ვიქტორ ორბანის მრჩეველი: უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში ვადაზე ადრე გაწევრიანებას მხარს უჭერს, თუმცა …
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მრჩეველმა, ბალაზ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში ვადაზე ადრე გაწევრიანებას მხარს უჭერს.
მისივე თქმით, მიუხედავად ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის მხარდაჭერისა, უნგრეთი რუსეთთან კავშირების დაკარგვას არ აპირებს.
„ჩვენ ვიმედოვნებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება და წევრმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ ზეწოლა ევროკომისიაზე, რათა დააჩქაროს ეს პროცესი. უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს კიევის ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და სურს, რომ ევროკომისიამ მიიღოს შესაბამისი ზომები, ხოლო უკრაინის ხელმძღვანელობა ღიად აკრიტიკებს უნგრეთს ევროკავშირში რუსეთის ინტერესების ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ორბანმა.