Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Декабрь
2020

Новости за 17.12.2020

პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი ფიფამ მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

Radiotavisupleba.ge 

მიუნხენის „ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ფიფას ვერსიით, მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ტრადიციულ ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე „The Best”, რომელიც ამჯერად, ონლაინ რეჟიმში  გაიმართა, წლის რჩეულები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინეს. მამაკაცთა შორის, საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ლევანდოვსკიმ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის აჯობა. ქალთა შორის, 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო „მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების წევრ ლუსი ბრონზის ერგო. მამაკაცთა... Читать дальше...

„ოცნებამ“ ოპონენტებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე მუშაობა დაიწყო - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 დეკემბერს

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნება" საბოტაჟზე, ოპოზიცია შანტაჟზე საუბრობს „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემული დაპირების შესრულება დაიწყო. მმართველი გუნდი ერთპარტიული პარლამენტის საშუალებით აპირებს დააკანონოს ინიციატივები ოპონენტებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ. ცვლილებების პაკეტი უკვე მომავალი კვირის ბოლოსთვის დამტკიცდება და ის შეეხება პარლამენტში არშემსვლელ ყველა პოლიტიკურ ძალას - განურჩევლად იმისა ხელისუფლება მმათ „რადიკალ ოპოზიციად“ მიიჩნევს თუ არა. Читать дальше...

რუსეთმა რამდენჯერმე გამოიყენეს ბულგარეთის საჰაერო სივრცე სერბეთისთვის შეიარაღების მისაწოდებლად

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თვითმფრინავებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ნატოს წევრი ბულგარეთის საჰაერო სივრცე სერბეთისთვის სამხედრო შეიარაღების მისაწოდებლად. ამას მოწმობს რადიო თავისუფლების სერბული და ბულგარული სამსახურების ერთობლივი გამოძიება. უკანასკნელი ასეთი ცნობილი შემთხვევა მოხდა 3 მარტს, როცა რუსულმა AN-124-მა, რომელიც რუსეთიდან სერბეთში მიფრინავდა, ბულგარეთის საჰაერო სივრცეში გაიარა. ეს დროში დაემთხვა სერბეთისთვის Pantsir-C1 საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაწილების მიწოდებას. როგორც იტყობინებიან, უკანასკნელი რამდენიმე... Читать дальше...



გელათის ახალი სახურავის დაზიანების მიზეზებს გამოძიება ადგენს

Radiotavisupleba.ge 

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის სახურავის დაზიანების მიზეზებისა და პასუხისმგებელი პირების დასადგენად  გამოძიება დაიწყო. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წარმართავს.  გამოკითხეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურისტი, კომპანიის „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ (სამუშაოების შემსრულებელი კომპანია)  ხელმძღვანელი  და ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები.  გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამებოდა რეაბილიტაციისას რეალურად  გაწეული  სამუშაოები... Читать дальше...

საქართველო აზერბაიჯანისგან შემცირებული ტარიფით მიიღებს ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბ.მ-ის მოცულობით

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „სოკართან" მოლაპარაკებით, საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით შემცირებული ტარიფით მიიღებს. სოციალური გაზით მომარაგების 2016 წლიდან მოქმედ კონტრაქტში ცვლილებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი... Читать дальше...

პუტინი ოთხი საათით

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკისადმი მიძღვნილი ვლადიმირ პუტინის ტრადიციული პრესკონფერენცია 17 დეკემბერს ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე გაფანტული 700-ზე მეტი ჟურნალისტის მონაწილეობით.

26 დეკემბერს იგეგმება ახალი „გირჩის" დაფუძნება

Radiotavisupleba.ge 

პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში ილაპარაკა ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ. „26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი „გირჩის" ყრილობა, სადაც ახალი „გირჩი" დაფუძნდება. სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და რა ვიცი, ორი „გირჩი" იქნება ქვეყანაში. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, ამ ქვეყნის საზოგადოების რაღაც ნაწილს, მაგრამ იქნება ორი, იქნება კონკურენცია და საბოლოო ჯამში კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, რაზეც ცხოვრების ბოლო წლები დავხარჯე. Читать дальше...

რამდენ პატიმარს გაათავისუფლებს ამნისტია და როგორ შეეხება ის უვადო პატიმრებს?

Radiotavisupleba.ge 

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ავტორის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის გათვლებით, ამნისტიის შედეგად საპატიმრო დაწესებულება დაახლოებით 1000-მა პატიმარმა უნდა დატოვოს. ჯამში რამდენ პირს შეეხება ჰუმანურ აქტად წოდებული ამნისტია, ეს მისთვის, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ამ ეტაპზე, არც ის იცის, შეეხება თუ არა ამნისტია წლების განმავლობაში, ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე მსჯავრდებულ პირებს. ამბობს, რომ ამ მიმართულებით არ დაინტერესებულა... Читать дальше...



