Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Декабрь
2020

Новости за 31.12.2020

გახარია: დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო

Radiotavisupleba.ge 

ახალ წელს ულოცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. „მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი ჩვენს თითოეულ თანამემამულეს - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ; ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - ჩვენ მხოლოდ მათთან ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს", - აცხადებს გახარია.  მთავრობის მეთაური ყველა განსაცდელის დაძლევის გზად ხედავს ერთიანობას. მისი თქმით, ამ გზით ასრულდება ქართველი ხალხის ოცნება - საქართველო დაიმკვიდრებს საკუთარ ღირსეულ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში. პრემიერ-მინისტრს მიაჩნია... Читать дальше...

პრეზიდენტის მილოცვა: 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს!

Radiotavisupleba.ge 

2021 წლის დადგომა მიულოცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს. მან მიმართვა სამძიბრით დაიწყო:  „2020 წელს ვემშვიდობებით! ეს წელი უმძიმესი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყველას, ვინც ამ ურთულეს პერიოდში დაკარგა ოჯახის წევრი, ახლობელი თუ მეგობარი.  პანდემიამ შეცვალა მსოფლიო - შეარყია ეკონომიკა, ჩაგვიკეტა საზღვრები, ჩვენც შეგვცვალა -  შიში ჩაგვინერგა“. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება. Читать дальше...



„ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს, ღმერთს უყვარს ადამიანი" - ილია მეორემ საქართველოს შობა-ახალი წელი მიულოცა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შობა-ახალი წელი მიულოცა საქართველოს.   „ჩვენ ვთხოვთ უფალს მშვიდობას, სიხარულს. ეს ცხოვრება ცვალებადია. ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს, ღმერთს უყვარს ადამიანი, ადამიანის მოქმედება უნდა იყოს სათნო, კეთილი“, - აცხადებს ილია მეორე. პატრიარქმა თქვა: „ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, არ უნდა დავუმძიმოთ ჯვარი. გილოცავთ ახალ წელს და ქრისტეშობის დღესასწაულს, იმედი არ უნდა დავკარგოთ, ჩვენთან არს ღმერთი!“

მსოფლიოში მკაცრი საკარანტინო ზომების პირობებში ზეიმობენ 2021 წლის დადგომას

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოში 2021 წლის დადგომას ზეიმობენ. ამჯერად ახალ წელს მკაცრი საკარანტინო ზომების პირობებში აღნიშნავენ რიგ ქვეყნებში COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდის გამო. სიდნეიდან ნიუ-იორკამდე შეცვლილია ფოიერვერკების გამოყენების წესები, გაუქმდა მრავალი სხვა საჯარო ღონისძიება. ამჟამად განსაკუთრებული სიწყნარეა ევროპაში, სადაც კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ეშინიათ. საფრანგეთში პოლიციის ასი ათასამდე თანამშრომელია მობილიზებული, რათა აღკვეთონ ხალხმრავალი საახალწლო წვეულებები და კომენდანტის საათის დარღვევები. Читать дальше...

მადრიდი და ლონდონი უკანასკნელ მომენტში შეთანხმდნენ გიბრალტარის საზღვრის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

მადრიდმა და ლონდონმა უკანასკნელ მომენტში მოახერხეს, მიეღწიათ შეთანხმებისთვის, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ესპანეთში თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეინარჩუნონ ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ. ამ შეთანხმებით, გიბრალტარი, ბრიტანეთის შორეული ტერიტორია, რომელიც ესპანეთს ესაზღვრება, უნდა გახდეს შენგენის ზონა, რათა მომავალ წელს თავიდან აიცილოს ე.წ. მკაცრი საგარეო საზღვარი ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან. დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთს შორის შეთანხმება ახლა ევროკავშირმა და ლონდონმა უნდა შეათანხმონ... Читать дальше...

ხოშტარია და დეკანოიძე „გლდანის ციხესთან" მივიდნენ „პოლიტპატიმრების" მხარდასაჭერად

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წევრმა ელენე ხოშტარიამ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ #8 პენიტენციურ დაწესებულებასთან („გლდანის ციხესთან") ფრანები გაუშვეს და „პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს" მხარდაჭერა გამოუცხადეს.  „თავისუფლება პოლიტპატიმრებს" - ამ ტრანსპარანტით ისინი მოითხოვენ „მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუასა და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას.  ოპოზიცია რურუას, მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლების... Читать дальше...



