ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს დაუდასტურდა კორონავირუსი
Covid - 19 დაუდასტურდა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნავენ, მაჭავარიანი თავს კარგად გრძნობს და სახლიდან დისტანციურად აგრძელებს მუშაობას.
კორონავირუსი, ასევე, დაუდასტურდა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს. ისიც სახლში მკურნალობს.
ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისზე მოდის. გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 937-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი.