Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Декабрь
2020

Новости за 15.12.2020

ჩინეთის ხელისუფლება მილიონამდე უიღურს და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს აიძულებს ბამბის პლანტაციებში ხელით მუშაობას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ანალიტიკური ორგანიზაცია გლობალური პოლიტიკის ცენტრი ჩინეთის ხელიუსფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ ასობით ათას ეთნიკურ უიღურსა და სხვა ადგილობრივ მეტწილად, მუსლიმანურ ჯგუფს, აიძულებს მძიმე ხელით იმუშაონ დასავლეთ სინძიანის პროვინციაში არსებულ ბამბის პლანტაციებში. ჩინეთის ხელისუფლების დოკუმენტები და ასევე მედიის ანგარიშები აჩვენებს, რომ დაახლოებით 750 000 ადამიანი, უპირატესად ეთნიკური უიღურებით დასახლებული სამი რაიონიდან, ბამბის ხელით მოსაკრებად გააგზავნეს „სამუშაო ძალების იძულებით განაწილებისა“... Читать дальше...

კრიტიკა თუ თავდასხმა ელჩებზე - მოლაპარაკების ერთადერთ სივრცეზე

Radiotavisupleba.ge 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგების გარშემო საკუთარი პოზიციების გამო, საქართველოს პარტნიორებსა და მეგობრებს, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს მწვავედ აკრიტიკებს ნიკა გვარამია, ოპოზიციური „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და დირექტორი. ამასთან, გვარამიასა და მისი თანამოაზრეების სიტყვებს ბევრი აღიქვამს თავდასხმად - დიპლომატებზე, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებსა და დიალოგის ერთადერთ სივრცეზე. ნიკა გვარამია: მე არ მჯერა კელი დეგნანის ამერიკის 14 დეკემბრის გადაცემაში, „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა... Читать дальше...

რუსეთს სურს აკრძალოს ძალოვანი და მაკონტროლებელი სტრუქტურების თანამშრომელთა ქონების შესახებ ცნობების გამოქვეყნება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი წაკითხვით მხარი დაუჭირა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების გამოქვეყნების აკრძალვას, მათ შორის აკრალვა ვრცელდება სამართალდამცველი, მაკონტროლებელი ორგანოების თანამშრომელთა და სამხედრო მოსამსახურეთა ქონების შესახებ ცნობების გამოქვეყნებაზე. შესაბამისი შესწორების შეტანა იგეგმება „სახელმწიფოს მხრიდან მოსამართლეების, სამართალდამცველი და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირთა დაცვის შესახებ“ ფედერალურ კანონში. აქამდე მოქმედ კანოში არის ჩანაწერი... Читать дальше...



ირაკლი ჩავლეიშვილი „რესპუბლიკურ პარტიას" ტოვებს და შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში

Radiotavisupleba.ge 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეული დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელიც საარჩევნო ბლოკის ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს სიაში „რესპუბლიკური პარტიიდან" მოხვდა, ავტონომიის წარმომადგენლობით ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან „ფეისბუკზე" დაწერა, ამავე დროს, აჩერებს „რესპუბლიკური პარტიის" წევრობას, რადგან მათ ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვთ. „ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით. 1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქ. Читать дальше...

დანგრეული ნაგებობები აფრიკის დასახლებაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 დეკემბერს

Radiotavisupleba.ge 

სახლების დანგრევის მოლოდინში - რა ხდება აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიის დავალებით 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში, თორმეტამდე შენობა ბულდოზერებით დაანგრიეს. მფლობელებმა შენობები სხვადასხვა დროს დედაქალაქის კუთვნილ მიწაზე ნებართვის გარეშე ააშენეს. ადგილობრივები, რომლებიც დემონტაჟს ადევნებდნენ თვალს, ამბობენ, რომ სახლები უკიდურესად ღატაკ მოქალაქეებს ეკუთვნოდათ და აქ ის ოჯახები დასახლდნენ, ვისაც არსად წასასვლელი არ ჰქონდა. მათ პატარა სახლების მშენებლობა სესხით წამოიწყეს. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის... Читать дальше...

კალაძის თქმით, აფრიკის დასახლებაში მიწის ნაკვეთები შესაძლოა გამოიყენოს სამშენებლო კომპანიამ

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში უპასუხა შეკითხვას, ტერიტორია, სადაც დღეს, 15 დეკემბერს, დაანგრიეს შენობა-ნაგებობები, არის თუ არა რომელიმე სამშენებლო კომპანიის ინტერესის საგანი. „ეს არის სახელმწიფო ტერიტორიები. თუ ვინმე კონკრეტული პიროვნება... ეს შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, შეიძლება იყოს კონკრეტული დეველოპერული კომპანია, სამშენებლო კომპანია, შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობისთვის. თუ ისინი გადაწყვეტენ ამ კონკრეტული მიწის ყიდვას, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამ კონკრეტულ მიწას გაყიდის. Читать дальше...