გორში მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა

Radiotavisupleba.ge 

თვითმხილველების ცნობით, ფეიერვერკის მოხვედრის შედეგად გორის მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა განათებული ფიგურა.

ციხეში ხანმოკლე პაემნებზე შეზღუდვა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს

Radiotavisupleba.ge 

სპეციალური ოპენიტენციურის განცხადებით, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს ხანმოკლე პაემნებზე შეზღუდვა, თუმცა ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ამანათების მიღება შეეძლებათ. როგორც სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა მიმდინარე წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა... Читать дальше...

ირანმა დონალდ ტრამპი „ომის საბაბის“ შეთითხნის მცდელობაში დაადანაშაულა

Radiotavisupleba.ge 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა აშშ-ის მიმავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა ორ ქვეყანას შორის „ომის საბაბის“ ფაბრიკაციის მცდელობაში. ზარიფმა ეს განცხადება გააკეთა 31 დეკემბერს, ირანის მაღალი რანგის გენერლის ერაყში დრონით მოკვლის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე. რამდენიმე კვირაა, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ-მა ან მისმა მოკავშირე ერაყმა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელოს ერთი წლის წინანდელი მოვლენის აღსანიშნავად. 23 დეკემბერს ტრამპმა გააფრთხილა თეირანი... Читать дальше...

პაშა ბანკის მხარდაჭერით, წეროვანში ახალგაზრდული სამკითხველო მოეწყო

News.ge 

პაშა ბანკის მხარდაჭერით, წეროვანში ახალგორის დევნილი მოსახლეობისთვის ახალგაზრდული სამკითხველო მოეწყო. პროექტის ინიციატორი ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა, ეკვილიბრიუმია. წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვები და მოზარდები უკვე შეძლებენ, ეზიარონ თანამედროვე ავტორთა შემოქმედებას და გაიმრავალფეროვნონ ცოდნა. „ეკვილიბრიუმი გულისხმობს სოფლის ბიბლიოთეკების წიგნებით, ინტერნეტით, კომპიუტერით მომარაგებას, მათ აღდგენას. ძალიან გვიხარია, რომ პაშა ბანკი შემოუერთდა ჩვენს ინიციატივას და საახალწლო საჩუქრად... Читать дальше...

ცნობილია სად გაიმართება და ვინ იმღერებს თბილისში საახალწლო კონცერტზე

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერიის ორგანიზებით გამართული საახალწლო ღონისძიება დღეს, 23:00 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია ვინ მიიღებს მონაწილეობას კონცერტში, რომელიც ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში) გაიმართება. კონცერტი, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის გამო მაყურებელი ვერ დაესწრება, პირდაპირ ეთერში გადაიცემა (მათ შორის ტელეკომპანია "იმედზე"). "წლევანდელი გალაკონცერტი განსხვავებული ფორმატის იქნება - შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე წარდგებიან, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენს. Читать дальше...

დაიწყო ევროკავშირში საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება

Radiotavisupleba.ge 

დაიწყო  აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან, ევროკავშირში, საქართველოს გავლით გაზის მიწოდების პროცესი.  აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზი თურქეთსა და ევროგაერთიანებს ქვეყნებს მიეწოდება საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით.  იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პროცესის დაწყებას ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.  მისი განმარტებით, სამხრეთის დერეფანი... Читать дальше...

