შსს-ს ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 5 მძევალი რჩება
სამართალდამცველების მიერ მოლაპარაკებების შედეგად წერეთლის გამზირზე მდებარე მირკოსაფინანსო ორგანიზაციის შენობიდან მძევლად აყვანილი 11 პირიდან 6 გათავისუფლებულია.
შსს-ს ინფორმაციით, შენობაში ამ დროისთვის 5 მძევალი რჩება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამჟამად კვლავ აგრძელებენ მოლაპარაკებებს”,- აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში „ემ – ბი – სი“ პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა.