინ ,,შაბათის კურიერში” მელაძემ მორიგი ტყუილი გაავრცელა, თითქოს ერაყში საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისთვის სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს, არადა თავად სიუჟეტის მომზადებისას რუსთავი 2-ის ჟუნრალისტი დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს და მას ჰქონდა სრული ინფორმაცია თუ რა მასშტაბური სამუშოები ტარდება საკითხის მოგვარებისთვის. იუსტიციის სამინისტროა აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას პასუხობს. 2018 წლის ოქტომბრიდან, […]

ნიკოლას მადურო არ გამორიცხავს სამოქალაქო ომის შესაძლებლობას

Radiotavisupleba.ge 

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არ გამორიცხავს არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასვლას სამოქალაქო ომში. „ყველაფერი დამოკიდებულია ჩრდილოელი იმპერიისა და მისი დასავლელი მოკავშირეების აგრესიულობის და სიგიჟის გრადუსზე“, - განაცხადა მადურომ ესპანურ ტელეარხ La Sexta-ს ეთერით კვირას გასულ ინტერვიუში, იუწყება "გერმანული ტალღა".    მადუროს თანახმად, კარაკასს სურს, რომ „ვენესუელის შიდა საქმეებში“ არავინ ერეოდეს. „ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა“ და „არ დავთმობთ ვენესუელას“, - დასძინა მადურომ. Читать дальше...

მამუკა ბახტაძე: მსხვილი ენერგეტიკული პროექტები უნდა ეფუძნებოდეს ფართო კონსენსუსს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარებისათვის სჭირდება „მეტი დადგმული სიმძლავრე ენერგეტიკაში“. თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ბუნების ხარჯზე, ხოლო ნებისმიერი მსხვილი პროექტის განხორციელება უნდა დაეფუძნოს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსსა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს. "თითოეული პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ყველა პარამეტრს, მათ შორის სოციალურსაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას, როგორ გაუმჯობესდება მათი ცხოვრება და გადაიჭრება მათი პრობლემები ამა თუ იმ პროექტის განხორციელების შემდეგ. Читать дальше...



ნატო თავის რიგებში ეპატიჟება სახელშეცვლილ მაკედონიას

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა 6 თებერვალს ხელს მოაწერენ ოქმს, საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გზაზე.

უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესია ესწრაფვის პატრიარქატის სტატუსის მიღებას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ მოუწოდა ქვეყნის ყველა მართლმადიდებელ იერარქს, სასულიერო პირებს და მრევლს, გაერთიანდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ინტერვენციას ვენესუელაში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ი განიხილავს ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციას, როგორც მოქმედების ერთ-ერთ ვარიანტს პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ. ამის შესახებ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისაუბრა ტელეკომპანია „სიბიესისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც კვირას გადაიცა სატელევიზიო ეთერით. „არ მუსრს ამაზე საუბარი, მაგრამ, ასეთი ვარიანტი, რა თქმა უნდა, განიხილება“, - უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა საავტორო პროგრამის „ქვეყნის პირისპირ“ წამყვანს, მარგარეტ ბრენანს. აშშ-ის პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვენესუელის... Читать дальше...

პოლიტიკის გამო "დასჯილი" შენობები

Radiotavisupleba.ge 

რას უპირებენ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეს? მმართველი პარტია პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის გახსნის შესაძლებლობაზე ფიქრობს. ეს თემა განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზეც, რომელსაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

ზურა დათუნაშვილი - ან უნდა დავასრულო კარიერა ან სხვა ქვეყანაში ვიასპარეზო

Radiotavisupleba.ge 

ევროპის ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი მთავრობას, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს მისი პრობლემით დაინტერესებას სთხოვს და განცახდებას ავრცელებს. სპორტსმენი ამბობს, რომ დგას არჩევანის წინაშე - ან დაასრულოს კარიერა, ან იფიქროს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე. „რამდენიმე დღეა განვაახლე ინდივიდუალური ვარჯიში, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად რისთვის ვემზადები, რადგან მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი აღკვეთი ღონისძიების მიხედვით ფედერაციის პრეზიდენტი დარჩა თანამდებობაზე... Читать дальше...

