Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Декабрь
2022

Новости за 16.12.2022

იენს სტოლტენბერგი: პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება

News.ge 

პუტინი მზადაა გრძელვადიანი ომისთვის და ახალი იერიშებისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი გაჭიანურებული ომისთვის ემზადება, ხოლო ნატო-ს ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ კიევის მხარდამჭერმა და იარაღის მიწოდება, სანამ პუტინი არ მიხვდება, რომ “ბრძოლის ველზე გამარჯვება არ შეუძლია”. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ...

დამზადებულია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოსთვის

News.ge 

დამზადებულია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოსთვის – ფოთში შეკერილი ფორმებით ზუსტად ორ დღეში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის დამარცხებას შეეცდება. კომპანია “აჭარა ტექსტილმა” გასულ წელს, სულ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის 150 000 წყვილი ფორმა შეკერა, რომელიც სპორტული გიგანტის NIKE-ის შეკვეთა იყო. საფრანგეთის გარდა, საქართველოში დამზადებული ფორმები, პოლონეთის, ხორვატიის, ინგლისის, პორტუგალიისა და ჰოლანდიის ნაკრებების ფეხბურთელებმაც მოირგეს. ფეხბურთელების... Читать дальше...

“არ უნდა დავუშვათ მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში სიკვდილი”  –  მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ერთობლივი განცხადება

News.ge 

არ უნდა დავუშვათ მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში სიკვდილი”  –  მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ერთობლივი განცხადება: “პოლიტიკური მოწინააღმდეგის დეჰუმანიზაცია არ არის ახალი მოვლენა საქართველოსთვის, თუმცა ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, რომ ამის შედეგი ძალიან მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით ახლა, ცვალებად საერთაშორისო ვითარებაში ჩვენი პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად და იმის მიუხედავად, ვის ვთვლით დღევანდელ სიტუაციაში დამნაშავედ, არ უნდა დავუშვათ მესამე ...



ვიქტორ ორბანის მრჩეველი: უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში ვადაზე ადრე გაწევრიანებას მხარს უჭერს, თუმცა …

News.ge 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მრჩეველმა, ბალაზ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში ვადაზე ადრე გაწევრიანებას მხარს უჭერს. მისივე თქმით, მიუხედავად ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის მხარდაჭერისა, უნგრეთი რუსეთთან კავშირების დაკარგვას არ აპირებს. „ჩვენ ვიმედოვნებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება და წევრმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ ზეწოლა ევროკომისიაზე, რათა დააჩქაროს ეს პროცესი. უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს ...

შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ ქართული მხარის ძალისხმევა წვლილს შეიტანს სამართლიანობის აღდგენასა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაში

News.ge 

სამართლებრივი ბრძოლების მოგება ომის მოგების განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამით პარლამენტის თავმჯდომარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების ეტაპის დასრულებას ეხმაურება. პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ ქართული მხარის ძალისხმევა წვლილს შეიტანს სამართლიანობის აღდგენასა და ქვეყნის გაერთიანებაში. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დაასრულა 2008 წლის ომის... Читать дальше...

მედია: ქუთაისში მამაკაცმა საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა

News.ge 

ქუთაისში მამაკაცმა საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე წერს. მისივე ინფორმაციით, მამაკაცს ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში ბრალს უყენებენ. “მოკლედ ვინ არ დამიცვია კაცო, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები და აშ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არათუ არ მქონია, არც გამიგია:) ესეიგი ტიპი დათვრა და დიდ ავტობუსი გაიტაცა ...

კრისტინა ორბაკაიტე და იგორ ნიკოლაევი სცენაზე უკრაინის დროშის ფერებში გამოჩდნენ

News.ge 

კრემლის საკონცერტო დარბაზის სცენაზე მომღერალი კრისტინა ორბაკაიტე და კომპოზიტორი იგორ ნიკოლაევი უკრაინის დროშის ფერებში ჩაცმულები გამოვიდნენ. კონცერტი, პროპაგანდისტულმა არხმა “Россия 1”  გაუშვა ეთერში. კრისტინა ორბაკაიტემ ნომრისთვის ყვითელი კაბა აირჩია, იგორ ნიკოლაევმა კი ლურჯი პიჯაკი.  ამ ფერებში შერჩეულ კოსტუმებს რუსების აღშფოთება მოჰყვა. რუსული მედია მომენტალურად   „აფეთქდა“ სათაურებით: „ორბაკაიტემ და ნიკოლაევმა სცენაზე ლურჯ და ყვითელ სამოსში გამოსვლით რუსები ...

რატი ბრეგაძე: იცით რაში არის ჩვენი შეცდომა, კიდევ ერთი? რომ 2012 წლის შემდგომ …

News.ge 

პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მმართველი პარტიის ერთ-ერთი შეცდომა დაასახელა. მას მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს პატიმართა მიმართ მოპყრობის აღსაწერად, საჭირო იყო რომელიმე ციხეში „ბოროტების მუზეუმის” გახსნა. „იცით რაში არის ჩვენი შეცდომა, კიდევ ერთი? რომ 2012 წლის შემდგომ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში არ გაიხსნა ბოროტების მუზეუმი. ეს არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი ...