სავაჭრო ცენტრები 1-2 იანვარსაც იმუშავებენ

Radiotavisupleba.ge 

მსხვილი სავაჭრო ცენტრები თბილისში 1 და 2 იანვარსაც იმუშავებენ, შემდეგ კი ფუნქციონირებას დროებით ისევ შეაჩერებენ. „თბილისი მოლის“ ცნობით, სავაჭრო ცენტრი ღია იქნება 12:00-დან 19:00 საათამდე; „სითი მოლი“ 1-2 იანვარს 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს; „გალერია თბილისი“ - 09:30-დან 19:00 საათამდე; „ისთ ფოინტში“ 1 იანვარს მაღაზიები ღია იქნება 13:00-დან 19:00 საათამდე, ხოლო 2 იანვარს - 08:00-დან 19:00 საათამდე. გამონაკლისი იქნება "დომინო" - ჰიპერმარკეტი არ იმუშავებს; "გორგია" მხოლოდ 2 იანვარს 09:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს. Читать дальше...

Bellingcat-ის თანამშრომელმა გამოაქვეყნა მონაცემები ნავალნიზე სავარაუდო თავდამსხმელთა 500 ათასზე მეტ მგზავრობაზე

Radiotavisupleba.ge 

საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის თანამშრომელმა ხრისტო გროზევმა გამოაქვეყნა მონაცემები ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნიზე თავდასხმის სავარაუდო მონაწილეთა, სავარაუდოდ ფსბ-ს თანამშრომელთა, 565 მგზავრობის შესახებ. მონაცემები განთავსებულია ცხრილში საჯაროდ ხელმისაწვდომ Google Docs-ის სერვისში.   ცხრილში მოხვდა მონაცემები ათი ადამიანის მგზავრობის შესახებ 2005-2020 წლებში. ორი მარშრუტის მონაცემები ბაზიდან ამოღებულია, ვინაიდან Bellingcat-ი მათთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს, განაცხადა გროზევმა. Читать дальше...

2020 წელს ჩვენგან წასული ადამიანები

Radiotavisupleba.ge 

„ჩარი რამას“ კომპოზიტორი, „ოთარაანთ ქვრივის“ გიორგი, „ცეროდენას ეკრანის“ დონარა - პიროვნებები, რომლებიც მე-20 საუკუნის საქართველოს ქმნიდნენ, ნელ-ნელა ჩვენგან მიდიან. რადიო თავისუფლება 2020 წელს გარდაცვლილ ცნობილ ადამიანებს იხსენებს. გოგი თოდაძე - რეჟისორი „ეს რა ცხოვრებაა - გეცინებოდეს, ვერ იცინო, გეტირებოდეს, ვერ იტირო. მე ამ სახლს გავყიდი“! - ამბობს ერთ-ერთი პერსონაჟი სპექტაკლისა „ეზოში ავი ძაღლია“. ის დიდ ეზოში ცხოვრობს, სადაც მეზობლებს ყველაფერი ესმით. „ეზოში ავი ძაღლიას“ რეჟისორი გოგი თოდაძეა. Читать дальше...

2020 - სადავო არჩევნებისა და ერთპარტიული პარლამენტის წელი

Radiotavisupleba.ge 

მძიმე და მღელვარე 2020-მა პოლიტიკური თავსატეხი 2021 წელსაც გადაულოცა. ჯერაც გაურკვეველია, როგორ დასრულდება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კვალდაკვალ გაღვივებული პოლიტიკური კრიზისი. მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ ქვეყანას ჯერ ისევ ერთპარტიული პარლამენტი აქვს. რადიო თავისუფლება იხსენებს წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს - სადავო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. ბრძოლა პროპორციული არჩევნებისთვის პოლიტიკური სპექტრი საპარლამენტო არჩევნებამდეც დიდი ბრძოლით მივიდა. წლის დასაწყისიდანვე გაგრძელდა... Читать дальше...

აშშ-ში დეკემბერში 20 მილიონი ადამიანის ნაცვლად 2,6 მილიონის ვაქცინაცია მოესწრო

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში დღემდე მხოლოდ 2,6 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რაც დიდად ჩამოუვარდება მთავრობის გეგმას, 20 მილიონის ვაქცინაცია ჩატარებულიყო წლის ბოლომდე. დღეის მონაცემებით შტატებს დაურიგდათ დაახლოებით 14 მილიონი დოზა Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები, განაცხადეს ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა. დეკემბრის დამდეგს აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში მის განკარგულებაში იქნება 40 მილიონი დოზა ვაქცინა, რაც 20 მილიონი ამერიკელის ორჯერ ვაქცინაციისთვის იქნებოდა საკმარისი. Читать дальше...


