Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2018

Новости за 20.03.2018

ლადო სადღობელაშვილი ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით დაკავებულია ორგანიზაცია “ქართული მარში”-ს წევრი ლადო სადღობელაშვილი. “2018 წლის 19 მარტს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  ქართული მარშის წევრი ლ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”– ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რომ ვარსებობ ამისთვისაც ხომ არ მოვიხადო ბოდიში? – არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას – გიორგი გაბუნიას პასუხი (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას განცხადებით, ის არ აპირებს ბოდიშის მოხდას, ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანი”-ს შესავალ სიტყვაში განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ინციდენტის დროს მის გვერდით იმყოფებოდა.

კახაბერ ქემოკლიძე: თუ დამნაშავეები გამოიკვეთებიან, აუცილებლად უნდა მიეცნენ პასუხისგებაში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ რადიო თავისუფლებას ერგნეთში განუცხადა, რომ აუცილებელია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის სიღრმისეული გამოძიება. ქემოკლიძემ, რომელიც პირადად მონაწილეობდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის პროცესში, აღნიშნა, რომ თუ დამნაშავეები გამოიკვეთებიან, აუცილებლად უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. კახაბერ ქემოკლიძემ დაადასტურა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარეს გადასცა არჩილ ტატუნაშვილის ავტომანქანაც. Читать дальше...



ბრიტანეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატები სამშობლოში ბრუნდებიან

Radiotavisupleba.ge 

ცნობების თანახმად, 20 მარტს ბრიტანეთიდან გაემგზავრა 23 რუსი დიპლომატი, რომელსაც ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით ყოფილი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ. დიპლომატებს, რომელთაც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ „ჯაშუშები“ უწოდა, ერთი კვირა ჰქონდათ მიცემული ბრიტანეთიდან წასასვლელად. ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება მიჩნეულია ევროპაში პირველ ასეთ შემთხვევად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, 20 მარტის დილას სამი ავტობუსი... Читать дальше...

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა თბილისში ჩაუტარდება

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაასვენეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება. ხოჯევანიშვილმა ერგნეთში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ცხედარი ოჯახს გადაეცემა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით... Читать дальше...

ნინო ლომჯარია: "ერთობლივი ძალისხმევის შედეგია საერთაშორისო რეზონანსი, რაც ამ საქმეს ახლავს"

Radiotavisupleba.ge 

ერგნეთში ჩავიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მან განაცხადა: „ეს არის საზოგადოების ყველა მხარის ერთსულოვნების შედეგი, იქნება ეს: საპატრიარქო, სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორი, მედია, სახალხო დამცველი, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი. ყველას ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ის საერთაშორისო რეზონანსი, რაც ამ საქმეს ახლავს. თუმცა, დაველოდოთ, რა თქმა უნდა. დადასტურებით არაფრის თქმა შემიძლია“.

სლოვაკეთში გრძელდება სამთავრობო კრიზისი

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ განაცხადა, რომ იგი არ მიიღებს მინისტრთა კაბინეტის იმ შემადგენლობას, რომელიც მას წარუდგინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა პეტერ პელეგრინიმ. გასული კვირის ბოლოს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ბრატისლავის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე. მასობრივი აქციები მოჰყვა გამომძიებელი ჟურნალისტის იან კუციაკისა და მისი საცოლის, მარტინა კუსნიროვას მკვლელობას. ისინი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 27 თებერვალს სახლში დახოცეს. Читать дальше...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ვლადიმირ პუტინს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს. ტრამპის თქმით, მას სურს „არც თუ შორეულ მომავალში“ შეხვდეს პუტინს გამალებულ შეიარაღებაზე, უკრაინაზე, სირიასა და ჩრდილოეთ კორეაზე სასაუბროდ. ტრამპის განცხადებაზე ეს ცნობა ცოტა ხანში მოჰყვა თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი 20 მარტს, ანუ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორ დღეში ტელეფონით ესაუბრა პუტინს. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ მოუყვანიათ საუბრის დეტალები მაშინ... Читать дальше...



ამერიკელი სარდალი ავღანეთში ჩავიდა საერთაშორისო ოპერაციის გააქტიურების მიზნით

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის არმიის შტაბის უფროსთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი ჯოზეფ დანფორდი 19 მარტს ჩავიდა ავღანეთში, სადაც გაეცნობა საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის მსვლელობას. ამერიკის უმაღლესი სამხედრო პირის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე ავღანეთში იმყოფებოდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯეიმს მატისი. ვაშინგტონმა გადაწყვიტა განაახლოს ძალისხმევა თალიბანის მონაწილეობით სამშვიდობო პროცესის განახლების მიმართულებით. თუმცა ამ სამშვიდობო მისიის პარალელურად, აშშ-ი აძლიერებს ავღანეთის არმიის დახმარებას, თალიბანისა და სხვა... Читать дальше...

მოლდავეთში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა მოლდავეთის დედაქალაქ კიშინოვის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად. ხელყუმბარა გახსნა კაცმა, რომელმაც რამდენიმე კოლოფი სიგარეტი იყიდა და ფული არ გადაიხადა. პოლიციის ცნობით, მაღაზიის გამყიდველმა უცნობს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც შეიარაღებულმა პირმა ხელყუმბარა შესასვლელთან დააგდო. იგი აფეთქების შედეგად დაიღუპა. აფეთქებას ემსხვერპლა ერთი გამვლელიც, ხოლო ორი - დაიჭრა. პოლიცია არკვევს აფეთქება მოხდა განზრახ, თუ ეს იყო გაუფრთხილებელი ქმედება.

ვაშინგტონი: ტრამპმა და პუტინმა 20 მარტს ტელეფონით ისაუბრეს

Radiotavisupleba.ge 

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 20 მარტს ტელეფონით ესაუბრა რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს. საუბარი შედგა ორ დღეში მას შემდეგ, რაც პუტინმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ მოუყვანიათ საუბრის დეტალები მაშინ, როცა კრემლი აცხადებს, რომ ტრამპმა პუტინს მიულოცა პრეზიდენტად მორიგი ვადით არჩევა. ასევე კრემლის თანახმად, საუბრის მსვლელობაში ორმა ლიდერმა გამოთქვა ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების ინტერესი და აღნიშნა,... Читать дальше...

ქსენია სობჩაკმა პუტინს გადასცა პოლიტპატიმრებად მიჩნეული 16 ადამიანის სია

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადასცა იმ 16 ადამიანის სია, რომლებიც სობჩაკს პოლიტპატიმრებად მიაჩნია. ლატვიაში დაფუძნებულ რუსულენოვან გამოცემა „მედუზის“ ცნობით, ამის შესახებ იუწყება სობჩაკთან დაახლოებული პირი, მარინა ლიტვინოვიჩი. სიაში შესულებს შორის არიან ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი, ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული უკრაინელი აქტივისტები ოლეგ სენცოვი და ალექსანდრ კოლჩენკო, ტომსკელი ბლოგერი ვადიმ ტიუმენცევი და... Читать дальше...

გენდერული კვოტირების მხარდაჭერა – ისტორიული შანსი პარლამენტისთვის

Radiotavisupleba.ge 

იმერეთის მხარეში მომუშავე 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქუთაისში, დემოკრატიის სკოლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოაქვეყნეს სპეციალური განცხადება და საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართეს მოწოდებით, მხარი დაუჭირონ გენდერული კვოტის შემოღებასა და საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.

ევროკავშირის ლიდერები მოითხოვენ უსაფრთხოების სფეროში კომუნიკაციის გაუმჯობესებას სკრიპალის მოწამვლის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ლიდერები საგარეოპოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის მიმართავენ მოწოდებით, გაუმჯობესდეს ბლოკის 28 წევრ ქვეყანას შორის სტრატეგიული კომუნიკაცია, კონტრდაზვერვა და კიბერთავდაცვა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში გამოყენებულ იქნა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ყოფილ რუს ჯაშუშზე, სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე თავდასხმისათვის. ბლოკის ლიდერები თანხმდებიან, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ იარაღებთან დაკავშირებული საფრთხეების წინაშე... Читать дальше...

ცხინვალი ადასტურებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის თბილისისთვის გადაცემის განზრახვას

Radiotavisupleba.ge 

ოსური საინფორმაციო სააგენტო „რესი“ დე ფაქტო ხელისუფლების გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცხინვალი დღეს გადასცემს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოს ხელისუფლებას. თბილისი ცხინვალისგან მიიღებს აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებსაც. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალის საავადმყოფოში „წითელ ჯვარს“ გადაეცემა. ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას გადასცემს აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილი თავის დროზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევიდა.

