Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2021

Новости за 09.01.2021

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები „ფლეშ-მობის“ ტაქტიკას მიმართავენ პოლიციის ძალადობის თავიდან ასაცილებლად

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდებოდა 9 იანვარს, როცა დემონსტრანტები 1918 წლის თეთრ-წითელი, აკრძალული,  დროშებით მოძრაობდნენ პარკებში და საცხოვრებელ არეალებში ქვეყნის ქალაქებში და მოითხოვენ ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას გადადგომას და იმ პირების დასჯას, რომლებიც პასუხიმგებელი არიან დემონტრაციების ძალით  ჩახშობისა და ათასობით ადამიანის დაპატიმრებისთვის.   აგვისტოს შემდეგ ბელარუსის ქალაქებში არ წყდება დემონსტრაციები, რომლებიც მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნებს. არჩევნების შედეგი, როცა თავი პრეზიდენტად გამოაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ... Читать дальше...

ირაკლი აბუსერიძე: „უსაფუძვლო ბრალდებებს არ გადავაყოლებთ ქართული რაგბის მომავალს“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, 30 დეკემბერს, საარჩევნო ყრილობა კანონის სრული დაცვით ჩატარდა. „ბორჯღალოსნების“ ყოფილმა კაპიტანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყრილობას რაგბის კავშირის წესდება არ დაურღვევია და საჯარო რეესტრი საჭირო დოკუმენტაციის მიღებისა და განხილვის შემდეგ, ყრილობის გადაწყვეტილებას აუცილებლად დაარეგისტრირებს. საარჩევნო ყრილობაზე, ხმის უფლების მქონე დელეგატთა უმრავლესობამ მხარი ირაკლი აბუსერიძეს დაუჭირა. მეორე კანდიდატმა - გოჩა სვანიძემ ახალ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა. Читать дальше...

„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს თებერვლამდე არ გაუუქმებს

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნება“ დროს თებერვლამდე აძლევს ოპოზიციური პარტიების 51 დეპუტატს, რომლებმაც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პირადი განცხადებები 14-16 და 17 დეკემბერს დაწერეს. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული ვადები მათ შემთხვევაში არ ამოწურულა. რა წესით გამოითვლება კანონით დაწესებული მაქსიმალური 15-დღიანი ვადა ისე, რომ 14 დეკემბრიდან დღემდე არ ამოიწურა? დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის... Читать дальше...



ავღანეთის პრეზიდენტს „დადებითი მშვიდობა“ სურს და ამბობს, რომ მიზანი არჩეული მემკვიდრისთვის ძალაუფლების გადაცემაა

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ მისი მიზანია ძალაუფლების გადაცემა „არჩეული მემკვიდრისთვის“ და თალიბანთან „დადებითი მშვიდობა“ სურს. ღანიმ ინტევიუ მისცა „სი-ენ-ენს,“ პირველ ლედისთან, რულასთან ერთად და შეეხო თავის მთავრობასა და თალიბანს შორის განახლებულ სამშვიდობო მოლაპარაკებას. ღანიმ  განიხილა რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც საჭიროა მოლაპარაკების წარმატებით გასაგრძელებლად. „შეგვიძლია თუ არა შეთანხმება იმ მიზნის გარშემო, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობაც მიიღებს? - თქვა ღანიმ. კერძოდ იმაზე... Читать дальше...

აშშ-ში კორონავირუსი ახალი შემთხვევების სარეკორდო რაოდენობა აღინუსხა

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის პანდემია სულ უფრო და უფრო ვერ ექვემდებარება კონტროლს აშშ-ში, სადაც ზღვარს გასცდა დაავადებულთა, ჰოსპიტალიზებულთა და დაღუპულთა რაოდენობა, რის ფონზეც  სტარტის შემდეგ შეფერხდა აცრების კამპანია. სარეკორდო რიცხვს მიაღწია ახალმა შემთხვევებმა 8 იანვარს, როცა 310 ათასი ახალი შემთხვევა აღირიცხა. დაღუპულთა დღიურმა რაოდენობამ 4 ათასს მიაღწია, რის შედეგადაც სულ, კოვიდ-19-ის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 370 ათასამდე ავიდა. 330 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ამ ქვეყანაში, სადაც შეზღუდვები სხვადასხვა კატეგორიისაა რეგიონების მიხედვით... Читать дальше...