შალვა ხაჭაპურიძე: არ არის გამორიცხული, რატი ბრეგაძეს მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სააკაშვილის მოწამვლის ფაქტში

News.ge 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ „ბრეგაძეს სააკაშვილის მოწამვლის ფაქტში ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული. „ვთხოვ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მიმართოს პარლამენტს და შეუჩეროს უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრს, პენიტენციური სამსახურის უფროსს, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინაიდან არ არის გამორიცხული, მათ მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული სააკაშვილის... Читать дальше...

ზურა მახარაძე ამბობს, რომ მისი ინტიმური ურთიერთობის ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ (ვიდეო)

News.ge 

“ალტ-ინფოსა” და “კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენელი, ზურა მახარაძე ამბობს, რომ “გოგოსთან მიმოწერისა და ინტიმური ურთიერთობის” კადრებით აშანტაჟებენ, ამიტომ ის ბრძოლის წინა ხაზზე აღარ იქნება. მახარაძემ ეთერში არ აკონკრეტებს მათ ვინაობას, ვინც მას აშანტაჟებს და ბოდიშს იხდის, რომ “მოწოდების სიმაღლეზე” ვერ აღმოჩნდა. “არის დრო – ავხსნი რატომ არის საჭრო, მხარდამჭერებს ავუხსნა რატომ ვარ გაწეული გვერდზე და დარწმუნებული ...

ევროკავშირი ილონ მასკის დასანქცირებას გეგმავს

News.ge 

ევროკავშირი მილიარდერ ილონ მასკის დასანქცირებას გეგმავს. „ბიბისის“ ცნობით, ევროკავშირი, ციფრული მომსახურების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალური ქსელის, „ტვიტერის“ დირექტორის, ილონ მასკის სანქცირებას გეგმავს. „ილონ მასკმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს წითელი ხაზები და მალე სანქციებია“, – დაწერა ევროკომისარმა, ვერა იუროვამ საკუთარი „ტვიტერის“ ანგარიშზე. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ განაცხადა, რომ ციფრულ მომსახურებასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონი მოითხოვს მედიის... Читать дальше...

მამუკა მდინარაძე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს გამარჯვებად აფასებს

News.ge 

პარლამენტში მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული სახელმწიფოს გამარჯვებაა. პარლამენტში ამ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან გააკრიტიკა წინა ხელისუფლება. “მინდა ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს მივულოცო გამარჯვება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. დიდი ხანი ველოდით ყველაფრის მიუხედავად: გვყავდა წინა ხელისუფლება, რომელიც ისკანდერის ნაწილებს მალავდა ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებისგან; გვყავდა ხელისუფლება, რომელიც რეზოლუციაში... Читать дальше...

მარია ზახაროვა: ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“

News.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ხაზახოვა გამოეხმაურა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის განკარგულებას. პროკურორმა კარიმ ხანმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა. საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადებილ სამხედრო დანაშულებს. ამასთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი რუსეთს მიმართავს, აქტიურად ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე ომის სავარაუდო დანაშაულის... Читать дальше...

ნიკა მელია: ჰააგის სასამართლომ გაამართლა ქართველი სამხედროები და მთავარსარდალი

News.ge 

ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მადლობას უხდის მათ, ვინც იცავდა საქართველოს ინტერესებს ჰააგის სასამართლოში. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და გადაწყვეტილების შინაარსი შეაფასა. “უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროების მიმართ, უარყოფილია ყველა ბრალდება საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. საქართველო გამართლდა… სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ ბრალი მიხეილ სააკაშვილის ...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი დაამტკიცა

News.ge 

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. “სურსათისა და შიმშილის შემდეგ პუტინი ახლა ზამთარს იყენებს როგორც იარაღს, როდესაც მიზანმიმართულად ართმევს მილიონობით უკრაინელს წყალზე, ელექტროენერგიასა და გათბობაზე წვდომას. ევროკავშირი პასუხობს ამ ბოლო ესკალაციას და სამხედრო დანაშაულს ჩვენი მკაცრი სანქციების მეცხრე პაკეტით. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების მიმართვას ეკონომიკისა და მათ წინააღმდეგ, ...

მედია: უკრაინისთვის აზერბაიჯანის მიერ გენერატორების გადაცემას მოსკოვი აპროტესტებს

News.ge 

უკრაინისთვის აზერბაიჯანის მიერ ტრანსფორმატორების და გენერატორების ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაცემა რუსეთის გაოცებას იწვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „ბაქოს ეს გადაწყვეტილება გაოცებას იწვევს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ანადგურებენ, რომელსაც კიევის რეჟიმი სამხედრო მიზნებში იყენებს. რაც შეეხება აზერბაიჯანის მიერ მიწოდებულ ტვირთებს, ეს ვერც... Читать дальше...

