Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2018

Новости за 12.03.2018

ევროკავშირმა გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა 12 მარტს მორიგი ექვსი თვით გააგრძელა 150 რუსი მაღალჩინოსნისა და პრორუსულად განწყობილი უკრაინელი სეპარატისტისთვის დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა. სავიზო შეზღუდვების გარდა, სანქციები ითვალისწინებს მათი საბანკო აქტივების გაყინვას. „შავ სიაში“ მოხვდნენ რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი, ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინი, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი და ტელეწამყვანი დმიტრი კისილიოვი. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა პირველად შემოიღო 2014 წელს... Читать дальше...

გოგა და გიორგი ჩხეიძეებმა ექვსი ოქროს მედალი მოიპოვეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2018 წლის სეზონი წარმატებით გახსნა: ირანის ქალაქ ახვაზში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი, რომელზეც გოგა და გიორგი ჩხეიძეებმა ექვსი მედალი მოიპოვეს, ექვსივე ოქროსი. გოგა ჩხეიძემ 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ მოძრაობაში - ატაცში- 130-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, აკვრა კი 170 კილოგრამით დაასრულა და ორივე მოძრაობაშიც და ორჭიდის ჯამშიც ჩემპიონი გახდა. გიორგი ჩხეიძემ მძიმე წონაში აჯობა ყველა მეტოქეს - 180 კილოგრამი აიტაცა, 220 აჰკრა და სამ ოქროს მედალს დაეუფლა. Читать дальше...

ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა ქვეყნის აღმოსავლეთში

Radiotavisupleba.ge 

ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა ქვეყნის აღმოსავლეთში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან შეტაკებისას. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 12 მარტის განცხადების თანახმად, წუხელ სეპარატისტებმა რამდენჯერმე დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. იუწყებიან, რომ მოწინააღმდეგე ყუმბარსატყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ინტენსიურ ცეცხლს უშენდა უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს. 2014 წლის აპრილიდან, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში დონბასელმა სეპარატისტებმა შეიარაღებული ამბოხი წამოიწყეს, 10 300 კაცი დაიღუპა ორმხრივ საბრძოლო შეტაკებებში. Читать дальше...



ითქვა, რომ უახლოეს დროში მოხდება ცხედრის გადმოცემა, თუმცა, ამ დრომდე არ ხერხდება… – მეუფე შიო

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი წილკანში, არცილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა. მან ცოტა ხნის წინ მედიისთვის კომენტარი გააკეთა. ”მივუსამძიმრეთ ოჯახს… გადავეცით მისი უწმინდესობის სანუგეშო სიტყვები, დალოცვა. შეშფოთებნულები ვართ, რომ ამდენი დღე გაგრძელდა ცხედრის გადმოცემის პროცესი. ოჯახს არ ეძლევა ქრისტიანულად დაკრძალვის საშუალება. ჩვენ, ასევე ვიხსენებთ ცხინვალის რეგიონს, აფხაზეთს – ამ უდიდეს ჭრილობას და […]

ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 12 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს შეადგინა 1861.9 მლნ. აშშ დოლარი, რაც 16,2%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. „საქსტატის“ ცნობითვე, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, რომლის წილი 25,9%-ია. მას მოსდევენ თურქეთი(15%), გაერთიანებული სამეფო(13,4%), ნიდერლანდები(12%), ჩეხეთი(7,2%), აშშ(4%), არაბეთის გაერთიანებული საამირო(3,4%), პანამა(2,9%) და ჩინეთი(2,8%). Читать дальше...

რუსეთ-საქართველოს ჭიდილი ჟენევაში

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივამ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატი უფრო მაღალ დონეზე წარიმართოს და თავადაც მზად არის ჩაერთოს ამ პროცესში, მხარდაჭერა პოვა „ქართული ოცნების“ გუნდის როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ფლანგზე.

