Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2018

Новости за 25.03.2018

37-მდე გაიზარდა ხანძრის მსხვერპლი კემეროვოში

Radiotavisupleba.ge 

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით 37-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი რუსეთის ქალაქ კემეროვოს მთავარ სავაჭრო ცენტრში. დაღუპულთა გვამები მაშველებმა აღმოაჩინეს კინოთეატრში შენობის მეოთხე სართულზე, ხანძრის ძირითადი კერის ლიკვიდაციის პროცესში, რაც მრავალი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. იუწყებიან, რომ ახლობლები ეძებენ 60 ადამიანს , რომლებიც ხანძრის გაჩენამდე იმყოფებოდნენ სავაჭრო ცენტრ "ოსენნაია ვიშნიაში". მათ შორის რამდენიმე ათეული,  2-13 წლამდე ასაკის ბავშვია. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.

"შინ - უცხოეთში" - მუსიკისა და ცეკვის სკოლების დამაარსებელი

Radiotavisupleba.ge 

ინგოლშტადტში ბევრი ქართველი მუსიკოსი ცხოვრობს. ერთმა მათგანმა, ქართველ მუსიკოსთა ტრადიციული ოჯახის შვილმა, გიორგი ისაკაძემ, რამდენიმე სკოლა დააარსა.

კალეიდოსკოპი

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოში გადაშენების საფრთხის წინაშეა ამჟამად ცხოველთა 3 000-ზე მეტი სახეობა.



ნიკოს რუბრიკა

Radiotavisupleba.ge 

ნიკო ნერგაძის რუბრიკა დღეს ჯაშუშებს ეთმობა - უფრო ზუსტად, ყველა დროის საუკეთესო ჯაშუშურ რომანებს.

ხუთამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი კემეროვოში

Radiotavisupleba.ge 

ხუთამდე გაიზარდა რუსეთის ქალაქ კემეროვოს მთავარ სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ოფიციალური ცნობით, დაღუპულთა შორის სამი ქალი,  ერთი ბავშვი და ერთი მამაკაცია. მანამდე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით„ინტერფაქსმა" გაავრცელა ინფორმაცია სამი ბავშვის დაღუპვის შესახებ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით ჰოსპიტალიზებულია 30 კაცი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება.

გია ჯანდიერი - ეკონომისტი

Radiotavisupleba.ge 

კვირა, 18 მარტი ეს დილა იმით დაიწყო, რომ გიას დავურეკე: არ დაგავიწყდეს, ლისის ტბაზე მივდივართ-მეთქი. მე და გია, ჩემი ძალიან ძველი მეგობარი და ყოფილი კოლეგა, ლისის ტბის ვეტერანები ვართ. იქ იმ დროს ავდიოდით, ჯერ რომ გაწმენდილიც არ იყო და არც ბეტონის ბილიკი იყო დაგებული. ვფიქრობთ, ჩვენიწვლილიცაა იმაში, რომ ლისის ტბაზე მოთხოვნილება გაიზარდა და ვიღაცებმა მისი მოვლა-პატრონობახელსაყრელად მიიჩნიეს. ლისის ტბას ჯანმრთელობისთვის ვიყენებთ - ერთ ჯერზე რვა ან მეტ კილომეტრს გავდივართ (ხანდახან დავრბივართ კიდეც). Читать дальше...

კიშინიოვში გაიმართა რუმინეთისა და მოლდავეთის გაერთიანების მომხრეთა აქცია

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთისა და მოლდოვეთის გაერთიანების ათასობით მომხრე გამოვიდა კვირას კიშინიოვის ქუჩებში. აქცია ორგანიზებული იყო რუმინელი და მოლდაველი იუნიონისტების, ასევე დიასპორის წარმომადგენლების მიერ. 1918 წლის 27 მარტს ბესარაბიის რეგიონმა, რომელიც დიდწილად შეესაბამება დღევანდელ მოლდავეთს, გამოაცხადა გაერთიანება რუმინეთთან. ეს კავშირი გრძელდებოდა 1940 წლამდე. ეთნიკური მოლდაველები და რუმინელები ერთ ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ორი ქვეყნის გაერთიანების იდეას ეწინააღმდეგება მოლდავეთის პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც... Читать дальше...

