ცნობილი მდიდარი ადამიანები, რომლებიც სიძუნწით გამოირჩეოდნენ
არ აქვს მნიშვნლობა რამდენი მილიარდი გაქვს, თუკი ცენტის დახარჯვაც გენანება. და ასეთი ქმედება ახასიათებს ბევრ იმ ადამიანს, ვინც შეძლო და მრავალმილიარდიანი ქონება დააგროვა.
ამბობენ, რომ ჩარლი ჩაპლინი პათოლოგიურად ძუნწი იყო მიუხედავად იმისა, რომ კვირაში დაახლოებით ათი ათასი დოლარს გამოიმუშავებდა, რაც იმ პერიოდისათვის დიდი თანხა იყო. კოლეგები, მარლონ ბრანდო და ორსონ უელსი მასზე, როგორც საშინლად ძუნწ ადამიანზე, ისე საუბრობდნენ. როცა ჩარლი ჩაპლინი მეგობრებთან ერთად სადილობდა, არასოდეს იხდიდა თავის წილ თანხას, მიაჩნდა რომ ყოველთვის აღმოჩნდებოდა ვინმე, ვინც მის მაგივრად გადაიხდიდა. სწორედ მისი ხელმომჭირნე ცხოვრების გამო ვერ აეწყო მისი პირადი ცხოვრება მილდერ ჰარისთან. ახალგაზრდა მეუღლე ჩაპლინმა ბევერლი-ჰილზის იმ სახლში მიიყვანა, რომელიც იმ დურგლების მიერ იყო აშენებული, ვინც ფილმის დეკორაციებს აშენებდნენ. გასაკვირი არ არის, რომ სახლი ძლიერი ქარის დროს ქანაობდა. მეუღლემ ჩარლი, ორი წლის შემდეგ მიატოვა.
ცნობილმა ბერძენმა მაგნატმა, არისტოტელე ონასისმა ქონება მძიმე შრომით მოიპოვა და ზრდასრულ ასაკში მიაღწია მილიარდერის სტატუსს. თუმცა ბევრს ის ახსოვს არა მხოლოდ როგორც მილიარდელი, არამედ მამაკაცი რომელმაც შეძლო მოეხიბლა თავად ჟაკლინ კენედი – პრეზიდენტის ქვრივი და ამერიკის სათაყვანებელი ქალბატონი. საინტერესოა, რომ ონასისი ჟაკლინ კენედის ყველა სურვილს ასრულებდა, თუმცა მისი ბიოგრაფი სტივენ ბირმინგემი ასეთ ისტორიას იხსენებს: “ეკიპაჟთან შეხვედრის დროს, მილიარდერმა ნაგვის ყუთს თავი ახადა, ხელი ჩაყო და მაკარონის ნარჩენები აღმოაჩინა, რასაც ონასისის ღრიალი მოჰყვა – რატომ გადაყარეთ საჭმელი?”.