CNN: კრემლის კრიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც ორ საეჭვო მოწამვლას გადაურჩა, მოსკოვში საკუთარი სახლის წინ დააკავეს
გავრცელებული ინფორმაციით, კრემლის კრიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც ორ საეჭვო მოწამვლას გადაურჩა, მოსკოვში საკუთარი სახლის წინ დააკავეს , – ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
„ვლადიმერ კარა-მურზა პოლიციამ დააკავა მოსკოვში, მის სახლთან ახლოს. ჯერ არ არის ცნობილი რა მიზეზით”, – დაწერა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა „ტვიტერზე“.
„ახლა შევიტყვე მისი დაკავების შესახებ, ჯერჯერობით დეტალებს ვერ გეტყვით“, – განუცხადა კარა-მურზას ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“.