ტყიბულელი მეშახტეები აქციას 12 საათზე განაახლებენ
ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები დღეს, 12:00 საათისთვის ტყიბულის მერიის წინ აქციის განახლებას გეგმავენ. გუშინ, ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად ჩასული მეშახტეები შახტიდან აღარ ამოვიდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მეშახტე ხვიჩა გაბუნიამ განუცხადა, მანამდე დარჩებიან შახტში, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, შახტის მმართველი კომპანიის „საქნახშირის“ ხელმძღვანელებმა აცნობეს, რომ საწარმოო პროცესის შეწყვეტის გამო ხელფასს ვეღარ გადაუხდიან. მეშახტეებმა მთავრობას მიმართეს... Читать дальше...