დაბლოკილი პრეზიდენტი და მისი პასუხი - სიტყვის თავისუფლება თუ ქაოსი?

Radiotavisupleba.ge 

6 იანვარს კონგრესმა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა და 20 იანვარს კაპიტოლიუმის შენობის წინ გაიმართება მისი ინაუგურაცია, თუმცა მოვლენები, რომელიც ამას წინ უძღოდა, 5 ადამიანის გარდაცვალებისა და კაპიტოლიუმში ქაოსის მიზეზი გახდა. ამ მოვლენებში მთავარი ფიგურა კი დონალდ ტრამპია, დღეს უკვე სოციალურ ქსელებში მისი გამოსვლების გამო დაბლოკილი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა, რომ 6 იანვარი ერთგვარი „განკითხვის დღე“ იქნებოდა. მოუწოდებდა მომხრეებს... Читать дальше...

კატასტროფა განიცადა ინდონეზიის სამგზავრო თვითმფრინავმა

Radiotavisupleba.ge 

ინდონეზიის საავიაციო კომპანიის, Sriwijaya Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა, ბოინგ-737-მა, კატასტროფა განიცადა ჯაკარტის აეროპორტთან, აფრენიდან რამდენიმე წუთში. თვითმფრინავში, რომელიც ზღვაში ჩავარდა, იმყოფებოდა 50 მგზავრი, მათ შორის ათიბავშვი და ეკიპაჟის 12 წევრი. კატასტროფის შესახებ ცნობა დაადასტურა ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრმა, ბუდი კარია სუმადმა. თვითმფრინავის რადარებიდან გაქრობის - სავარაუდო ჩამოვარდნის - არეალში, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაო. თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს მეთევზეებმა. თვითმფრინავი მიფრინავდა ქალაქ პონტიანაკში... Читать дальше...

გაფიცვის პასუხად - სამსახურიდან გათავისუფლება

Radiotavisupleba.ge 

კახა ჩუბინიძე 8 იანვრამდე „საქართველოს ფოსტის“ გორის სერვისცენტრის თანამშრომელი იყო. ის კურიერად მუშაობდა და პანდემიის პერიოდშიც დაკისრებულ  სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.



ლაშა ხურციძე: „რაგბის კავშირის ლეგიტიმურმა გამგეობამ ახალი საარჩევნო ყრილობა უნდა დანიშნოს“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლაშა (ბაჩო) ხურციძე კავშირის ახალი საარჩევნო ყრილობის დანიშვნას ითხოვს. ის დარწმუნებულია, რომ 30 დეკემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგის დაკანონება გამორიცხულია და საქმე მაინც ახალ არჩევნებამდე მივა. „საარჩევნო ყრილობა ჩატარდა აშკარა დარღვევებით. შესაბამისად, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება იყო ლოგიკური დასასრული იმ პროცესის, რომელიც ყველამ ვიხილეთ. უახლოეს მომავალში უნდა შეიკრიბონ ლეგიტიმური გამგეობის წევრები და დანიშნონ ახალი საარჩევნო ყრილობა... Читать дальше...

ავღანეთის საარჩევნო აქტივისტზე თავდასხმასთან სავარაუდო კავშირის მქონე სამი პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში დაპატიმრეს სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ცნობილი საარჩევნო აქტივისტის მკვლელობასთან კავშირში. იუსუფ რაშიდის თავდასხმასთან სავარაუდო კავშირის ქონის გამო დაკავებული სამი პირის არც ვინაობა და არც რომელიმე დაჯგუფებაში მათი წევრობა არ უხსენებია პოლიციის წარმომადგენელს, ფარდოუს ფარამარზს, რომელმაც ცნობა გაავრცელა. რაშიდი, რომელიც ხელმძღვანელობდა ავღანეთის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ფორუმს, 23 დეკემბერს მოკლეს უცნობმა პირებმა, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს მის მანქანას ქაბულში. Читать дальше...

ფრიდონ ინჯიას "ევროპელი სოციალისტები" პარლამენტში "ქართულ ოცნებასთან" ერთად

Radiotavisupleba.ge 

„პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში მოხვედრილმა ოთხმა დეპუტატმა საკუთარი პარტია - „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნა.