ირაკლი კობახიძემ რუსეთი ადამიანების გატაცებაში დაადანაშაულა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს, იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსის" თანახმად კობახიძე სიტყვით გამოვიდა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაზე.  რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის უახლეს შემთხვევად საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დაასახელა არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, რომელიც ცხინვალში დააკავეს და წამების შედეგად გარდაიცვალა.



საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კახეთს თავისი აეროპორტი სჭირდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა კახეთის სოფელ ახაშენში, სადაც 25 მარტს სასტუმრო "ახაშენი - ღვინის კომპლექსი" გახსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთის და თუშეთის ტურისტულ პოტენციალზე გამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ააღორძინოს კახეთის რკინიგზა, რომლის ინფრასტრუქტურაც 90-იანი წლების შემდეგ საგრძნობლად არის დაზიანებული.

"პერსპექტივა" (No 16) – 25.03.18

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით, 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

აშშ-ში უარი თქვეს საბჭოთა მფრინავების ძეგლის დადგმაზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ების ქალაქ ელიზაბეტ-სიტის ხელმძღვანელობამ უარი თქვა გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებდა იქ დაღუპული საბჭოთა სამხედროების ძეგლის დადგმას. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ამ ქალაქში რამდენიმე რუსი მფრინავი დაიღუპა იმ დროს, როდესაც მონაწილეობდნენ ზესაიდმულო პროექტში სახელწოდებით „ზებრა“. ძეგლის მშენებლობის იდეა ეკუთვნოდა ერთობლივ რუსულ-ამერიკულ კომისიას, რომელიც სამხედრო ტყეებისა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა საქმეებზე მუშაობს. მაგრამ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების ბოლოდროინდელი მკვეთრი გაუარესების პირობებში ქალაქ ელიზაბეტ-სიტის საბჭომ... Читать дальше...

საქართველოში პატიმრობა შეეფარდა ორ ბრალდებულს სასტუმრო „ლეოგრანდის“ ხანძრის საქმეზე

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე ბრალდებულ ორ პირს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარე, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე სასამართლოს 20-20 ათასი ლარს სთავაზობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. გასული წლის 24 ნოემბერს სასტუმროში გაჩენილიხანძრის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, მათგან ათი საქართველოს, ერთი კი ირანის მოქალაქე. Читать дальше...

იქცევა თუ არა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ახალ მაგნიტსკის აქტად

Radiotavisupleba.ge 

ბოლო დღეებში მთელი საქართველო მოიცვა არჩილ ტატუნაშვილის ამბავმა. ყოფილი ჯარისკაცის სიკვდილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრიტიკულად აუცილებელი გახადა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ რუსეთიდან მომავალ პროვოკაციებს.

ირინა ლაგუნინა: მაგნიტსკის აქტის სანქციები მტკივნეულია რუსეთისათვის

Radiotavisupleba.ge 

სავარაუდოდ, ივნისში გახდება ცნობილი, თუ რამდენი რუსი მაღალჩინოსანი ან სოხუმის თუ ცხინვალის რეჟიმის რამდენი წარმომადგენელი მოხვდება ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიაში. აშშ-ის მიერ შემუშავებულ მაგნიტსკის სიაში კი 34 რუსი მაღალჩინოსანია და ეს სია ყოველწლიურად ფართოვდება.

4 ბავშვი დაიღუპა ხანძრის შედეგად რუსეთის ქალაქ კემეროვოში

Radiotavisupleba.ge 

ოთხი ბავშვი დაიღუპა და დაახლოებით 9 კაცი დაშავდა ხანძრის შედეგად რუსეთის ქალაქ კემეროვის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში. რუსეთის საინფორმაციო საშულებების ცნობით, ბავშვები დაიღუპნენ კვამლით მოწამვლის გამო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული სახანძრო ბრიგადები. ცეცხლი მოედო სავაჭრო ცენტრის 1500 კვადრატულ მეტრ ფართობს, სადაც მდებარეობს საბავშვო ატრაქციონები და კინოთეატრი.

ხორვატიაში გაიმართა მსვლელობა გენდერული ხელშეკრულების წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

ათასობით ხორვატი გამოვიდა 24 მარტს ქვეყნის დედაქალაქ ზაგრებში იმ საერთაშორისო ხელშეკრულების წინააღმდეგ, რომელიც ქალთა უფლებების დასაცავად ევროკავშირმა მიიღო „სტამბული კონვენციის“ სახელით. აღნიშნული ხელშეკრულება გასულ კვირაში დაამტკიცა ხორვატიის მთავრობამ, მაგრამ ჯერჯერობით არ არის რატიფიცირებული პარლამენტის მიერ. შაბათის საპროტესტო აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ შეთანხმებით დაკანონდება ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება, რაც ეწინააღმდეგება ეროვნულ ტრადიციებს. იმავე დღეს ხორვატიაში მსვლელობა მოაწყვეს ქალთა უფლებების დამცველებმა. Читать дальше...

ქაბულში აფეთქება მოხდა საპროტესტო ბანაკთან

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა ქაბულში საპროტესტო ბანაკთან ბომბის აფეთქების დროს. მჯდომარე საპროტესტო აქცია მარტის დასაწყისში პაკისტანელი პუშტუნების გამოსვლების მხარდასაჭერად დაიწყო. პუშტუნები ისლამაბადს ადანაშაულებენ პოლიციის მხრიდან მოწყობილი რეიდების დროს უდანაშაულო ადამიანების დახოცვისათვის. ისლამაბადში პროტესტი მოჰყვა იანვრის ბოლოს 27 წლის ნაყებულა მეჰსუდის მოკვლას პაკისტანის პოლიციის მიერ „ტერორისტების ადგილსამყოფლის“ ძებნის პროცესში. პოლიცია აცხადებს, რომ მეჰსუდი პაკისტანის თალიბანის წევრი იყო... Читать дальше...

გერმანიის პოლიციამ დააკავა კატალონიის დევნილი ლიდერი, კარლეს პუჩდემონი

Radiotavisupleba.ge 

დევნილობაში მყოფი კატალონიის ყოფილი ლიდერის ადვოკატის ცნობით, გერმანიის პოლიციამ დააკავა კარელს პუჩდემონი. ამის შესახებ ტვიტერის საშუალებით გაავრცელა ცნობა ჟაუმე ალონზო-კუევილასმა, რომლის თანახმად კარლეს პუჩდემონი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც დანიის საზღვარი გადალახა და გერმანიაში შევიდა. კატალონიის ყოფილი ლიდერი და მისი ადვოკატი ბრუნდებოდნენ ბელგიაში, სადაც ისინი გასული წლის ოქტომბრიდან იმყოფებიან მას შემდეგ, რაც ესპანეთი დატოვეს დაპატიმრების საფრთხის გამო. კატალონიის არაკანონიერი რეფერენდუმის... Читать дальше...

მინსკში ათობით აქტივისტი დააკავეს არასანქცირებულ მსვლელობაში მონაწილეობის გამო

Radiotavisupleba.ge 

მინსკში ათობით სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს იმ დროს, როდესაც ისინი შეიკრიბნენ ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესასწაულის მეასე წლისთავისადმი მიძღვნილი „თავისუფლების დღის“ აღსანიშნავად. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით მილიციაში გადაყვანილია 70 კაცი. ისინი ემზადებოდნენ არასანქცირებული მსვლელობისათვის, რომლის ინიციატორიც იყო ოპოზიციონერი ნიკოლაი სტატკევიჩი. სხვებთან ერთად ისიც მილიციაში იმყოფება.ბელორუსის ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები ყოველწლიურად აღნიშნავენ „თავისუფლების დღეს“... Читать дальше...


