Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Декабрь
2020

პარლამენტი სამთავობო პროგრამას განიხილავს - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 დეკემბერს

0
 


საქართველოს პარლამენტში გრძელდება მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვა



დღეს მეათე მოწვევის პარლამენტი მინისტრთა კაბინეტსა და მათ პროგრამას განიხილავს. „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“ - ასე ჰქვია გიორგი გახარიას კაბინეტის მიერ წარდგენილ პროგრამას, რომლის განხილვა გუშინ დაიწყო.


დღეს კი პარლამენტის 7 კომიტეტის წევრები მინისტრობის 6 კანდიდატს მოუსმენს. მათ შორის განათლების, იუსტიციისა და შს მინისტრობის კანდიდატებს.


23 დეკემბერს მთავრობის შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ მოუსმენს, 24 დეკემბერს კი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და მის პროგრამას კენჭს უყრიან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.


წაიკითხე მეტი.


 




 


ოპოზიციის 55 უარი მანდატზე - ლეგიტიმურია თუ არა პარლამენტი 100-ზე ნაკლები დეპუტატით?



თუკი ოპოზიცია არ შევა და 150-წევრიან პარლამენტში 100-ზე ნაკლები დეპუტატი დარჩება, „პატრიოტთა ალიანსი“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს - საკანონმდებლო ორგანოს არალეგიტიმურად გამოცხადების მიზნით, რაც საბოლოოდ, მათი გეგმის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი უნდა გახდეს.


საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უკვე მიმართა 60-დან 55-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა. თუკი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგება და დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდებათ, მე-10 მოწვევის პარლამენტში, თეორიულადაც კი, 95 დეპუტატზე მეტი ვერ დარჩება.


წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.


 




 


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში



დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებამ 20 ქვეყანაზე მეტი აიძულა შემოეღოთ ავიამიმოსვლა ბრიტანეთის მიმართულებით. მათ შორისაა დანია, იტალია, ნიდერლანდი და ავსტრალია. ამ ქვეყნებში უკვე გამოვლინდა ახალი შტამით დაავადების ათზე მეტი შემთხვევა.


ლონდონმა ჩაკეტა ლა-მანშის სრუტის ქვეშ გამავალი გვირაბი, რომელიც დიდ ბრიტანეთს კონტინენტურ ევროპასთან აკავშირებს.


ახალი შტამის სწრაფი გავრცელების გამო საქართველო სავალდებულო, 14 დღიან კარანტინს უწესებს ბრიტანეთიდან შემოსულ მგზავრებს.


გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მეცნიერებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ვირუსის ახალი სახეობა დღემდე ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია. ამასთან, ეპიდემიოლოგების თანახმად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამი სიცოცხლისთვის უფრო საშიშია, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს.


რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას საქართველოში. გუშინ ქვეყანაში 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


წაიკითხე მეტი.


ასევე ნახე:



ევროკავშირში უკვე წელს დაიწყება Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება


 




 


ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა „არასანქცირებულ აქციებში" მონაწილეთა ერთიანი ბაზა



ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა აქციებში მონაწილეთა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელსაც ძალოვანი უწყების წამრომადგენლები „შემდგომ საქმიანობაში გამოიყენებენ“, - ამის თაობაზე ქვეყნის სახელმწიფო ტელეარხ „ბელარუს 1“-თან ინტერვიუში ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იური ნაზარენკამ თქვა.



„ასეთი ბაზის შექმნა ეს არის უდიდესი ბიძგი, ვიტყოდი, ნახტომი“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა. მანამდე, დამოუკიდებელმა საინფორმაციო სააგენტო „ბელაპლანმა“ სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელა ცნობა, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული თვალთვალი დაიწყო არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისათვის მანამდე ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული მოქალაქეების მიმართ.


წაიკითხე მეტი.


 




 


როგორ ივაჭრებ, თუკი საახალწლოდ სავაჭრო ცენტრები გაიხსნება



ისევე, როგორც სხვა ყველაფერი, წელს არც წინასაახალწლო ვაჭრობა იქნება ტრადიციული. თუკი 24 დეკემბერს, ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო დაკეტილი სავაჭრო ცენტრები გაიხსნება, მაშინ, საახალწლო საყიდლებზეც სპეციალური წესების დაცვითა და განრიგით მოგვიწევს წასვლა. მათ შორის, დილით, ადრიანად ადგომაც.


სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები გეგმავენ, რომ სავაჭრო მოლები დილის 8 საათიდან გახსნან და საღამოს რვის ნახევარზე დახურონ, რათა მომხმარებლებმა სახლებამდე მისვლა ღამის შეზღუდვების ამოქმედებამდე მოასწრონ.


ვისაც ტანსაცმლის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი და ფიქრობთ, რომ მოსინჯვის გარეშე ვერ იყიდით თქვენს წელზე მორგებულ შარვალს, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ამ შარვლის ჩაცმას გასახდელ ოთახში მხოლოდ დღის პირველ ნახევარში შეძლებთ. დღის მეორე ნახევრიდან გასახდელები დაიკეტება.


როგორ აპირებენ მაღაზიების წარმომადგენლები რიგების კონტროლს და რას ამბობენ სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციებში? - წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.


 




 




 


 




 




 


მე ვიცი რა არის კოვიდი - ეს ინტერვიუების სერიაა. გოგი გვახარია კვირაში ორჯერ ესაუბრება მათ, ვისაც აქვს ან ვისაც უკვე ჰქონდა კოვიდ-19, ასვე მათ, ვინც ოჯახის წევრი ან სხვა ახლობელი დაკარგა ამ ვირუსის გამო.


დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია მხატვარი რატი თორდია. მას კოვიდით 19 წლის შვილი, თეკლა თორდია დაეღუპა.


რატომ ამბობს, რომ შევარდნაძის დრო გაახსენდა, როცა შვილის საავადმყოფოში გადაყვანას იხვეწებოდა?


ვინ დაეხმარა თეკლას საავადმყოფოში მოთავსებაში და რატომ თვლის, რომ დაიგვიანეს?


დიაბეტი და კოვიდი. რამდენად იყვნენ მზად ქართველი ენდოკრინოლოგები კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ?


რატომ ითხოვდა რემდესივირის ჩართვას თეკლას მკურნალობაში?


ფიქრობს, რომ გადარჩებოდა თეკლა სხვა ქვეყანაში რომ ეცხოვრა, ქვეყანაში სადაც ჯანდაცვის სისტემა უფრო გამართულია? - ეს არის ძირითადი თემები, რაზედაც გოგი გვახარიამ და რატი თორდიამ ისაუბრეს.


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net