Музыкальные новости
Земфира

Сын Орбакайте и Преснякова посетил концерт Земфиры, закрыв себе дорогу в Россию





Персональные новости
Желдорреммаш

Улан-Удэнский ЛВРЗ подвел производственные итоги первого квартала 2024 года





რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტები ზედამხედველ ორგანოს ადანაშაულებენ "დამოუკიდებლობის შეზღუდვაში"

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების სარედაქციო საბჭომ და 23 ენაზე მომუშავე სამსახურების მთავარმა რედაქტორებმა საპროტესტო წერილი გაუგზავნეს საზედამხედველო სააგენტოს ხელმძღვანელს და დაადანაშაულეს ის ტრადიციული ორპარტიული მიდგომიდან ”უპრეცედენტო უკანდახევასა” და ”იმ მედიაორგანიზაციის დამოუკიდებლობის შეზღუდვაში, რომლის დაცვაც აქვს მინდობილი.“ წერილი აშშ-ის საერთაშორისო მედიის სააგენტოს (USAGM) აღმასრულებელ დირექტორს, მაიკლ პაკს ასევე ადანაშაულებს „ბოლო წუთს განხორციელებულ ძალისხმევაში, უზრუნველყოს მხოლოდ ერთი პარტიის კონტროლი რადიო თავისუფლებაზე“... Читать дальше...

ბრიტანეთის დედოფალმა ბეჭედი დაუსვა ლონდონსა და ბრიუსელს შორის შეთანხმებას

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ორ მხარეს შორის სავაჭრო ხელშეკრულება ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ მოიწონა და მას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. 30 დეკემბერს ღამით დოკუმენტს ბეჭედი დაარტყა დედოფალმა ელისაბედ მეორემ. ლონდონსა და ბრიუსელს შორის შეთანხმება 2021 წლის 1 იანვარს შედის ძალაში. მანამდე, 30 დეკემბერს, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროკავშირის ხელმძღვანელებმა. ლონდონსა და ბრიუსელს შორის შეთანხმების ყველა ფორმალური მხარის მოგვარების შემდეგ მას რატიფიკაცია უნდა გაუკეთოს ევროპარლამენტმა... Читать дальше...

პაკისტანში ინდუისტური ტაძრის განადგურების 14 მონაწილე დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანში 14 პირი დააკავეს მას მერე, რაც ასეულობით ადამიანმა იერიში მიიტანა საუკუნეობრივ ინდუისტურ ტაძარზე და ცეცხლი წაუკიდა მას. ადგილობრივმა პოლიციამ 31 დეკემბერს განაცხადა, რომ წინა დღით, ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ხიბერ პახტუნხვას კარაკის რიონში მოეწყო რეიდები, რათა დაეკავებინათ ის პირები, რომლებიც ტაძარზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.  ნციდენტს მოჰყვა ინდუისტთა თემის, ასევე უფლებადამცავების და ფედერალური მთავრობის მხრიდან მომხდარის დაგმობა. „ეს არის უმცირესობის მიმართ ბარბაროსული მოპყრობა... Читать дальше...

Как будут встречать Новый Год в Грузии знаменитости?

ИА «Новости-Грузия» 

"Не навещайте даже бабушек и дедушек", "никаких застолий и собраний", "Новый Год отмечаем дома" – такими призывами эпидемиологов к гражданам Грузии пестрят почти каждый день журналы и газеты, агентства и телеканалы страны

Спорт в России и мире
Москва

Андрей Мидловец выиграл якутский финал на первенстве России


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Свёнтек разгромила Кырстю и вышла в 1/8 финала турнира WTA-1000 в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Жёсткие экологические требования решат инновационные энерготехнологии





Путин в России и мире
Москва

Мария Захарова раскритиковала высказывание Нэнси Пелоси о Путине и протестах в США


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

Блогерша Алена Водонаева заявила, что ей нравится сын рэпера Джигана



Москва

Пассажир авиарейса из Москвы в Барнаул устроил на борту дебош и был задержан

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net