200 მღვდელი რუსეთის პატრიარქის კირილეს საეკლესიო სასამართლო პროცესს ითხოვს: მას ბრალად ედება „რუსული სამყაროს“ დოქტრინის ქადაგება, რომელიც არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას
მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის თითქმის 200 მღვდელი უკრაინის ომთან დაკავშირებით მისი პოზიციისა და „რუსული სამყაროსადმი“ ერთგულების გამო რუსეთის პატრიარქ კირილეს საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგენას ითხოვს. ინფორმაციას უკრაინული მედია დეკანოზ ანდრია პინჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კირილს ბრალად ედება „რუსული სამყაროს“ დოქტრინის ქადაგება, რომელიც არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას და უნდა იყოს დაგმობილი, როგორც ერესი“ და ასევე უკრაინაში რუსული ჯარების ქმედებების კურთხევა.
ვგმობთ რუსეთის სამხედრო აგრესიას, მოვუწოდებთ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი და გაათავისუფლოს უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორია, გადახედოს კირილის საჯარო განცხადებებს უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ და შეაფასოს ისინი“, – აღნიშნულია მიმართვაში.