Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Апрель
2022
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
30

Новости за 11.04.2022

ხაინდრავა: დილას გაღვიძება არ მინდა… მე ბევრად უფრო მეტად მიყვარს უკრაინელები, ვიდრე სააკაშვილს…

News.ge 

“დილას გაღვიძება არ მინდა… მე ბევრად უფრო მეტად მიყვარს უკრაინელები, ვიდრე სააკაშვილს, დეკანოიძეს, ლორთქიფანიძეს… ადეიშვილზე აღარ ვლაპარაკობ, იმას ადამიანი არ უყვარს საერთოდ, ისევე, როგორც მერაბიშვილს, ოქრუაშვილს. ეს მათთვის ასპარეზია. მათი ვნებების დასაკმაყოფილებლად,” – ამის შესახებ გადაცემაში “უცნობის კიდობანი” რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

ქალაქის მერი ვადიმ ბოიჩენკო: 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მარიუპოლის რუსული ალყის შედეგად

News.ge 

10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მარიუპოლის რუსული ალყის შედეგად – ამის შესახებ ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა. “ჩვენი ქალაქის ქუჩებში ცხედრები ხალიჩებად იყო მოფენილი. დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 000-ს გადააჭარბოს“, – დასძინა მერმა Associated Press-თან სატელეფონო საუბრისას. მან აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქში მოძრავი კრემატორიუმები ჩაიტანეს.

უკრაინული მედია: რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მარიუპოლში უპილოტო საფრენი აპარატით უცნობი წარმომავლობის მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს

News.ge 

უკრაინული მედია აზოვის ბატალიონზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაახლოებით, საღამოს 10:00 საათისთვის რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მარიუპოლში უპილოტო საფრენი აპარატით უკრაინელი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უცნობი წარმომავლობის მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. მისგან დაზარალებულ უკრაინელებს სუნთქვის უკმარისობა, ვესტიბულური დარღვევა და ატაქსიის სინდრომი აღენიშნებათ. Unian-ის ცნობით, ამ დროისთვის ზუსტდება, თუ რა ნივთიერება გამოიყენეს მარიუპოლელების წინააღმდეგ. მარიუპოლი... Читать дальше...



ლავროვი: ჩვენი სამხედრო ოპერაცია გამიზნულია იმისთვის, რომ აშშ-ის დომინირებას ბოლო მოეღოს

News.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალები აშშ-ისა და ნატოს „ექსპანსიის“ წინააღმდეგ იბრძვიან. მისივე თქმით, რუსეთი არ დაუშვებს, რომ დასავლეთის დაქვემდებარებული ქვეყანა გახდეს. „ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამიზნულია იმისთვის, რომ ბოლო მოეღოს შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნების უგუნურ ექსპანსიას და უგუნურ კურსს საერთაშორისო ასპარეზზე. რუსეთი დასავლეთის მიმართ დაქვემდებარებულ პოზიციას არასოდეს ...

ბადრი ჯაფარიძე: კობახიძემ და პაპუაშვილმა თავიანთი განცხადებებით უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობა კონფრონტაციის ახალ ეტაპზე აიყვანეს

News.ge 

ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა თავიანთი განცხადებებით უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობა კონფრონტაციის ახალ ეტაპზე აიყვანეს – ცხადია, ეს სიამოვნებს ერთადერთ მხარეს და ეს არის საქართველოსა და უკრაინის მიმართ მტრულად განწყობილი ძალა, პუტინის რუსეთი ,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „380 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, თუ არ წავა უკრაინის ქალაქ ბუჩაში „ქართული ოცნება“ ყველა შემთხვევაში წავა ...

მარიუპოლის მერის თანაშემწე პეტრო ანდრიუშჩენკო: ყალბია 36-ე ბრიგადის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება

News.ge 

განახლება: ქალაქ მარიუპოლის მერის თანაშემწე პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ქვეითების Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება ყალბია, რადგან გვერდი გატეხეს. შესწორება: თავდაპირველად მასალა გამოქვეყნდა სათაურით – „მარიუპოლში ალბათ ბოლო ბრძოლა გვექნება. გაგვიხსენეთ კეთილი სიტყვებით – საზღვაო ქვეითები“. ეს ინფორმაცია გაავრცელა საერთაშორისო მედიამაც, მათ შორის BBC-მა. მოგვიანებით მარიუპოლის მერის თანაშემწე პეტრო ანდრიუშჩენკომ გავრცელებულ ცნობებს „36-ე  ბრიგადის უკანასკნელი ბრძოლის შესახებ“ ყალბი... Читать дальше...