დემოკრატები კაპიტოლიუმზე იერიშის გამო ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის დაჩქარებას ცდილობენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, ჩქარობს, იმპიჩმენტი გამოუცხადონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკვე შემდეგ კვირაში, მისი როლის გამო კაპიტოლიუმზე თავდასხმისკენ მოძალადეთა წაქეზებაში. პალატის თავმჯდომარემ, ნენსი პელოსიმ 8 იანვარს გამოთქვა მუქარა, რომ იმოქმედებს, თუ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და მინისტრთა კაბინეტი არ მიიღებენ 25-ე შესწორებას იმპიჩმენტის შესახებ, ან პრეზიდენტი არ იქნება თანახმა, გადადგეს. პელოსის სიტყვა იმპიჩმენტი არ უხსენებია. პელოსიმ ივარაუდა, რომ ტრამპს... Читать дальше...

 BUS Lane-ზე კერძო ავტომობილებით მოძრაობა ისევ დაშვებულია

Radiotavisupleba.ge 

დედაქალაქის მერია აცხადებს, რომ ძალაში რჩება წინასაახალწლო დღეებში მიღებული გადაწყვეტილება - ავტობუსების სავალ ზოლებში კერძო ავტომობილების მოძრაობის დაშვების თაობაზე. 9 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, მძღოლები BUS Lane-ზე მოძრაობისთვის არ დაჯარიმდებიან და ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებამდე. „გასული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დაუშვა, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. Читать дальше...

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ გაზის გამათბობელი აფეთქდა

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში, მირიან მეფის ქუჩაზე გვიან ღამით მომხდარი აფეთქება, წინასწარი ინფორმაციით, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა გამოიწვია.  აფეთქების შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა და დაშავდა შენობაში მყოფი ოთხი მოქალაქე. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპისთვის სტაციონარში რჩება ორი დაშავებული, მათგან ერთი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური. აფეთქებისას დაშავდა ერთი მეხანძრე მაშველიც. Читать дальше...

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს

Radiotavisupleba.ge 

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი იუწყება, რომ აჩერებს კონტრაქტს ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან. „მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ). თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე - დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება... Читать дальше...

COVID 19-ით ინფიცირებული 265 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატს საჭიროებს

Radiotavisupleba.ge 

COVID 19-ით ინფიცირებული 265 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, მათგან თბილისში - 174, აჭარაში - 11, იმერეთში - 30.  ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ამ ეტაპზე COVID 19-ით სულ ინფიცირებულია 10 592 პაციენტი. მათგან  3 867  -მკურნალობს სტაციონარში., ხოლო 754 ადამიანი იმყოფება კოვიდ-სასტუმროებში, მათ შორის: 213 - თბილისში, 466 - აჭარაში, 24 - იმერეთში.  საკუთარ სახლში მკურნალობს 5 971 ინფიცირებული. ამ ეტაპისთვის საკარანტინო სივრცეებში განთავსებულია  512 ადამიანი... Читать дальше...

საქართველოში COVID 19-ის 2 058 ახალი შემთხვევა აღირიცხა

Radiotavisupleba.ge 

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 18 149 ტესტი ჩატარდა და გამოვლინდა COVID 19-ით ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევა. გუშინ ეს მაჩვენებელი 537-ს შეადგენდა. ბოლო 24 საათში ინფიცირების ყველაზე მეტი - 808 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. სხვაგან სურათი ასეთია: აჭარა - 107, იმერეთი - 363, ქვემო ქართლი - 150, შიდა ქართლი - 165, გურია - 36, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 131, მცხეთა-მთიანეთი - 62, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15. Читать дальше...

Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიში მუდმივ რეჟიმში დაბლოკა

Radiotavisupleba.ge 

Twitter-მა 8 იანვარს მუდმივ რეჟიმში დაბლოკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი ანგარიში. კორპორაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეს ნაბიჯი ძალადობის წამახალისებელი პოსტებისა და ამ პოსტებზე მომხმარებელთა რეაქციების გამო გადადგა. „ანგარიშის @realDonaldTrump ბოლო ტვიტებისს და მასთან დაკავშირებული კონტექსტის ყურადღებით შესწავლის შემდეგ და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქნა ეს ტვიტები აღქმული და ინტერპრეტირებული - ჩვენ სამუდამოდ გავაუქმეთ ეს ანგარიში, ძალადობის პროვოცირების რისკის გამო“ - წერია განცხადებაში. Читать дальше...

