საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ სრულად ჩააქრო ტყის ხანძრები
![საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ სრულად ჩააქრო ტყის ხანძრები](https://gdb.rferl.org/e402a196-b174-44ce-be2c-703418b980a9_cx0_cy20_cw0_w800_h450.jpg)
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულადაა ჩამქრალი. სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
სამსახური აცხადებს, რომ 4 იანვრიდან დღემდე სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში დაფიქსირდა 300-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის კერა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია. კერებზე კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მინდვრებში, სახნავ-სათეს მიწებზე ცეცხლის დანთებისგან.