კობახიძე: როცა უკრაინისგან ვნახავთ პროგრესს, შეიძლება, ვიფიქროთ …

News.ge 

სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე იყვნენ ტერორისტული სისტემის შემადგენელი ნაწილი საქართველოში, რატომ არის შეუძლებელი მათი გათავისუფლება? – თუ ეს სურვილი დაფიქსირდება, ბუნებრივია, უმაღლეს დონეზე განხორციელდება ვიზიტი უკრაინაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, რაიმე განსაკუთრებულს არ ითხოვენ და ერთადერთი, რაც სურთ არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში “რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არიან, არ იყვნენ ...

უკრაინის პრეზიდენტი NATO-ს მიმართავს: უკრაინას აღარ აქვს მეტი სიცოცხლის დაკარგვის საშუალება. მე აღარ მაინტერესებს მათი დიპლომატია

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი CBS-თან ინტერვიუში აღნიშავს, რომ მიუხედავად NATO-ს მისამართით გაკეთებული მოწოდებებისა, ქმედებები დაგვიანებულია და უკრაინა აღარ არის დაინტერესებული მათ დიპლომატიით. “როცა დიპლომატიის ენით მუშაობ, შედეგებს ვერ იღებ. ეს ყველაფერი ძალიან ბიუროკრატიულია. შესაბამისად, საუბრის ეს ფორმა, აბსოლუტურად გამართლებულია. უკრაინას აღარ აქვს მეტი სიცოცხლის დაკარგვის საშუალება. მე აღარ მაინტერესებს მათი დიპლომატია, რომელიც ჩემი ქვეყნის განადგურებას იწვევს”. – ...



CNN: კრემლის კრიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც ორ საეჭვო მოწამვლას გადაურჩა, მოსკოვში საკუთარი სახლის წინ დააკავეს

News.ge 

გავრცელებული ინფორმაციით, კრემლის კრიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც ორ საეჭვო მოწამვლას გადაურჩა, მოსკოვში საკუთარი სახლის წინ დააკავეს , – ამის შესახებ CNN-ი იუწყება. „ვლადიმერ კარა-მურზა პოლიციამ დააკავა მოსკოვში, მის სახლთან ახლოს. ჯერ არ არის ცნობილი რა მიზეზით”, – დაწერა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა „ტვიტერზე“. „ახლა შევიტყვე მისი დაკავების შესახებ, ჯერჯერობით დეტალებს ვერ გეტყვით“, – განუცხადა კარა-მურზას ...

პრეზიდენტი: საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა… უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას, რომ არა თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა, არ დადგებოდა ასე სწრაფად

News.ge 

დღეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღე. ჩვენ დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან ის კითხვარი, რომელსაც, ალბათ, რამდენიმე წელი არ ველოდით, ისიც კარგად თუ გამოგვივიდოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კითხვარის მიღება არაჩვეულებრივი ახალი შანსია, რისთვისაც უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირს, მის ხელმძღვანელობას, ევროპულ საბჭოს და კიდევ უფრო უკრაინას და უკრაინისთვის ბრძოლას. „დღეს საქართველოს ისტორიაში... Читать дальше...

ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლას პელტცის ქორწილი 9 აპრილს პალმ ბიჩზე გაიმართა  (ფოტოები)

News.ge 

9 აპრილს, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟის, ბრუკლინ ბექჰემისა და მილიარდერი, ნელსონ პელტცის ქალიშვილის, ნიკოლას პელტცის ქორწილი გაიმართა. წვეულებისთვის 3,5 მილიონი დოლარი დაიხარჯა და მთავარი ცერემონია პელტცის ოჯახის მამულში, ოკეანის პირას, ამერიკაში პალმ ბიჩზე გაიმართა. პატარძალმა, საღამოს განმავლობაში, სამი კაბა გამოიცვალა, ხოლო საკურთხეველთან Valentino-ს კაბით მივიდა. საღამოს დიჯეი იყო დევიდ ბექჰემის მეგობარი Snoop Dogg. ...

თინა ხიდაშელი: ცალკ ცალკე არავინ მოგვიღებს ევროკავშირში!!!წინ საქართველო!!!

News.ge 

“369 კითხვაზე პასუხი რომელიც გადაწყვეტს ჩვენს ევროპულ მომავალს!!! დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება!!! ამ ამოცანის შესრულებას დიდი ეროვნული კონესენსუსი ჭირდება!!! სხვაგვარად არ გამოვა!!! ცალკ ცალკე არავინ მოგვიღებს ევროკავშირში!!! წინ საქართველო!!!” – წერს სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელი.

200 მღვდელი რუსეთის პატრიარქის კირილეს საეკლესიო სასამართლო პროცესს ითხოვს: მას ბრალად ედება „რუსული სამყაროს“ დოქტრინის ქადაგება, რომელიც არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას

News.ge 

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის თითქმის 200 მღვდელი უკრაინის ომთან დაკავშირებით მისი პოზიციისა და „რუსული სამყაროსადმი“ ერთგულების გამო რუსეთის პატრიარქ კირილეს საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგენას ითხოვს. ინფორმაციას უკრაინული მედია დეკანოზ ანდრია პინჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. „კირილს ბრალად ედება „რუსული სამყაროს“ დოქტრინის ქადაგება, რომელიც არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას და უნდა იყოს დაგმობილი, როგორც ერესი“ და ...

“დღეს, ალბათ, უკანასკნელი ბრძოლა იქნება, რადგან ტყვია-წამალი თავდება” – მარიუპოლში საზღვაო ქვეითები ემზადებიან “უკანასკნელი ბრძოლისთვის”

News.ge 

უკრაინის ძალები ემზადებიან “უკანასკნელი ბრძოლისთვის” სამხრეთის საპორტო ქალაქ მარიუპოლის კონტროლისთვის, რომელსაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ძალები აჩანაგებენ – განაცხადეს ქალაქში მყოფმა უკრაინის საზღვაო ქვეითებმა ორშაბათს, 10 აპრილს. “დღეს, ალბათ, უკანასკნელი ბრძოლა იქნება, რადგან ტყვია-წამალი თავდება”, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი ფეისბუკზე და დასძენს: “ზოგი ჩვენგანისთვის ეს სიკვდილია, ზოგისთვის – ტყვეობა”. საზღვაო ...

ლავროვი:რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში მის „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე

News.ge 

რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში მის „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვმა განმარტა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო მოქმედებების შეჩერების ბრძანება მოლაპარაკებების პირველი რაუნდის მიმდინარეობისას გასცა, თუმცა რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, მას შემდეგ მოსკოვის პოზიცია შეიცვალა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის ვერ ხედავს მიზეზს, ...

ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა

News.ge 

ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. “ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით და დღეს უკვე გაწევრიანების კითხვარის გადმოცემით, საქართველო გადადის თვისობრივად ახალ, ბევრად ამბიციურ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. Читать дальше...

ბორის ჯონსონმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა

News.ge 

მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა. ბორის ჯონსონის წერილს ადმინისტრაცია ავრცელებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამა წლის 27 აპრილს გაერთიანებული სამეფო და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მსურს, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და კვლავ დაგიდასტუროთ, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო იმ ურთიერთობას, რომელიც ...

მედია: ეს მდგომარეობა შეიძლება დამანგრეველი იყოს რუსეთის ფედერაციისთვის

News.ge 

სახელმწიფო კომპანია რუსეთის რკინიგზა გასულ თვეში პროცენტის გადაუხდელობის გამო გადახდისუუნაროდ გამოცხადდა. ინფორმაციას obozrevatel-ი ავრცელებს. ეს არის პირველი მსხვილი რუსული სახელმწიფო კომპანია, რომელიც სანქციების გამო დეფოლტის წინაშე აღმოჩნდა. როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთს ელოდება ჯვარედინი დეფოლტი – სიტუაცია, როდესაც კომპანიების ყველა კრედიტორი ერთდროულად მოითხოვს ვალების დაბრუნებას. „ეს მდგომარეობა შეიძლება დამანგრეველი იყოს რუსეთის ფედერაციისთვის“, – წერს გამოცემა.

ნონა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს “ძღვე­ნი” გა­უგ­ზავ­ნა

News.ge 

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რმა ნონა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს “ძღვე­ნი” გა­უგ­ზავ­ნა. მან პარ­ლა­მენ­ტში კა­ლა­თით მი­ი­ტა­ნა ოყნა, ბრო­წე­უ­ლი და პამ­პერ­სი და იქ მყოფ ერთ-ერთ პირს პა­პუ­აშ­ვი­ლი­სათ­ვის მი­სა­ტა­ნად გა­დას­ცა: “გა­და­ე­ცით, რომ ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ”, – აღ­ნიშ­ნა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა.


Музыкальные новости
Сергей Лазарев

Сергей Лазарев представил эротический перфоманс на нижегородском концерте





Персональные новости
Желдорреммаш

На Улан-Удэнском ЛВРЗ прошел конкурс «Лучший по профессии 2024»





ზურაბ აზარაშვილი: თუ ადრე ექიმს შეეძლო პირდაპირ დაეწერა მიგ-400, ნუროფენი და ა.შ. …

News.ge 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 აპრილიდან ყველა ექიმი საქართველოში ვალდებული იქნება მედიკამენტი გამოწეროს გენერიკული დასახლებით ანუ, ე.წ. აქტიური ნივთიერების მითითებით. რეგულაცია ვრცელდება მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე. „თუ ადრე ექიმს შეეძლო პირდაპირ დაეწერა მიგ-400, ნუროფენი და ა.შ. ახლა მიუთითებს იბუპროფენს – აქტიური ნივთიერების დასახელებას. აღარ ექნება ბრენდის მითითების შესაძლებლობა და როცა აფთიაქში მივა, პაციენტს იბუპროფენის შემცველ ყველაზე იაფ ალტერნატივას შესთავაზებენ და უკვე თვითონ ...

მდინარაძე: უკრაინიდან თუ მივიღებთ უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის წავიდეს უკრაინაში

News.ge 

„უკრაინიდან თუ მივიღებთ შეურაცხყოფაზე პასუხს და უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც, პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის, მისი განცხადებიდანაც ჩანდა ეს პათოსი, დელეგაციას ჩაუდგეს სათავეში“, – მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, რა შემთხვევაში გაემგზავრება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში. მდინარაძე ამბობს, რომ ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია პასუხები და განმარტებები უკრაინისგან ბოლო პერიოდში საქართველოს მისამართით გაკეთებულ ...

ლაშა ხუციშვილი: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 46 „ქოლ ცენტრშია“ შესული

News.ge 

ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 46 „ქოლ ცენტრშია“ შესული, სადაც იკვეთება, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას. ამ „ქოლ ცენტრებს“, ბუნებრივია, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მუშავდება. „ქოლ ცენტრებთან“ დაკავშირებით ბუნებრივია, ...

ვოლოდიმირ ზელენსკი: არ არსებობს იმის იმედი, რომ რუსეთი თვითონ გაჩერდება

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ არსებობს იმის იმედი, რომ რუსეთი თვითონ გაჩერდება – ის მხოლოდ შეიძლება გახდეს იძულებული გაჩერდეს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა სამხრეთ კორეის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა. „არ არის და არც შეიძლება იყოს იმედი, რომ რუსეთი თვითონ, თავისთავად გაჩერდება. არ არის და არ შეიძლება იყოს იმედი, რომ გონიერება გაიმარჯვებს და რუსეთის ხელმძღვანელობა უბრალოდ ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს

News.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში 18:00 გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილი: ძალიან, ძალიან დიდი ცვლილებებია წინ

News.ge 

:ცხინვალშიც კი იგრძნეს რუსეთის დასუსტება. ეს ამბავი მათ იმ მებრძოლებმა ჩამოუტანეს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიწვიეს უკრაინაში, ადგილზე კი ბრძოლაზე უარი თქვეს და უკან ჩამოვიდნენ. ერთი მუჭა, იქ დარჩენილი ხალხი პუტინის რჩეულს ღიად აუჯანყდა. მას შემდეგ რაც რუსეთის არმია კატასტროფულად დამარცხდება ამჯერად დონბასში, უკვე ყველა მიხვდება, მათ შორის საქართველო, რომ რუსული გემი იძირება. ძალიან, ძალიან დიდი ...

Спорт в России и мире
Москва

Гонки на яхтах и практики лидеров рынка: предприниматели Татарстана станут участниками образовательной регаты в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Теннисист Медведев потеряет место в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

АО «Транснефть – Дружба» провело экологические акции





Путин в России и мире
Москва

Король Бахрейна прибыл с миром // Он обсудит с Владимиром Путиным арабский план по Газе


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский пожаловался, что западная помощь опаздывает


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Полина Гагарина

Актриса Самбурская заступилась за сыгравшую в «Красных линиях» певицу Гагарину



Москва

РИА Новости: полиция изъяла компьютеры из офиса журнала "Компания"

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net