Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2020

ეუთოს დასკვნას ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს და მისიის წარმომადგენლების რეპუტაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

0

საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს და მანდატები მოიპოვეს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნას აფასებენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჩიხი და პოლარიზაცია, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორები საუბრობენ, ხელისუფლებამ შექმნა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ არჩევნების შედეგების აღიარებას და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობის დაწყებას.

ოპოზიციის ნაწილმა, დღეს ეუთოს მისიის წარმომადგენლების რეპუტაციია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

“ანუ არ გაყალბდა არჩევნებიო? არ გავცნობივარ განცხადებას, არ ვიცი რას მომიწოდებს რამდენიმე ადამიანი, რომელიც “ქაართული ოცნების” მაღალი თანამდებობის პირების დაბადების დღეზე რომ აღმოჩნდნენ ადამიანები, არჩევნების წინა ღამეს და ფოტოები რომ გავრცელდა, თუ ამ ადამიანებზე საუბრობთ და ამათი დასკვნაა არ ვიცი,”- აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.

“მიტაცებულმა ამომრჩევლის ნებამ შექმნა უპრეცენდენტო რეალობა საქართველოსთვის და მათ შორის, მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვისაც, როდესაც არცერთი პოლიტიკური პარტია, არც ბარიერგადალახული და არც ბარიერგადაულახავი არ აღიარებს ამ შედეგს. არსებობს კონსესუსი, ბარიერგადალახულ პარტიებს შორის, რომ არცერთი არ აპირებს არჩევნების შედეგების აღიარებას იმ გაყალბების გამო, რომელიც დაუსვა “ქართულმა ოცნებამ”. თუკი პოლტიკური კრიზისი და ჩიხი არის ქვეყანაში, ის შექმნა ხელისუფლებამ. გამოსავალი ამ ჩიხური მდგომარეობიდან არის ის, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები,”-აცხადებს “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი აბესაძე.

“ჩიხიდან გამოსვლა დამოკიდებულია ქართულ ოცნებაზე”, ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენი მოთხოვნები ცნობილია, ველოდებით შემხვედრს წინადადებას, ამაზე შეიძლება დისკუსია და მოხდეს მოლაპარაკება. თუ მეორე მხარე შემხვედრი წინადადებით არ მოვიდა, ვერ მოხდება მოლაპარაკება, რაც არ უნდა დაწეროს ეუთომ, თუ სხვა ორგანიზაციამ,”- აცხადებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში პოლარიზაციის დაძლევისკენ მოუწოდებენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ლიდერებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საჭიროა პოლიტიკური ჩიხის გადალახვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა.

მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორის, ილონა ჰოქსას განცხადებით, საჩივრების განხილვის შემდეგ ყველა არჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს თავისი მანდატი და შევიდეს პარლამენტში.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин посетил фестиваль «Москва — на волне. Рыбная неделя»


Спорт в России и мире
Москва

Команда Центрального округа Росгвардии стала призером на чемпионате по пожарно-спасательному спорту в Москве (видео)


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ролан Гаррос

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

«Восход», Тинькофф Банк и Альфа объявили о совместном pre-IPO фонде в секторе tech на 4 млрд рублей





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о суверенной финансовой системе в России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Путин и Лукашенко обсудили по телефону предстоящий саммит ШОС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

НАТО оказалась не готова к войне с Россией. Тайное соглашение США и Киева: Враг нацелился на Белгород - источники


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Оркестр

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток



Москва

День соседей отметили в Стругах Красных

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net