დავით უსუფაშვილი იარაღების სამალავების საქმეზე ხელისუფლებას აკრიტიკებს
დავით უსუფაშვილმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარე გაოგნებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებით. დავით უსუფაშვილმა მის რეაქციაზე კურიერის პირდაპირ ეთერში განმარტებები გააკეთა.
„ჩემი რეაქცია, პირველ რიგში, გამოიწვია იმ ფორმატმა, როგორც მოგვეწოდა ინფორმაცია, ის პირველი განცხადება, რაც გავრცელდა, ჩემი აზრით შოკისმომგვრელი იყო. ერთი მხრივ, იარაღის რაოდენობის აღმოჩენის ფაქტია გამაოგნებელი, მაგრამ ამაზე უფრო სერიოზული და დასაფიქრებელია, როდის და როგორ კეთდება ასეთი თემების საზოგადოებისთვის მიწოდება. შს მინისტრმა გვითხრა ეს იარაღი სამალავებში ჩადებული იყო 2009-2011 წლებში და მათი ამოღება სხვადასხვა დროს ხდებოდა. სხვადასხვა დროს ამოღებული იარაღები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გახდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, თან გვეუბნებიან არჩევნები არაფერშუაშია. გამაოგნა იმან, რომ ასე უდიერად ვეპყრობით ადამინებს,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლებაში მოსასვლელად მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა ვითარების გამწვავებაზე ფიქრობდეს. უსუფაშვილს ჰგონია, რომ ხელისუფლებას ეს უხარია და ამომრჩევლის დაზაფვრას ცდილობს.
დავით უსუფაშვილმა გიორგი პაპუაშვილის ვადის ამოწურვასა და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა.