არასამთავრობოების კვლევა - მესამე სექტორს პარტიების საარჩევნო პროგრამების მიმართ შენიშვნები აქვთ
არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების მიმართ შენიშვნები აქვთ. განათლების თემაზე მომუშავე ორგანიზაციები განმარტავენ, რომ განათლების საკითხებს პარტიების გეგმებში არასათანადო ადგილი უჭირავთ.
საარჩევნო პროგრამები 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა. მათი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უმაღლეს განათლებას პარტიების სტრატეგიაში ყველაზე მცირე ადგილი უკავია.
არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები დღეს თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიაში უარყვეს, მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ კვლევა არასრულყოფილად ჩატარდა.
12 არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას არ ეთანხმებიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. პარტიაში უკვე დეტალურად იციან, რა თანხა უნდა დაიხარჯოს არჩევნების შემდეგ განათლების სფეროში.
შენიშვნებს არც ალასანიას თანაგუნდელები იზიარებენ, თუმცა დღეს პარტიაში ვერ დაასახელეს კონკრეტული ციფრი, რა თანხა დაიხარჯება ყველა იმ დაპირების შესასრულებლად, რომელიც განათლების მიმართულებით საარჩევნო პროგრამაშია წარმოდგენილი.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი