„ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი საზოგადოებაში, რომ შესაძლოა სახელმწიფო იდგეს ამის უკან“ - ლევან ნატროშვილი ფარულ ჩანაწერებზე
„ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი საზოგადოებაში, რომ შესაძლოა სახელმწიფო იდგეს ამის უკან ,“ - არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს.
„ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი საზოგადოებაში, რომ შესაძლოა სახელმწიფო იდგეს ამის უკან და შესაბამისად ის ავრცელებდეს სხვადასხვა ვებ გვერდის საშუალებით ამ ჩანაწერებს, აქ მნიშვნელოვანია, რო ეს ეჭვი რომ გაქარწყლდეს, სწრაფად იყოს გამოძიებული ეს შემთხვევები და დადგინდეს თუ ვინ გადაიღო და ჩაიწერა ეს კონკრეტული კადრები თუ სატელეფონო საუბარი," - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში იუსტიციის სამინისტროში. უწყებები, პარტიები და მესამე სექტორი საარჩევნო საკითხებზე მსჯელობენ.
ავტორი: ნატა მახვილაძე