ბურთი და მოედანი...

Radiotavisupleba.ge 

სპორტის სათამაშო სახეობების პრობლემებსა და მომავლის გეგმებზე საუბრობენ: საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი - რაგბის შესახებ, საკალათბურთო კლუბ „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში - კალათბურთის თაობაზე, თბილისის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი გია ნემსაძე - ფეხბურთის შესახებ.

შვილმა მამა მოკლა სოფელ ლეწურწუმეში

Radiotavisupleba.ge 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა. მომხდარის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მისი გადარჩენა შეძლეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბაიდენის თქმით, ტრამპი ვერ ასრულებს ნაკისრ მოვალეობას, მაგრამ მისი იმპიჩმენტის საკითხში არ ჩაერევა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „არ შესწევს უნარი“ აშშ-ის ლიდერის როლი შეასრულოს. მაგრამ, მისი თქმით, უნდა გამოუცხადონ თუ არა მას იმპიჩმენტი, ეს აშშ-ის კონგრესის გადასაწყვეტია. ამასობაში აშშ-ის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ დემოკრატმა კანონმდებლებმა 8 იანვარს ტრამპის იმპიჩმენტის ბრალდებები შეადგინეს „ამბოხებისკენ წაქეზებითვის“. NBC News-ს მოჰყავს დოკუმენტის პროექტი, რომელშიც ლაპარაკია, რომ ტრამპი „განზრახ აკეთებდა განცხადებებს, რომლებმაც წააქეზეს... Читать дальше...

ამერიკელთა 57% დონალდ ტრამპის დაუყოვნებლივ გადაყენებას ემხრობა

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელთა 57% პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაუყოვნებლივ გადაყენებას ემხრობა, მას შემდეგ, რაც მან წააქეზა საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და დაარბიეს ის გაერთიანებული სხდომის მსვლელობისას. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ხუთშაბათს და პარასკევს ჩაატარეს Reuters-მა და Ipsos-მა. გამოკითხულ ამერიკელთა თითქმის 70%-მა თქვა, რომ გმობს ტრამპის ქმედებებს ოთხშაბათის ინციდენტის წინ. სანამ ბრბო კონგრესის შენობაში შეიჭრებოდა, ტრამპმა მიტინგზე ათასობით თავის მომხრეს მოუწოდა, კაპიტოლიუმისკენ დაძრულიყვნენ. Читать дальше...

აშშ: დემოკრატები ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ზომებს განიხილავენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ 8 იანვარს დემოკრატიული პარტიის შეკრებაზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ამჯერად მეტი დემოკრატი კანონმდებელი უჭერს მხარს, ვიდრე მისი პირველი იმპიჩმენტისას. პელოსიმ ასევე თქვა, რომ შტაბის უფროსთა გაერთიანებული საბჭოს თავმჯდომარეს, მარკ მილის ესაუბრა „უსაფრთხოების შესაძლო ზომებზე, რათა არასტაბილურ პრეზიდენტს ხელი შეეშალოს შეიარაღებული დაპირისპირებების პროვოცირებაში ან ბირთვული იერიშის დასაწყებად ბრძანების გაცემისთვის საჭირო კოდებზე წვდომაში.“ პელოსის თქმით... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Что произошло 8 мая в истории Якутии


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Анастасия Павлюченкова

Павлюченкова официально аккредитовала на турнир в Риме двух своих собак


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Ежемесячную денежную выплату получают более 1,6 млн пострадавших от радиации





Путин в России и мире
Москва

Яков Радченко: Выборы абсолютно объективно показали мощную народную поддержку Владимира Путина


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко: Белоруссия реагирует на обострение обстановки вблизи границ страны




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В США прокомментировали подготовку покушения на Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Дора

Весенний сериал «Кто такая Дора?» (Дора Эрсой) Парень Ясемин Аллен



Москва

Мария Багреева: В первом квартале 2024 года в Москве выдали 3 тыс. ИТ-ипотек

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net