იეჰოვას მოწმის შეურაცხყოფის გამო ერთი პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული დევნის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ. ი. თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ი.-მ თბილისში, პატარიძის ქუჩაზე, იეჰოვას მოწმეს, 1954 წელს დაბადებულ ო. ა.-ს რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით ჩადენილი დევნის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის... Читать дальше...

2-3 ძროხის მეპატრონეს გადასახადი არ დაეკისრება - სურსათის ეროვნული სააგენტო

Radiotavisupleba.ge 

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 2-3 ძროხის მეპატრონეს გადასახადი დაეკისრება სიცრუეა, - აცხადებს სურსათის ერვნული სააგენტო. სააგენტოს ცნობით, 2020 წლიდან სავალდებულო ხდება სურსათის მწარმოებლების რეგისტაცია, რათა მათ ბაზარზე პროდუქციის რეალიზება შეძლონ. რეგისტაცია უფასოა. რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილია. „რეგულაციის მთავარია მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით. აღნიშნული ცვლილება ხელს... Читать дальше...

ბოლტონმა მოუწოდა ვენესუელის არმიის სარდლობას „გადავიდნენ ხალხის მხარეზე“

Radiotavisupleba.ge 

ჯონ ბოლტონმა, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში, ვენესუელის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას მოუწოდა „გადავიდნენ ხალხის მხარეზე“. თავის ტვიტერით ბოლტონი ასე გამოეხმაურა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთი გენერლის ნაბიჯს. 2 თებერვალს ფრანსისკო იანესმა ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო აღიარა ქვეყნის კანონიერ პრეზიდენტად. გენერალი აინესი გახდა ქვეყნაში პირველი გენერალი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა და არ ცნობს ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურ პრეზიდენტად   ბოლტონის ტვიტერის თანახმად... Читать дальше...

მივმართავთ პარლამენტს, რომ სამოსამართლო თანამდებობებზე კანდიდატთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმი გამოცხადდეს – დავით ასათიანი

Marshalpress.ge (მარშალ) 

მივმართავთ პარლამენტს, რომ სამოსამართლო თანამდებობებზე კანდიდატთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმი გამოცხადდეს, – ამის შესახებ „ადვოკატთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა დავით ასათიანმა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებაზე რეზოლუციის მხარდაჭერის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დავით ასათიანის თქმით, ასოციაცია მზადაა იმუშაოს, რათა რეზოლუციით გაჟღერებული მოთხოვნები საკანონმდებლო დონეზე რეალობად იქცეს. „აბსოლუტური უმრავლესობით მივიღეთ რეზოლუცია. ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ მოხდეს იუსტიციის უმაღლესი... Читать дальше...

საქართველოს ელჩი უკრაინაში მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციას ესწრებოდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში გამართულ მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო. რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გელა დუმბაძე ცერემინიაზე მიწვეული იყო დიპლომატიურ კორპუსთან ერთად და საღვთო ლიტურგიის შემდეგ გამართულ საზეიმო მიღებასაც ესწრებოდა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ, რომელიც ასევე დაესწრო მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციას კიევში,უკრაინელ ხალხს ავტოკეფალური ეკლესიის დაარსება მიულოცა. Читать дальше...

კიევში მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციას გიგი უგულავა ესწრებოდა

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ევროპული საქართველოს“ლიდერი გიგი უგულავა კიევში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ეპიფანეს ინტრონიზაციის ღონისძიებას დაესწრო .ღონისძიებას ესწრებოდა ასევე თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. "ევროპილი საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიგი უგულავამ უკრაინელ ხალხს ავტოკეფალური ეკლესიის დაარსება მიულოცა. მისი სიტყვებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ოფიაციალური წარმომადგენლები არ ესწრებიან საზეიმო წირვას. „არ იმყოფება საქართველოს ელჩი... Читать дальше...


Музыкальные новости
Аранжировка

Аранжировка. Аранжировка Песни. Современная Аранжировка. Аранжировка Произведения.





Персональные новости
Культура

Цирковая артистка Бурятии Аригма Цыремпилова - девочка-каучук (Россия, Культура, Театр и Дети)





ტომაშ ფედოროვიჩი: ესაა ტვირთი, რომლის სიმძიმეს ახლაც განვიცდით

Radiotavisupleba.ge 

მიუხედავად ჰოლოკოსტის საშინელებისა, ისიც ფაქტია, რომ ნაცისტების მიერ აგებული სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკები, როგორც პოპულარული ტურისტული მისამართები, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს, ვიდრე ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს.