დმიტრი მედვედევმა „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“ დაასახელა – „მტრის ჯარი, სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ტექნიკა“

News.ge 

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა უკრაინასთან ომში „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“ დაასახელა და განაცხადა, რომ ამ სიაში შედის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები (ხიდები, სატრანსპორტო სადგურები, გზები, ენერგეტიკული ობიექტები, ქარხნები). „რა უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად დღეს? ომის დასახელებული წესების ფარგლებში ესენია: ◾ მტრის ნებისმიერი ჯარი (კანონიერი მებრძოლები და არალეგალური მებრძოლები), რომლებიც ოფიციალურად არ არის ...

მედია: „სახელმწიფო ღალატში“ ბრალდებულმა აფხაზმა ბლოგერმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

News.ge 

ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება „სახელმწიფოს ღალატში“ ადანაშაულებდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ბლოგერმა სოციალურ ქსელში განაცხადა. როგორც ის გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, საქართველოს მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა. მისი ინფორმაციით, იანვრიდან ეს ფორმა „ოკუპირებული ტერიტორიებზე“ მცხოვრებთათვის კიდევ უფრო გამარტივდება. „ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მკვიდრებს თავის მოქალაქეებად მიიჩნევს, ეს შეეხება სამაჩაბლოსაც. მოქალაქეობის მისაღებად... Читать дальше...

პეტრე კოლხი: ჩემი შვილების დამაწყევარიც რომ იყოს, წაქცეული ადამიანი მაინც მეცოდება!

News.ge 

მამა, პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „გავიგე, რომ ვიღაც დამნაშავეა, ისიც გავიგე, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და ისიც მესმის, შეიძლება ბევრი უკმაყოფილო, მეტიც, გამწარებული ადამიანი არსებობდეს, მაგრამ ვერაფრით ვიგებ, როცა ვიღაცის ბოროტებას აპროტესტებ, როცა პრეტენზია გაქვს, რომ ხარ მორწმუნე და ჰუმანური, მაშინ შურისძიება, ვიღაცის განადგურების, სიკვდილამდე მიყვანის სურვილი რატომ უნდა გაგაჩნდეს?! მოკლედ, სწორედ ...

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით გასამართლებას ითხოვს

News.ge 

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით გასამართლდნენ. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც მან განმარტა, დგინდება, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმით ზარალი „თიბისი ბანკს“ მიადგა და შესაბამისად, დაზარალებული „თიბისი ბანკია“. პროკურორის მტკიცებით, ...

დეკანოიძე: მიშა ჩემთვის არ არის მხოლოდ პარტია და მანდატი, ამიტომ მანდატების დატოვების საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ეს იქნება საჭირო – ახლა ეს არ განიხილება

News.ge 

მიშა ჩემთვის არ არის მხოლოდ პარტია და მანდატი, ამიტომ მანდატების დატოვების საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ეს იქნება საჭირო. ეს ახლა არ განიხილება, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ისინი განიხილავენ ყველა ბერკეტს, რომელიც შედეგიანი იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. “ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს, მაგრამ იმ ბერკეტებს, რომელსაც ექნება შედეგი. მე მესმის, შეიძლება ...

JCB-ის ექსკლუზიური წარმომადგენლობა აზერბაიჯანში და მულტიფუნქციური სერვისცენტრი – „თეგეტა“ რეგიონულ გაფართოებას განაგრძობს

News.ge 

JCB-ის სტანდარტებით შექმნილი მომსახურების ცენტრი სერვისსა და შოურუმს აერთიანებს. რეგიონის ქვეყნებში ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი Tegeta Construcion Equipment-ია 1800 კვადრატული მეტრის ფართობის ცენტრში კომერციულ და სპეციალური დანიშნულების ტექნიკას „თეგეტას“ მაღალკვალიფიციური პერსონალი ემსახურება პროექტის ჯამური ინვესტიცია მილიონ დოლარზე მეტია აზერბაიჯანის დედაქალაქში „თეგეტა“ წარმომადგენლობას ახალი მულტიფუნქციური ცენტრით აფართოებს. ამიერკავკასიის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის სერვისცენტრი... Читать дальше...

საუკეთესო წლიური ანგარიშისთვის თიბისი BARTA 2022-ის გამარჯვებული გახდა

News.ge 

თიბისიმ BARTA-ს ჯილდო საუკეთესო წლიური ანგარიშისთვის მიიღო მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორიაში. წელს საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის დაჯილდოების (BARTA) რიგით მეოთხე ცერემონია გამიმართა. დაჯილდოების ცერემონიას ახორციელებენ ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობები საქართველოში.  პროექტი შეიქმნა 2019 წელს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის მიერ, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

ЦСКА и МФТИ заключил соглашение о сотрудничестве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Екатерина Александрова

Екатерина Александрова уступила Линетт во втором круге турнира в Страсбурге


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Более 600 деревьев высадили в дендропарке Ногинска





Путин в России и мире
Москва

Санкт-Петербург не смог обойти Москву в рейтинге жизни населения


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский объяснил, почему не хочет приглашать РФ на «саммит мира»


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



PR time

Один из лучших джазовых вечеров в Петербурге и Москве -  «Jazz под Небом»



Москва

Массовая драка произошла на одной из улиц Симферополя

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net