საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში გაემგზავრა
იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ბაქოში გაიმართება გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, არტურ რასიზადესაც. მათი შეხვედრა გაგრძელდება ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკებით სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. საქართველოს დელეგაციაში არიან მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები.