ამერიკელი სარდალი ავღანეთში ჩავიდა საერთაშორისო ოპერაციის გააქტიურების მიზნით
აშშ-ის არმიის შტაბის უფროსთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი ჯოზეფ დანფორდი 19 მარტს ჩავიდა ავღანეთში, სადაც გაეცნობა საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის მსვლელობას. ამერიკის უმაღლესი სამხედრო პირის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე ავღანეთში იმყოფებოდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯეიმს მატისი. ვაშინგტონმა გადაწყვიტა განაახლოს ძალისხმევა თალიბანის მონაწილეობით სამშვიდობო პროცესის განახლების მიმართულებით. თუმცა ამ სამშვიდობო მისიის პარალელურად, აშშ-ი აძლიერებს ავღანეთის არმიის დახმარებას, თალიბანისა და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესის მისაღწევად. გენერალი ჯოზეფ დანფორდი აცხადებს, რომ მას სურს განსაზღვროს ის ამოცანები, რამაც უახლოეს თვეებში აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციის წარმატება უნდა უზრუნველყოს.