აშშ-ში უარი თქვეს საბჭოთა მფრინავების ძეგლის დადგმაზე
აშშ-ების ქალაქ ელიზაბეტ-სიტის ხელმძღვანელობამ უარი თქვა გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებდა იქ დაღუპული საბჭოთა სამხედროების ძეგლის დადგმას. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ამ ქალაქში რამდენიმე რუსი მფრინავი დაიღუპა იმ დროს, როდესაც მონაწილეობდნენ ზესაიდმულო პროექტში სახელწოდებით „ზებრა“. ძეგლის მშენებლობის იდეა ეკუთვნოდა ერთობლივ რუსულ-ამერიკულ კომისიას, რომელიც სამხედრო ტყეებისა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა საქმეებზე მუშაობს. მაგრამ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების ბოლოდროინდელი მკვეთრი გაუარესების პირობებში ქალაქ ელიზაბეტ-სიტის საბჭომ, 5 ხმით 3-ის წინააღდეგ, დაადგინა, რომ აღარ მოაწერს ხელს რუსეთის მხარესთან ურთიერთგაგებების მემორანდუმს. სწორედ სავარაუდო ძეგლის ადგილზე დაიღუპა საბჭოთა ჰიდროთვითმფრინავი, რომელშიც ოთხი საბჭოთა და ერთი კანადელი მფრინავი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ღამის რეისს ასრულებდნენ გერმანიის წყალქვეშა გემების აღმოჩენისა და განადგურების მიზნით.