სომხეთში 10,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ჟირაირ სეფილიანს

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში სასამართლომ 10,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მოძრაობა „დამფუძნებელი პარლამენტის“ ლიდერ ჟირაირ სეფილიანს, რომელიც დამნაშავედ ცნო მასობრივი არეულობის დაგეგმვაში. მისთვის წაყენებულ ბრალდებებს შორის არის პოლიციისათვის შიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა ერევანში სტრატეგიული მნიშვნელობის შენობებზე კონტროლის დასამყარებლად. სეფილიანი და მისი ექვსი მხარდამჭერი 2016 წლის 20 ივნისს დააკავეს. სასამართლომ დამნაშავედ ცნო დანარჩენი ექვსი დაკავებულიც... Читать дальше...

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ერგნეთის საგუშაგოსთან იკრიბებიან

Radiotavisupleba.ge 

ერგნეთი საგუშაგოსთან მოძრაობა გააქტიურდა. ადგილზე ჩავიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კახაბერ ქემოკლიძე. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ერგნეთში იმყოფება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი. ადგილზე ელოდებიან "წითელ ჯვარსაც".

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაასვენეს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარეს ერგნეთში გადასცა 22 თებერვალს, საეჭვო გარემოებებში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავეს დაბა ახალგორში. 23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი... Читать дальше...

პუტინი და ბრიტანეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატები

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტს არ დაუგეგმავს შეხვედრა 23 რუს დიპლომატთან, რომლებიც ბრიტანეთიდან გააძევეს ამ ქვეყანაში ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის, მოწამვლის შემდეგ. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა 20 მარტს, როცა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონში რუსეთის საელჩოდან გაემგზავრა სამი ავტობუსი დიპლომატიური ნომრებით.


Музыкальные новости
Михаил Кутушов

Токсиколог Кутушов рассказал почему возникает похмелье





Персональные новости
Apple

Вывод Песни, Альбома, Клипа в ТОП Музыкальных Чартов – iTunes, Apple Music, Youtube Music, Яндекс.Музыка, ВК и Boom, Spotify.





ქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქეა დაკავებული – ინფორმაციას საგარეო უწყებაში ადასტურებენ

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქეა დაკავებული. ისინი ქართული მხარისგან დახმარებას ითხოვენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. „საკონსულომ შეიტყო აღნიშნული შემთხვევის შესახებ. მიმდინარეობს დეტალების გარკვევა. საკონსულო მუშაობს როგორც ქუვეითურ მხრესთან, ასევე კავშირზეა მოქალაქეების ოჯახის წევრებთან“, – აცხადებენ სამინისტროში.

ვინ შეაჩერებს „ძალოვანთა“ განუკითხაობას ცხინვალში?

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის რეგიონში მწვავე პრობლემად რჩება ე.წ. ძალოვან უწყებათა განუკითხაობა, რასაც სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც აღიარებს.

ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთში რუსეთზე ნაკლებად არ უხარიათ არჩევნებში პუტინის გამარჯვება

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტად ხელახალი ვადით არჩეულ ვლადიმირ პუტინს. სააგენტო „რესი“ ბიბილოვის პრესმდივანზე, დინა გასიევაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბიბილოვმა პუტინს მიულოცა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება და აცნობა, რომ მას სამხრეთ ოსეთში მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 92,8%-მა, წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით კი აქტივობა 20%-ით მეტი იყო. ბიბილოვის განცხადებით, ეს ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხი სრულად უჭერს მხარს ვლადიმირ პუტინს... Читать дальше...

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, სავარაუდოდ, უახლოეს დროში მოხდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ წითელი ჯვრის ჩართულობით, სავარაუდოდ, უახლოეს დროში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადასვენება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

„მშვიდობით, იარაღო“ აფხაზურად

Radiotavisupleba.ge 

ბოლო დროს აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში მომხდარმა გახმაურებულმა მკვლელობებმა საფუძველი დაუდო კამათს ცეცხლსასროლი იარაღის მიმოქცევის რეგულირების თაობაზე.

Спорт в России и мире
Москва

РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Вторая ракетка Казахстана опустилась в чемпионской гонке WTA


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

При каких обстоятельствах может затопить Петербург и Москву? Отвечает гидролог





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время в пути от Москвы до курортов Черного моря


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко пообещал потенциальным агрессорам ответ всеми видами оружия




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Денис Мацуев

Денис Мацуев: желаю «Спартаку» и ЦСКА показать в дерби искромётный футбол



Москва

Актриса Машкова заявила, что не будет инициировать встречу с отцом Владимиром Машковым

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net