დაპირისპირება ფლავისმანში - ნაციონალური მოძრაობა ინციდენტში ქართულ ოცნებას ადანაშაულებს
დაპირისპირება გორში - სოფელ ფლავისმანში ვითარება ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო აგიტაციის დროს დაიძაბა, როდესაც ოპოზიციას პლაკატების გაკვრის საშუალება არ მისცეს.
მომხდარში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
ფლავისმანის ინციდენტში მონაწილე პირთა ვინაობა ნაციონალურ მოძრაობაში დაასახელეს.
ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული მასალის მიუხედავად, ქართული ოცნება ფლავისმანში მომხდარ ინციდენტში მათი კოორდინატორებისა და საჯარო მოხელეების მონაწილეობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
ფლავისმანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესწავლა დაიწყო.
ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, იზო ჩუბინიძე.