ირანის პრეზიდენტმა ისრაელი დაადანაშულა ბირთვული მკვლევარის მკვლელობაში
ირანის პრეზიდენტმა ჰასა როჰანიმ ისრაელი დაადანაშაულა ირანის მაღალი რანგის ბირთვული მკვლევარის, მოჰსენ ფახრიზადეს, მკვლელობაში. „მორიგ ჯერზე ირანის შვილის სისხლით შეიღება გლობალური ქედმაღლობის და სიონისტური რეჟიმის დაქირავებულების მტრული ხელები“, - განაცხადა ჰასან როჰუანიმ და დასძინა, რომ ირანი შურს იძიებს მომხდარი ტერორისტული თავდასმხისთვისო.
ირანის ნახევრადსახელმწიფო სააგენტო "ფარსი" იტყობინება, რომ თავდასხმა მოხდა აბსარდში, თეირანის აღმოსავლეთში მდებარე პატარა ქალაქში. ამავე ცნობით, თვითმხილველებმა გაიგონეს აფეთქების, შემდგ კი ავტომატური იარაღის სროლის ხმა. ფარსის თანახმად, თავდასხმის სამიზნე იყო ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ფახრიზადე.
ფახრიზადე ადრე ხელმძღვანელობდა ირანის ბირთვულ პროგრამას „ამადს“. ისრაელი და დასავლეთი თვლიან, რომ ეს პროგრამა იყო სამხედრო ოპერაცია და მისი მიზანს წარმოადგენდა ირანის ბირთვული იარაღის შექმნა. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, პროგრამა „ამადი“ დასრულდა 2000-იანი წლების დასაწყისში.
თეირანი უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ თავისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ბუნებისაა.
სააგენტოს ექსპერტები დღესდღეობით აკონტროლებენ ირანის ბირთვულ ობიექტებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების საფუძველზე.