ბრიუსელში მყოფმა ციხანოუსკაიამ ევროკავშირს ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ უფრო აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდა

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია, 15 დეკემბერს ბრიუსელში ჩავიდა, სადაც რამდენიმე შეხვედრა გამართა ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, შეხვდა ასევე ბელგიის პრემიერ-მინსტრს. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დროს ციხანოუსკაიამ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს უფრო მეტად დაუჭირონ მხარი ბელარუსს, აქტიური ზეწოლა მოახდინონ ლუკაშენკას რეჟიმზე წერტილოვანი სანქციებით და შეიტანონ სარჩელები ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ... Читать дальше...



უკრაინის პარლამენტმა კიდევ ერთი წლით გაუგრძელა დონბასს განსაკუთრებული სტატუსი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, ვერხოვნა რადამ, კიდევ ერთი წლით გააგრძელა დონეცკისა და ლუგანსკის ადგილობრივი თვითმმართველობის ცალკეულ რაიონებისათვის მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონის მოქედების ვადა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, დადგენილებას 15 დეკემბერს მხარი დაუჭირა 304-მა დეპუტატმა. საპარლამენტო ფრაქციების „ჰოლოსისა“ და „ბატკივშჩინის“ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. კანონის განმარტების თანახმად, დოკუმენტი მიზნად ისახავს „დამატებითი დროებითი... Читать дальше...

მუქარის შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“

Radiotavisupleba.ge 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ეხმაურებიან „მთავარი არხის" დირექტორის და დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას, „რომ მას დაჭერით და ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ. „ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით საფუძვლიანი ეჭვი, რომ კრიტიკული მოსაზრებების გამო ნიკა გვარამიას მიმართ სისტემატურად ხდება სხვადასხვა სახის ზეწოლა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან", - ნათქვამია განცხადებაში. კოალიცია აცხადებს, რომ 2019 წლის ზაფხულში „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას... Читать дальше...

სახლების დანგრევის მოლოდინში - რა ხდება აფრიკის დასახლებაში

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერიის დავალებით დღეს აფრიკის დასახლებაში 12-მდე შენობა ბულდოზერებით მიწასთან გაასწორეს. მფლობელებმა შენობები სხვადასხვა დროს დედაქალაქის კუთვნილ მიწაზე ნებართვის გარეშე ააშენეს. ადგილობრივები, რომლებიც დემონტაჟს ადევნებდნენ თვალს, ამბობენ, რომ ნაგებობები უკიდურესად ღატაკ მოქალაქეებს ეკუთვნოდათ და აქ ის ოჯახები სახლდებიან, ვისაც წასასვლელი არსად აქვთ. მათ პატარა სახლების მშენებლობა სესხით წამოიწყეს. ადგილობრივები ადასტურებენ, რომ სახლების დიდი ნაწილი, რომელიც კორნელი სანაძის ქუჩას ორივე მხარეს მიუყვება... Читать дальше...

მაიკ პომპეო რუსეთს ადანაშაულებს ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებში „ქაოსისა და დაპირისპირების“ შეტანაში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს მუქარას „ხმელთა შუა ზღვის რეგიონისადმი“ და იწვევს „ქაოსს, კონფლიქტებსა და განეთქილებას“ რეგიონის ქვეყნებში. პომპეოს 15 დეკმბრის განცხადების ადრესატია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რომელმაც განაცხადა, რომ „აშშ-ი რეგიონში პოლიტიკური თამაშებითა გართული.“ ლავროვი კვლავ „ამახინჯებს ფაქტებს და ცდილობს ისტორიის გადაწერას“, - აცხადებს მაიკ პომპეო, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებას ლიბიაში, სირიასა და სხვა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. Читать дальше...

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყება ცხინვალში ტერაქტის აღკვეთის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი ტერაქტის მცდელობის აღკვეთის შესახებ იუწყება. ე.წ. კა-გე-ბე-ს პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას აფეთქების მცდელობა აღკვეთეს, აფეთქების ორგანიზატორი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, დაკავებულია. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, დაკავებულის სახლში ჩატარდა ჩხრეკა და ამოღებულია იარაღის არსენალი - ავტომატომატური ცეცხლსასროლი იარაღი „აკს-74", ორი ხელმყუმბარა „ეფ-1". 600-ზე მეტი ტყვია. Читать дальше...

