ბოლტონმა მოუწოდა ვენესუელის არმიის სარდლობას „გადავიდნენ ხალხის მხარეზე“
ჯონ ბოლტონმა, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში, ვენესუელის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას მოუწოდა „გადავიდნენ ხალხის მხარეზე“.
თავის ტვიტერით ბოლტონი ასე გამოეხმაურა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთი გენერლის ნაბიჯს. 2 თებერვალს ფრანსისკო იანესმა ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო აღიარა ქვეყნის კანონიერ პრეზიდენტად. გენერალი აინესი გახდა ქვეყნაში პირველი გენერალი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა და არ ცნობს ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურ პრეზიდენტად
ბოლტონის ტვიტერის თანახმად, აშშ-ი უახლოეს ხანში, ხუან გუაიდოს თხოვნის პასუხად, კოლუმბიისა და ბრაზილიის გავლით, დაიწყებს ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნას ვენესუელაში.
გუაიდომ, რომელიც გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა მრავალმა ქვეყანამ, 2 თებერვალს მოუწოდა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების მიღება.
ნიკოლას მადუროს მთავრობამ მანამდე განაცხადა, რომ დახმარება არავისთვის უთხოვია და არ დაუშვებს მის ჩატანას. მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ვენესუელაში პროდუქტებისა და პირველადი მოთხოვნილების საქონლის მიწოდების მხრივ სერიოზული შეფერხებაა.