Музыкальные новости
PRomoPulse

Продвижение новой музыки и ваших хитов на радио и в интернете





Персональные новости
Шапка

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)





თბილისში ოკუპაციის მსხვერპლთა პარკი მოეწყობა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის რაიონ ზემო ფონიჭალაში ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი მოეწყობა. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის თბილისი მერ კახი კალაძეს, რომლის თქმით გამოცხადდება ასევე კონკურსი ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზის შექმნაზე. „ ჩვენ გუშინ დავკრძალეთ ჩვენი გმირი, არჩილ ტატუნაშვილი, შესაბამისად, ამ ადამიანებს სჭირდებათ დაფასება. ამიტომ, ვთავაზობ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩაერთოს ჩვენთან ერთად, რომ ამ ადამიანების სახელი იყოს უკვდავყოფილი”, - განაცხადა კახა კალაძემ. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით... Читать дальше...

თურქმენეთში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები

Radiotavisupleba.ge 

25 მარტს მოსახლეობა ირჩევს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ბუნებრივი აირით მდიდრ თურქმენეთში, რომელსაც მართვას ავტორიტარი ლიდერი გურბანგული ბერდიმუხამედოვი. არჩევნებში მონაწილეობს სამი პარტია და რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი, რომლებიც პრეზიდენტის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი. ერთ-ერთია ბერდიმუხამედოვის 36 წლის შვილი, რომელსაც ბევრი მიმომხილველი პრეზიდენტის მემკვიდრეობას უწინასწარმეტყველებს. პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების თვალსაზრისით, იანვარში ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ თურქმენეთი... Читать дальше...

დასავლეთ ავღანეთში მეჩეთთან აფეთქება მოხდა

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის პოლიციის ცნობით სულ მცირე ერთი კაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა შიიტური მეჩეთის გარეთ მომხდარი აფეთქების დროს ჰერათის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში. ადგილობრივი პოლიციის ცნობით ნაბი აკმარის მეჩეთთან 25 მარტს შუა ლოცვის დროს მოხდა სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი თავდასხმა. დაჭრილები სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. თავდასხმაზე პირველ წუთებში პასუხისმგებლობა არავის აუღია. ჰერათში აფეთქების ფონია 21 მარტს ქაბულში ასევ შიიტური მეჩეთის შესასვლელთან მომხდარი ტერაქტი, რომლის დროსაც 33 კაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა. Читать дальше...

ქრისტიან ლინდნერმანი NATO-ს შეიარაღებისკენ მოუწოდებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter გერმანელი ლიბერალების ლიდერი NATO-სშეიარაღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან ლინდნერმა გაზეთ Welt am Sonntag – თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, რომელშიც ის ახალი შეიარაღების შესახებ საუბრობდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც უნდა იყოს მზად საკუთარი არსენალის მოდერნიზაციისა და გაზრდისთვის. ლინდნერიმიიჩნევს, რომ მხოლოდ NATO-ს მტკიცე პასუხი შეაცვლევინებს პუტინს პოზიციას. „გერმანიამ აღარ უნდა მოითხოვოს ამერიკული ბირთვული... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

На стадионе в Москве, таджики и узбеки, проигравшие русским футболистам со счетом 13:0 устроили массовую драку с нашими ребятами


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Полина Михайлова

Россиянка Михайлова стала чемпионкой Франции по настольному теннису


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Москве заметили первый в России электромобиль Tesla Cybertruck





Путин в России и мире
Москва

Собянин: к 2030 году на долю Москвы придется 35–40% туристов в России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о желании построить в Белоруссии вторую АЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Григорий Лепс

«Я не джентльмен»: Лепс вновь объяснился за инцидент с телефоном фанатки



Москва

III Московский джазовый фестиваль станет одним из самых масштабных и значимых музыкальных событий года

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net