პუტინმა კვლავ გაიმეორა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის თაობაზე კონფლიქტმა წელს კვლავ იფეთქა მასში გარკვეული გარე ძალების ჩარევის გამო. ამის შესახებ მან ტასის შეკითხვას უპასუხა ხუთშაბათს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. ამასთან, მან განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის პოზიციიდან მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. „არა მგონია, რომ ეს რაიმე გარეშე ჩარევის გამო მოხდა. ხშირად გაჩენილა დაძაბულობა, სროლა, წვრილმანი შეტაკებები. საბოლოოდ ყოველივე ეს კონფლიქტში გადაიზარდა. რუსეთის პოზიცია ყოველთვის მდგომარეობდა იმაში... Читать дальше...

კალაძე: ჩვენ წელს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად თბილისს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთებამდე „ფეისბუკ“-Live-ით მიმართა საზოგადოებას. „ჩვენ წელს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად თბილისს, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდით დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც პანდემიიდ დროს გვაქვს ქვეყანაში. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული, ზუსტად ეს არის ის, რისიც ეშინია პანდემიას და Covid – 19-ს. სიცოცხლე გრძელდება მეგობრებო, სიცოცხლე მშვენიერია. Читать дальше...

ცერცვაძე განმარტავს, ვის სჭირდება „რემდესივირი"

Radiotavisupleba.ge 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ვის დაენიშნება საქართველოში ახლად ჩამოტანილი პრეპარატი „რემდესივირი". „არის გარკვეული მოლოდინი და საფრთხე იმისა, რომ უცებ, ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის“ გაკეთება, რაც შეუძლებელი იქნება ელემენტარულად, ლოჯისტიკურადაც. მინდა ყველამ იცოდეს, რომ „რემდესივირი“ არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, უფრო მეტიც, ავადმყოფების ნაწილისთვის ის წინააღმდეგ ნაჩვენებია და არ შეიძლება მისი გაკეთება ისევე, როგორც ბევრი სხვა მედიკამენტის. Читать дальше...

რუსეთის სპორტსმენები ორი წელი ვერ შეძლებენ გამოსვლას ეროვნული დროშის ქვეშ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სპორტსმენები ორი წელი ვერ შეძლებენ გამოსვლას ეროვნული დროშის ქვეშ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მსოფლიო და რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოების დავაში. მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) ადრე გამოვიდა რეკომენდაციით, რუსეთის სპორტსმენებს ოთხი წლით აეკრძალოთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. რუსეთს ამ ვადით აეკრძალა მსოფლიო ჩემპიონატებისა და ოლიმპიადების ჩატარება. აკრძალვა არ ეხება ევროპულ შეჯიბრებებს. კერძოდ, 2021 წლის ზაფხულში რუსეთი უმასპინძლებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს... Читать дальше...

რამდენად ეფექტურად აღასრულებენ თვითმმართველობები პიროტექნიკის გაყიდვისას კანონს

Radiotavisupleba.ge 

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პიროტექნიკის გაყიდვა დაიწყო. გასული წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასაფეთქებლებს უმეტესად არასრულწლოვნები ყიდულობენ და მოიხმარენ, პიროტექნიკის არასწორი გამოყენება კი ხშირად დამწვრობითა და სხეულის მძიმე დაზიანებებით სრულდება. ადამიანები სტაციონარშიც კი ხვდებიან. რამდენად ეფექტურია ადგილობრივი თვითმმართველობების კონტროლი პიროტექნიკის გაყიდვაზე და რა სანქციები მოქმედებს? ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პიროტექნიკის მასობრივი გაყიდვა დაიწყო. მაღაზიებსა თუ ქუჩებში მოწყობილ ღია დახლებზე ე. Читать дальше...

ოკუპაციით დაცილებული ცოლ-ქმარი. მალხაზ კურტაევს ოკუპირებული ტერიტორიიდან ცოლი გამოუძევეს

Radiotavisupleba.ge 

8 თვის ფეხმძიმე თათია ადიკაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან 16 საათზე გამოიყვანეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს ის სოფელ ოძისის საგუშაგოსთან გადასცეს. იგი საოკუპაციო ძალებმა ქმართან, მალხაზ კურტაევთან (ვანიშვილი) ერთად ჯერ ახალგორის საკარანტინო ზონაში რამდენიმე დღით გააჩერეს, შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლებას ცხელი ხაზის მეშვეობით დაურეკეს და უთხრეს, რომ ცოლს (თათია საქართველოს მოქალაქეა) ოკუპირებული ტერიტორიიდან აძევებდნენ, ქმარი კი, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქე, ცხინვალის რეგიონში დარჩებოდა. Читать дальше...

"ოცნება" საბოტაჟზე, ოპოზიცია შანტაჟზე საუბრობს

Radiotavisupleba.ge 

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემული დაპირების შესრულება დაიწყო. მმართველი გუნდი ერთპარტიული პარლამენტის საშუალებით აპირებს დააკანონოს ინიციატივები ოპონენტებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ. დაგეგმილია ასევე პარტიებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაც. ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივები ოპოზიციისთვის და ექსპერტებისთვის შანტაჟისა და ოპონენტების მიზანმიმართული დევნის გამოხატულებაა. ფრანგული წარმოშობის სიტყვა - საბოტაჟი - ნიშნავს საქმის განზრახ ჩაშლას... Читать дальше...

