საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთთან სტუმრად ფრედ ითამაშა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი საფრანგეთთან ფრით გახსნა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი უძლიერეს მეტოქეს პარიზში დაუპირისპირდა, ოთხი გოლი გაუტანა და ამდენივე გაუშვა. საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების გარდა, ამავე ჯგუფშია რუსეთის ნაკრები. მეოთხე გუნდის ვინაობა კი სომხეთისა და ბულგარეთის პლეი ოფში, დღეს უნდა გაირკვეს. ევროპირველობის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი 2021 წლის აპრილამდე გაგრძელდება. თანაჯგუფელები ერთმანეთს ორ-ორჯერ შეხვდებიან - შინ და სტუმრად. Читать дальше...