წყალბურთის კლუბი „დინამო“ იტალიის ბრეშასთან დამარცხდა

Radiotavisupleba.ge 

წყალბურთის კლუბმა თბილისის „დინამომ" ევროსეზონი წაგებით გახსნა. საქართველოს ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისში უმასპინძლა იტალიის „ბრეშას" და დამარცხდა ანგარიშით 9:15. თამაშის პირველი მეოთხედი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა და მასპინძლებმა 4:2 მოიგეს. მეორეში სტუმრებმა შეძლეს ანგარიშის სათავისოდ შეტრიალება და შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ (6:5), მატჩის ბედი კი იტალიელებმა მესამე პერიოდში გადაწყვიტეს, როდესაც ექვსი ბურთით დაწინაურდნენ - 12:6. Читать дальше...


Музыкальные новости
Metallica

Случай на концерте Metallica в России





Персональные новости
Арцах

По запросу Баку в Москве незаконно был задержан известный российский политолог Михаил Александров





ელენე კობიაშვილი: გეკითხებით, უკიდეგანო გამდიდრების მოყვარულებო! რა ღირს თქვენთვის 1 ადამიანის სიცოცხლე?

News.ge 

“კარგად წაიკითხეთ ბიზნესმენებო და ყველამ, ვინც მაღაზიების გახსნისკენ მოუწოდებთ ხელისუფლებას, აგრეთვე, მასმედიამ, ვინც ისტერიულად, სხვადასხვა სიუჟეტებით და ჩახლეჩილი ხმით და ტრაგიკული სახეებით მოუწოდებთ მოსახლეობას ლამის აჯანყებისკენ იმიტომ რომ, შოპინგზე” ვერ გავლენ, მერე რეანიმაციებში ვერ მოხვდებიან, რომ ვერ დაიხოცებიან, მედპერსონსლსაც რომ ვერ შეიწირავთ… ეკონომიკაზე დარდობთ? ხალხს მოშივდება- იმაზე დარდობთ? არა, არც ერთი თქვენთაგანი ამაზე არ დარდობს!!! ...

ირაკლი ჟვანია: კანონი ყველასათვისაა, იმათ გარდა …

News.ge 

“- უკანონო ქოხის აშენება დანაშაულია. მილიარდის ბიუჯეტიდან გადაყრა არა. – ღერძულა ხაზის გადაკვეთა დანაშაულია, 48 მილიონის მოპარვა არა. – შემთხვევით მანქანით კაცის გატანა დანაშაულია, პანდემიის შესაჩერებლად ზომების არ მიღება და დღეში 50 ადამიანის სიკვდილი არა. – სახელმწიფო ჯართის გამოყებება დანაშაულია, მილიონობით სახელმწიფო ჰექტარის კაპიკებში “დათრევა” არა. – ოპელი მანქანა არაა, ჰამერი კი. – ყველა დამნაშავეა, ...

გაათავისუფლეს აფრიკის დასახლებაში დაპირისპირების დროს დაკავებული 12 მოქალაქე

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს თბილისში, აფრიკის დასახლებაში დაპირისპირების დროს დაკავებული 12 მოქალაქე. მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა თბილისის მერიის მიერ შენობა-ნაგებობების დანგრევას. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების (რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს) დარღვევის საფუძვლით სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ „ფეიბუკზე" დაწერა... Читать дальше...

თბილისის მერიასთან შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლებს

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დანგრევა გააპროტესტეს თბილისის მერიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა. ისინი ამბობენ, რომ შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მხარდაჭერას უცხადებენ მათ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, რეალურად არავის სურს საკუთარი ხელით აშენებულ ბარაკში ცხოვრება, მაგრამ ამჟამინდელი საბინაო პოლიტიკა ამ ადამიანებს მძიმე პირობებში ცხოვრების გარდა, სხვა გზას არ უტოვებს. მათი თქმით, რეალურად, ამის საშუალებასაც აღარ აძლევენ. როგორც აქციის ორგანიზატორებმა თქვეს, 16 დეკემბერს გაიმართება კიდევ ერთი აქცია. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Линетт сыграет против Соболенко во втором круге турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперты дали советы по выбору идеального района для семейной жизни в Москве





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время движения поездов от Москвы до курортов Черноморского побережья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск не исключает попыток оппозиции оторвать часть территории Белоруссии в пользу НАТО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Желдорреммаш

Улан-Удэнский ЛВРЗ подвел производственные итоги первого квартала 2024 года



Москва

Как выбрать хороший визовый центр, чтобы срочно оформить загранпаспорт и шенгенскую визу

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net