„რესპუბლიკელები" ოპონენტების დევნის გაგრძელებად მიიჩნევენ „ოცნების" ახალ კანონპროექტს 

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს რესპუბლიკური პარტია უარყოფითად აფასებს „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და უფასო სარეკლამო დროის გაუქმებას. „რესპუბლიკელების" შეფასებით, არის პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაგრძელება. „ირაკლი კობახიძის მიერ არაერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ კანონპროექტის მიზანია იმ პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა, რომლებიც ეწევიან საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟს, რაც ადასტურებს იმას, რომ ერთპარტიული პარლამენტი ვერ იფუნქციონირებს... Читать дальше...

ევროპის კავშირმა მოიწონა ბელარუსის მიმართ სანქციების მესამე პაკეტი

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კავშირმა 17 დეკემბერს მოიწონა ბელარუსის მიმართ სანქციების მესამე პაკეტი. მასში მოხვდა 29 ფიზიკური და 7 იურიდიული პირი. სანქციების სიაში არიან პრემიერ-მინისტრი ანატოლი სივაკი, „ბელტელერადიოკომპანიის“ ხელმძღვანელი ივან ეისმანტი, რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე ნატალია კაჩანოვა, გენერალური პროკურორი ანდრეი შვედი, ბელარუსის ინფორმაციის მინისტრი იგორ ლუცკი. სანქციების სიაში მოხვდნენ ასევე ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან კავშირში მყოფი ბიზნესმენები. იურიდიული სტრუქტურებიდან სანქციების სიაში შეიყვანეს მთელი რიგი საწარმოები. Читать дальше...


Музыкальные новости
Ирина Серегина

Сотрудники Росгвардии Московской области написали «Диктант Победы»





Персональные новости
Шапка

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)





წყალბურთის კლუბმა „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა

Radiotavisupleba.ge 

წყალბურთის კლუბმა თბილისის „დინამომ“, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სტარტზე განცდილი ორი მარცხის შემდეგ, პირველი თამაში მოიგო. ზურაბ რურუას გაწვრთნილი გუნდი ბუდაპეშტური ბაბლის მესამე შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის ორგზის ჩემპიონს, მონტენეგროს კლუბ „იადრან ჰერცეგს“, დაუპირისპირდა და ანგარიშით 11:8 სძლია. საქართველოს ჩემპიონი უპირატესობას პირველსავე პერიოდში დაეუფლა - მეოთხედი ანგარიშით 2:1 მოიგო. შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით (4:4) გავიდნენ, შეხვედრის ბედი კი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელშიც... Читать дальше...

არასამთავრობოები ე.წ. საბოტაჟის კანონპროექტზე: მოსალოდნელი სანქციები აღიქმება, როგორც მუქარა ოპოზიციურ პარტიებზე

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაანონსებული სანქციების გამო შეშფოთებას გამოხატავენ. ისინი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საკუთარ მანდატებზე უარის თქმის გამო მოსალოდნელი სანქციები აღიქმება როგორც მუქარა, იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ სანქციების მსხვერპლნი. განცხადებას ხელს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. მასში ნათქვამია, რომ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი დგას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. Читать дальше...

ანრი ოხანაშვილი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე – თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არასწორი ცვლილებაა …

News.ge 

თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არის არასწორი ცვლილება, არსებობს მათთვის შესაბამისი შესაძლებლობა, რომ მობრძანდნენ პარლამენტში, დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარტიების დაფინანსების თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციაში გამოთქმული კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, ალოგიკურია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სულისკვეთებას, რომ პარტიებმა დაფინანსება მიიღონ იმის მიუხედავად, იქნებიან... Читать дальше...

“დღეს, საქართველოს ორმა მოქალაქემ თავშესაფარი მოითხოვა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. ამ წინადადების აზრი გესმით?”

News.ge 

“მთავრობამ და მისმა მხარდამჭერებმა რო დადეს ამონაწერები, აფრიკის დასახლებაში ღარიბი ხალხი არ იშენებდა სახლებს, მაგათ ზოგს 600 კვადრატული და ზოგს 1600 კვადრატული მიწის ნაკვეთები აქვთ სადღაც სოფლებშიო. ჯერ რამხელა უტიფრობაა, დღევანდელ საქართველოში, თბილისში საშოვარზე ჩამოსულ ადამიანს რომ სოფელზე მიუთითებ, ხო გაქვს მიწა, იქ იცხოვრეო. თითქოს არ ვიცოდეთ სად იშოვება დღეს რეალურად ფული. მარა ამას რო ...

Спорт в России и мире
Москва

РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ига Свёнтек

Свёнтек: я чувствую, что с каждым годом получаю всё большую поддержку


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Жёсткие экологические требования решат инновационные энерготехнологии





Путин в России и мире
Москва

Мария Захарова раскритиковала высказывание Нэнси Пелоси о Путине и протестах в США


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Ивлеева

Суд рассмотрит 25 апреля протокол на Ивлееву за дискредитацию ВС России



Москва

Булыкин высказал мнение о дерби «Спартак» и «Локомотив»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net