სერბიის მრავალ ქალაქში გაიმართა ანტისამთავრობო აქციები

Radiotavisupleba.ge 

ათასობით ადამიანი მონაწილეობდა ბელგრადსა და სერბიის სხვა ქალაქებში 2 თებერვალს გამართულ ანტისამთავრობო აქციებში, რომლის მთავარი მოთხოვნაა პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის გადადგომა. საპროტესტო აქციები სარაევოში შარშან დაიწყო ჰეშტეგით # 1 ხუთი მილიონის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ არ გადადგება ქუჩაში 5 მილიონი დემონსტრანტიც რომ გამოვიდეს.  2 თებერვალს დედაქალაქში მიმდინარე მსვლელობას შეუერთდნენ ბელგრადის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც მოუწოდეს თავიანთ თანატოლებს... Читать дальше...

შესაძლოა „რიყის დოქების“ ახალი მესაკუთრე შეირჩეს

Radiotavisupleba.ge 

ევროპის მოედანზე მდებარე შენობას - ე.წ. „რიყის დოქებს“ შესაძლოა მფლობელი გამოუჩნდეს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით რამდენიმე კომპანიასთან აქტიურად მიმდინარე მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, შესაძლოა შენობის მფლობელი გამოიკვეთოს. „არის ინტერესი რამდენიმე კომპანიის მხრიდან, ველოდებით შემოთავაზებებს. ჩვენ გავაცანით კონცეფცია, თუ რა უნდა იყოს ე.წ. დოქებში, როგორი პრინციპით უნდა იყოს გამოყენებული სამომავლოდ და ველოდებით წინადადებებს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული ბიზნეს კომპანია გააკეთებს ამ პროექტს“... Читать дальше...

მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უნგრეთში გაიქცა თავის გადასარჩენად

Radiotavisupleba.ge 

დევნილობაში მყოფი მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკოლა გრუევსკი აცხადებს, რომ უნგრეთში მისი გაქცევის მიზეზი იყო დაგეგმილი პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ციხეში, სადაც მას ორწლიანი პატიმრობა ელოდა.   თავისი ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პირველად, მაკედონიის ტელევიზია Sitel-ისათვის 2 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში, გრუევსკიმ განაცხადა, რომ თავდაპირველად თანახმა იყო წასულიყო საპატიმროში, მის მიმართ გამოტანილი „კანონიერ საფუძველს მოკლებული უგუნური განაჩენის“ მიუხედავად.   „მაგრამ მას შემდეგ... Читать дальше...

რუსთავში ციხე შენდება

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, იქ სადაც ადრე რუსეთის სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ციხეს აშენებს. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა რუსუდან უშიკიშვილმა, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ 14 ჰექტარ ფართობზე მართლაც შენდება სასჯელაღსრულების დაწესებულება. მისი თქმით, სამინისტრო ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს . ჭყონდიდელის დასახლებაში დისლოცირებული იყო საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის დივიზია... Читать дальше...

ქართველმა მოჭიდავეებმა საფრანგეთში ემანუელ მაკრონის სპეციალური პრიზი მოიპოვეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ნიცაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ჰენრი დელანის გრან პრიზე ცხრა მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონი გახდა. ათი წონითი კატეგორიიდან ოთხში, გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილი გუნდის წევრები კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. ჩემპიონები გახდნენ: ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და დავით ხუციშვილი (79 კგ). ფინალში გავიდა ტარზან მაისურაძეც (86 კგ), მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

В поселке Калининец состоялся этап Чемпионата и Первенства Москвы и МО по кроссу «Кубок Kramar Motorsport»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Даниил Медведев снялся с четвертьфинала «Мастерса» в Мадриде из‑за травмы


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Изменение климата обойдется человечеству в 35 трлн долларов в год





Путин в России и мире
Москва

Путин с Собяниным приехали в Храм Христа Спасителя на Пасхальное богослужение


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Брановицкий

Аудио возможности для Поэтов и Писателей.



Москва

Матч тульского «Арсенала» и московской «Родины» закончился ничьей

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net