საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კახეთს თავისი აეროპორტი სჭირდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა კახეთის სოფელ ახაშენში, სადაც 25 მარტს სასტუმრო "ახაშენი - ღვინის კომპლექსი" გახსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთის და თუშეთის ტურისტულ პოტენციალზე გამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ააღორძინოს კახეთის რკინიგზა, რომლის ინფრასტრუქტურაც 90-იანი წლების შემდეგ საგრძნობლად არის დაზიანებული.