ბიძინა ივანიშვილი იყო გირჩის დამფინანსებელი - პაატა ბურჭულაძე
"ბიძინა ივანიშვილი იყო გირჩის დამფინანსებელი", - ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო-ხალხისთვის ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა და ბლოკიდან გირჩის გაშვების მიზეზად სწორედ ეს ფაქტორი დაასახელა.
„დღეს გაირკვა, თუ ვინ არის დამფინანსებელი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამფინანსებელი. ჩვენ სულ უკაპიკოდ რომ დავრჩეთ, გვირჩევნია, ვიყოთ დამოუკიდებლები. მე ამ თანხას ვერ მივიღებ. მაშინ მე უნდა გავხდე ისეთი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. მე არავის სატელიტი არ ვიქნები, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძე აცხადებს, რომ გირჩის ბლოკში გაწევრიანების გამო ბლოკი მხოლოდ მერაბ მეტრეველმა დატოვა, ხოლო დანარჩენებზე ბურჭულაძე ამბობს, რომ "ისინი ამპარტავნობის გამო წავიდნენ".
ამასთნ, მან არ ისურვა იმის დაკონკრეტება, თუ დღეს საიდან და ვისგან გაარკვია გირჩის დაფინანსების საკითხი.