სამსახურიდან გათავისუფლებულები ბრძოლას განაგრძობენ

Radiotavisupleba.ge 

დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებული ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე, რომლებმაც სასამართლოს სამივე ინსტანციის გავლის შემდეგ შეძლეს სამსახურებრივი პოზიციების აღდგენა, სამართლებრივ დავას ამჯერად პროკურატურაში აგრძელებენ.

არასრულწლოვნები, სუიციდი და „ლურჯი ვეშაპი“

Radiotavisupleba.ge 

14 წლის სანდრო სასწაულებრივად გადარჩა, 13 წლის ელენე, საუბედუროდ, ვერა. ორივე ბავშვის მშობელი დარწმუნებულია, რომ ბავშვები ინტერნეტთამაშმა აიძულა სიცოცხლე თვითმკვლელობით შეეწყვიტათ.



საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს

Radiotavisupleba.ge 

12 მარტს, ბაქოში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ, რაც მიუთითებს საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო კლიმატის არსებობასა და საქართველო-აზერბაიჯანის მაღალი დონის ურთიერთობებზე. პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს გლობალური მნიშვნელობის პროექტებიც... Читать дальше...

"სამშაბათის აბანო"

Radiotavisupleba.ge 

აბანოში, გარდა იმისა, რომ ბანაობდნენ, ერთმანეთსაც ხვდებოდნენ. შეიძლებოდა აბანოში დაეწყოთ ქეიფი და შემდეგ ორთაჭალის ბაღებში გაეგრძელებინათ ან პირიქით. ქალები და მამაკაცები ერთ აბანოში დადიოდნენ, მაგრამ სხვადასხვა დღეს.

სიკვდილი ზესტაფონის „ფეროში“

Radiotavisupleba.ge 

12 მარტს, დილით, ზესტაფონის „ფეროშენადნობთა“ ქარხნის მეოთხე საამქროს  შენობის სახურავიდან 55 წლის მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 2018 წელს ის  სამუშაო ადგილზე გარდაცვლილი მერვე ადამიანია. მუშები შენობის ძველ სახურავს ცვლიდნენ.

კალეიდოსკოპი

Radiotavisupleba.ge 

კალეიდოსკოპში რამდენიმე განსხვავებულ ფესტივალზე გიამბობთ. პირველი ჯაზის ფესტივალი საუდის არაბეთში და სიგარის ფესტივალი ჰავანაში.

ლონდონმა შესაძლოა, მოსკოვს ოფიციალურად დასდოს ბრალი რუსი მზვერავის მკვლელობის მცდელობაში

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ შესაძლოა, მოსკოვი ოფიციალურად დაადანაშაულოს რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში - ამის შესახებ გაზეთი „თაიმსი“ წერს სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება შესაძლოა, გაკეთდეს 12 მარტს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ. „თაიმსის“ წყაროს ცნობით, დიდი ბრიტანეთის პოლიციის და სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებენ... Читать дальше...

ზესტაფონის "ფერო"-ში უბედური შემთხვევა მოხდა

Radiotavisupleba.ge 

55 წლის მამაკაცი დაიღუპა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში. მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი მე-4 საამქროს სახურავიდან, დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. პროფკავშირების ცნობითვე, საამქროს თანამშრომელი ჭერს არემონტებდა. საწარმოო უბედური შემთხვევის მიზეზს პროფკავშირების ინსპექტორებიც გამოიკვლევენ.

თავდამსხმელი მოკლეს ვენაში, ირანის ელჩის რეზიდენციასთან

Radiotavisupleba.ge 

თავდასხმა მოხდა ვენაში, ირანის ელჩის რეზიდენციასთან. საინფორმაციო სააგენტოს DPA-ს ცნობით, გვიან ღამით, დანით შეიარაღებულმა 26 წლის მამაკაცმა მხარში დაჭრა ავსტრიის არმიის ჯარისკაცი, რომელიც რეზიდენციასთან მორიგეობდა. ვენის პოლიციის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურემ ინსტრუქციის თანახმად, ჯერ გამოიყენა გაზის ბალონი თუმცა, არასაკმარისი ეფექტის გამო იძულებული გახდა ცეცხლსასროლი იარაღიც გამოეყენებინა. დაჭრილი თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა. DPA-ს ცნობით, ის ავსტრიის მოქალაქე იყო. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. Читать дальше...

შინ უცხოეთში - მოცეკვავე დედა

Radiotavisupleba.ge 

მიუნხენში დაფუძნებული ქორეოგრაფი, მოცეკვავე, ქართველ და ბერძენ გოგონებს ხორუმის და განდაგანას ცეკვას ასწავლის. და დაქორწინებულია მკველვარზე, თეოლოგზე. ტევე პირველის ეთერში რადიო თავისუფლების გადაცემა პერსპექტივის რუბრიკის "შინ უცხოეთში" ავტორი, ოქროპირ რუხაძე ოპერატორ ილია სამურგანიდთან ერთად ლელა ბეჟუაშვილს ჯერ შინ ეწვნენ და შემდეგ, მუსიკის და ცეკვის აკადემიაში.

SIPRI: მსოფლიოში იარაღის გაყიდვა გაიზარდა

Radiotavisupleba.ge 

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის(SIPRI) მიერ 12 მარტს გამოქვეყნებული გამოკვლევით, 2013-2017 წლებში მსოფლიოში იარაღის გაყიდვა 10%-ით გაიზარდა 2008-2012 წლებთან შედარებით. ექსპორტიორთა ხუთეულში არიან აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია და ჩინეთი. იმპორტიორებს შორის ლიდერობენ ინდოეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საამირო. იარაღის ექსპორტის მხრივ 34%-ით პირველ ადგილზეა აშშ. მას 22%-ით მოსდევს რუსეთის ფედერაცია, თუმცა, 2008-2012 წლებთან შედარებით მისი წილი 7,1%-ითაა შემცირებული. Читать дальше...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში გაემგზავრა

Radiotavisupleba.ge 

იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ბაქოში გაიმართება გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, არტურ რასიზადესაც. მათი შეხვედრა გაგრძელდება ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკებით სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. საქართველოს დელეგაციაში არიან მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები.

ირანში ჩამოვარდა კერძო თურქული თვითმფრინავი

Radiotavisupleba.ge 

ირანის დასავლეთში კატასტროფა განიცადა კერძო, თურქულმა თვითმფრინავმა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 11-ივე ადამიანი. თურქული მედიასაშუალებეის ცნობით, Bombardier Challenger 604 მოდელის თვითმფრინავი ეკუთვნოდა ბიზნესმენ, ჰუსეინ ბასარანის კომპანიას. თურქული პრესის ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებოდნენ ბიზნესმენის ქალიშვილი და მისი მეგობრები, რომლებიც დუბაიდან სტამბოლში ბრუნდებოდნენ. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თუ უსმენს ბატონი ბიძინა გაიხსენებს, მე ვთქვი ასეთი რაღაც – გუგული მაღრაძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გუგული მაღრაძის განცხადებით, არასწორი იყო, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა მისი გაკეთებული საქმეების პიარზე, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს არ მიეწოდება ინფორმაცია ხელისუფლების მიერ გახორციელებული ამა თუ იმ რეფორმისა თუ პროექტის შესახებ. მანვე გაიხსენა პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, სადაც დააფიქსირა პოზიცია, რომ აუცილებელი იყო პიარი, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ […]

Спорт в России и мире
Москва

Искусство продвинутого анализа в спортивном прогнозировании


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв в трёх сетах обыграл Маркоса Гирона и вышел в третий круг «Мастерса» в Риме


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Удмуртия не вошла в число регионов, утвердивших планы адаптации к изменениям климата





Путин в России и мире
Москва

Президент России утвердил Основы государственной политики РФ в области исторического просвещения: комментарий экспертов Президентской академии в СЗФО


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Ждём расстрела или отравления Зеленского в ближайшее время – Макгрегор


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Игорь Бутман

Игорь Бутман об Ирине Отиевой: “Жаль, что человека нету”



Москва

Проще, чем кажется: как выбрать качественный и недорогой кофе

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net