Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Декабрь
2020

1 მარტიდან ვერცერთი არაადაპტირებული შენობა ვერ აშენდება - "ღია საზოგადოების ფონდის" განცხადება

0
1 მარტიდან ვერცერთი არაადაპტირებული შენობა ვერ აშენდება -

საქართველოს მთავრობის დადგენილებით „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების” დამტკიცებას ეხმაურება „ღია საზოგადოების ფონდი“. მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ვერცერთი შენობა-ნაგებობა თუ ინფრასტრუქტურული მოწყობა, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა, ვერ განხორციელდება ყველა კატეგორიის ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროების გაუთვალისწინებლად. ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 1 მარტიდან შევა და ამ პერიოდის შემდეგ გაცემულ სამშენებლო ნებართვებს შეეხება.

განცხადების თანახმად, ეს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიღწევაა "ღია საზოგადოების ფონდის" ადვოკატირების საქმიანობაში, რაც თანაბრად აისახება ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა პირზე, გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და ხელს შეუწყობს მათ სრულყოფილ და დამოუკიდებელ მონაწილეობას ყველა სფეროში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ერთი წლის განმავლობაში ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამამ ათეულობით შეხვედრა ჩაატარა შშმ პირებთან იმისათვის, რომ ზედმიწევნით აესახა მათი საჭიროებები ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებში“.

ფონდის ინიციატივით ითარგმნა და საქართველოს რეალობას მოერგო საერთაშორისო სტანდარტი „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობები და მოწყობილობები“ (ICC A117.1-2017), რომელიც მოიცავს საჯარო სარგებლობის შენობა-ნაგებობების, სარეკრეაციო სივრცეების, ქუჩებისა და დამხმარე საშუალებების უნივერსალური მოხმარების კონცეფციას და ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირების მრავალფეროვან საჭიროებებს.

„ღია საზოგადოების ფონდი“ მიიჩნევს, რომ რეგლამენტში წარმოდგენილი ტექნიკური კრიტერიუმები ადგილებს, საშუალებებს, შენობებსა და ელემენტებს იმ ადამიანებისთვის მისაწვდომსა და გამოყენებადს ხდის, რომელთაც ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, სიარულისას დამოკიდებულნი არიან დამხმარე საშუალებებზე, არიან უსინათლონი და მცირემხედველნი, ყრუ და სმენადაქვეითებულნი, არ შეუძლიათ კოორდინაცია, არ შეუძლიათ რამესთან მიღწევა და მანიპულაცია/ხელის მტევნისა და თითების მოძრაობა, ნაკლებ ამტანები არიან, უჭირთ გრძნობიერი ინფორმაციის გადმოცემა და მასზე რეაგირება და ახასიათებთ ფიზიკური ზომის უკიდურესობები.

ფონდის შეფასებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეგლამენტში გათვალისწინებულია ყველა კატეგორიის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები.

განცხადებაში, აგრეთვე, ვკითხულობთ, რომ ერთწლიან სამუშაო პროცესში ინტენსიურად მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, თბილისის მერიის წარმომადგენელი გიგა სოფრომაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შშმ პირები და ორგანიზაციები, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების და მისაწვდომი სტანდარტების ექსპერტები და გაეროს განვითარების ფონდის თანამშრომლები.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Москва увеличивает объемы специализированной медицинской помощи


Спорт в России и мире
Москва

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Юлия Путинцева

Путинцева вернулась после 0:6 и одержала важную победу


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Практически все животные Москвы вышли из зимней спячки до начала майских холодов





Путин в России и мире
Москва

Владимир Путин попросил передать послание духовному лидеру Ирана


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певица

Певица Нексюша рассказала, как живет с ВИЧ



Москва

Купить контейнер 40 футов: где в СПб?

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net