Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2021

Новости за 10.01.2021

ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ნაციონალისტმა კანდიდატმა გაიმარჯვა

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზმა ნაციონალისტმა პოლიტიკოსმა, სადირ ჟაპაროვმა,  გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებზე ყირგიზეთში 10 იანვარს და თავისი ძალაუფლება განამტკიცა სამ თვეში მას მერე, რაც სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამბოხმა ქვეყანაში ქაოსი გამოიწვია. ამ ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ  ჟაპაროვს 79,3 პროცენტი მიემხრო. პარალელურად ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, ყირგიზეთის 6,5 მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საპრეზიდენტო მმართველობას, რომელიც ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს ჟაპაროვს. Читать дальше...

პრაღის ცენტრში საკარანტინო ზომების მოწინააღმდეგეთა მასობრივი თავყრილობა გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავყრილობა. აქციაზე, რომელიც არსებული შეზღუდვებს დარღვევით მოეწყო, მონაწილეებს არ ეკეთათ ნიღბები და არ იცავდნენ დისტანციას, თუმცა პოლიციას არ დაუშლია. ცნობით, აქციას ორი ათასი ადამიანი ესწრებოდა. აქციას მხარი დაუჭირეს მომსახურების სფეროს მუშაკებმა და კულტურის იმ დაწესებულებების თანამშრომლებმა, რომლებიც 27 დეკემბრის მერე განმეორებით შემოღებული „ლოკდაუნის“ გამო დახურულია. Читать дальше...

ბელარუსში მეექვსე თვეა ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება, ლუკაშენკა  ცვლილებებზე ბუნდოვან დაპირებებს იძლევა

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტანა ციხანოუსკაიამ 10 იანვარს უარყო ალექსანდრ ლუკაშენკას განმეორებითი დაპირება წლის ბოლოსთვის ახალი კონსტიტუციის წარმოდგენის და ამაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. „მხოლოდ ერთი კონსტიტუცია შეიძლება მივიღოთ ბელარუსში, ხალხის კონსტიტუცია. ხალხმა უნდა დაწეროს ის და იმსჯელოს მასზე. ადამიანს, რომელიც ბელარუსების მიმართ ტერორის გზას დაადგა, არაფერი აქვს საერთო ქვეყნის მთავარ კანონთან, თქვა ციხანოუსკაიამ, რომელმაც ტელეგრამით გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ ბელარუსებს აღარ სჯერათ ლუკაშენკას დაპირებებისა. Читать дальше...



თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში „ასტრა ზენეკას“ და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანა განიხილება

Radiotavisupleba.ge 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ განიხილება საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანა - „ასტრა ზენეკასი“ და კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის. „ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია“, - უთხრა ცერცვაძემ „ფორმულას“. მისი შეფასებით, ჩინურ ვაქცინას ნდობის მაღალი ხარისხი აქვს თუნდაც იმიტომ, რომ ინფექცია თავიდან სწორედ იქ გაჩნდა. „ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება“... Читать дальше...

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მხოლოდ ვითარების დეტალური შესწავლის შემდეგ შეიძლება. „ჯერ ნუ ვიჩქარებთ, ამ კვირაში იქნება საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე სხდომა, სადაც ყველა ეს საკითხი დეტალურად განიხილება, გაანალიზდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ასევე ის პროგრესი, რასაც მივაღწიეთ შემზღუდველი ღონისძიებებით ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული დეკემბრის 24-მდე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი შეფასებით... Читать дальше...

მოსკოვში 11 იანვარს აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან  

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში 11 იანვარს სამმხრივი მოლაპარაკება გაიმართება რუსეთის პრეზიდენტს, აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის. კრემლის პრესსამსახურის განცხადებას ეყრდნობა ცნობა, რომელიც გაავრცელა გამოცემა „უკრაინსკაია პრავდამ“. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა იმართება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინიციატივით. „განიხილება აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერების, 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების განხორციელება მთიანი ყარაბაღის გარშემო და იმსჯელებენ რეგიონში არსებული პრობლემების შემდგომი მოგვარების შესახებ“... Читать дальше...

ქუთაისში პატიმრების ოჯახის წევრებმა ამნისტიის კანონპროექტის გადახედვა მოითხოვეს

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამნისტიის კანონპროექტის გადახედვის მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ამნისტია მეტ პატიმარს შეეხოს.

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია ჩატარდა

Radiotavisupleba.ge 

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები შეიკრიბნენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ოპოზიციის წევრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში „თავისუფლების კვარტალს" გახსნიან, რომლის მიზანიც მოსახლეობის დახმარება და საპროტესტო აქციების ორგანიზება იქნება.



მიკვლეულია ინდონეზიის, ზღვაში ჩავარდნილი, სამგზავრო თვითმფრინავის შავი ყუთები

Radiotavisupleba.ge 

ინდონეზიის ხელისუფლება იტყობინება, რომ 10 იანვარს Sriwijaya Air-ის, ზღვაში ჩავარდნილი, თვითმფრინავის საბორტო ჩამწერის - შავი ყუთების ადგილსამყოფელს მიაკვლიეს. კალიმანტანში მიმავალი თვითმფრინავი, ბოინგი 737-500, რომელშიც 62 ადამიანი იმყოფებოდა, 9 იანვარს, ჯაკარტის აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში გაქრა რადარებიდან. ინდონეზიის სამხედროების თანახმად, თვითმფრინავის ნაწილებს მიაგნეს იავას ზღვაში, 25 მეტრის სიღრმეზე. სამხედრო მეთაურმა, ჰაჯი ტაჯანტომ იმედი გამოთქვა, რომ ყუთებს მალე ამოიღებენ. ისინი გამოძიებას დაეხმარება იმის დადგენაში... Читать дальше...

კრემლის ოპონენტი ნავალნი დონალდ ტრამპისთვის ტვიტერზე წვდომის აკრძალვას აკრიტიკებს

Radiotavisupleba.ge 

ემიგრაციაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, თვლის, რომ ვაშინგტონში ამასწინანდელი ძალადობის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ტვიტერის მიერ ქსელის გამოყენების აკრძალვა „ცენზურის მიუღებელი ქმედებაა“. კრემლის 44 წლის ოპონენტმა, ნავალნიმ, თავისი პოზიცია ჩამოაყალიბა 11-პუნქტიან პოსტში, სადაც ის ამბობს, რომ „სიტყვის თავისუფლების მტრები ამ პრეცედენტს ბოროტად გამოიყენებენ“. ნავალნი, რომელიც შარშან აგვისტოში რუსეთში მოწამლეს, შემდეგ კი სასწრაფოდ გერმანიაში გააგზავნეს სამკურნალოდ, ამბობს... Читать дальше...

ტოჩინოშინმა ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა

Radiotavisupleba.ge 

ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანში“ 2021 წლის პირველი ბაშო დაიწყო და უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში, ლევან გორგაძემ, თხუთმეტდღიანი სუპერტურნირი გამარჯვებით გახსნა. ტოჩინოშინის საბრძოლო ზედმეტსახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი, რომელიც მიმდინარე ბაშოს აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში ატარებს, პირველ ტურში დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას - ტამავაშის დაეჭიდა და დოჰიოდან გაიყვანა. კორონავირუსის პანდემიის გამო, იანვრის ბაშოს თექვსმეტი სეკიტორი გამოაკლდა. მათ შორის, უმთავრესი ფავორიტი - სუმოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მებრძოლი... Читать дальше...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ სრულად ჩააქრო ტყის ხანძრები

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულადაა ჩამქრალი. სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სამსახური აცხადებს, რომ 4 იანვრიდან დღემდე სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში დაფიქსირდა 300-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის კერა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია. კერებზე კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველები. Читать дальше...

ბელარუსში საკვირაო ანტისამთავრობო გამოსვლები იმართება

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ქალაქებში 10 იანვარს მიმდინარეობს ტრადიციული საკვირაო ანტისამთავრობო გამოსვლები. დამოუკიდებელი ახალი ამბების პორტალის, TUT.BY-ს თანახმად, მშვიდობიანი საზოგადოებრივი გამოსვლები იმართება მინსკის მიკრორაიონებსა და სხვა ქალაქებში. როგორც წინა საკვირაო აქციების დროს, მობილური ინტერნეტი არ მუშაობს, გაჩერებულია მეტრო. ადრე, დიდი მსვლელობების დროს, ინტერნეტი შეფერხებით მუშაობდა ხოლმე და მეტროს ზოგიერთი სადგური იხურებოდა. მოხალისეები იტყობინებიან, რომ ქალაქ ჟორდინოში კვლავ საპატიმროში ჰყავთ 40 პირი, რომლებიც ახალ წლამდე დააკავეს. Читать дальше...

წვიმამ ვერ შეაჩერა ხანძარი გაგრაში

Radiotavisupleba.ge 

გაგრის დე ფაქტო სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელის, დავიდ ბგანბას ცნობით, გაგრის რაიონში მოსულმა წვიმამ ხანძარი ვერ შეაჩერა. „ცეცხლი კვლავინდებურად ვრცელდება. ამის მიუხედავად, საცხოვრებელ სექტორს არაფერი ემუქრება. ადგილზე მორიგეობენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეები“, - განუცხადა ბგანბამ „აფსნიპრესს“. ორი დღის წინ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის... Читать дальше...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის კორონავირუსის ტესტზე პასუხი უარყოფითია

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. მისი ცნობით, საპატრიარქოდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს სულ 55 ტესტი, მათ შორის პატრიარქისაც. ყველა ტესტზე პასუხი უარყოფითია. ამჟამად იზოლაციაში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი იმყოფება.

ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 773, ღამით გადაადგილებისთვის კი 104 ადამიანი დააჯარიმეს

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 877 ფაქტი. 773 მოქალაქე პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დააჯარიმეს. 104 —21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის  ჯარიმა 20 ლარია. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის — 2 000.

საქართველოში COVID 19-ის 1 143 ახალი შემთხვევა აღირიცხა

Radiotavisupleba.ge 

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 11 155 ტესტი ჩატარდა და გამოვლინდა COVID 19-ით ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევა. გუშინ ეს მაჩვენებელი 2 058-ს შეადგენდა. ბოლო 24 საათში ინფიცირების ყველაზე მეტი - 488 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. სხვაგან სურათი ასეთია: აჭარა - 88, იმერეთი - 143, ქვემო ქართლი - 73, შიდა ქართლი - 64, გურია - 36, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 138, კახეთი - 58, მცხეთა-მთიანეთი - 51, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Курсант Пермского военного института Росгвардии принял участие в финале интеллектуальной олимпиады Приволжского федерального округа


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Рыбакина узнала свое место в новом мировом рейтинге


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Маршруты для прогулок в мегаполисе: 7 экотроп Москвы





Путин в России и мире
Москва

Глава МИД КНР Ван И заявил, что Пекин ценит позицию Москвы по Тайваню


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Запись от имени Президента Беларуси сделана в книге соболезнований в посольстве Ирана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский объяснил, почему не хочет приглашать РФ на «саммит мира»


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

Мама Тимати объяснила, почему внуки Ратмир и Алиса могут не сблизиться



Москва

Первый этап фестиваля «Русская классика» завершился в Лобне

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net