ცხოვრება გერმანელი ნაცისტების საჩვენებელ ბანაკში
პატივი მივაგოთ მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას და არასოდეს დავივიწყოთ
ის, რაც მათ დამართეს - ამ მიზანს ემსახურება ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე,
რომელსაც მსოფლიო, გაეროს გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 27 იანვარს
აღნიშნავს. ჩვენ ჩამოვედით ჩეხეთის ქალაქ ტერეზინში - იქ, სადაც მეორე
მსოფლიო ომის დროს გერმანელ ნაცისტებს ე.წ. საჩვენებელი საკონცენტრაციო
ბანაკი ჰქონდათ მოწყობილი და სადაც ძნელია დაიჯერო რა მასშტაბს აღწევდა,
ნაცისტების სისასტიკესთან ერთად, მათი ცინიკურობა