Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2020

სომხური ტრაგედია

0
სომხური ტრაგედია

ავტორი: თენგიზ აბლოთია, „ეხო კავკაზა“

სამხრეთ კავკასიაში ომი მთავრდება. ახლა სწორედ ის დროა, დასკვნები გამოვიტანოთ.

ყარაბაღის მოვლენები საუკეთესო გაკვეთილია გულუბრყვილო ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოსკოვის კეთილგანწყობა შეიძლება ისეთი წვრილმანით მოიპოვო, როგორიცაა, მაგალითად, ნატოში გაწევრიანების სურვილზე უარის თქმა ან საგარეო პოლიტიკაში რუსეთის ერთგულების დემონსტრირება, მაშინ როცა აპირებ ქვეყნის შიგნით წამოიწყო: სრულყოფილი დემოკრატიის მშენებლობა, კორუფციასთან ბრძოლა, ქურდების დაპატიმრება და მაღალ თანამდებობებზე იმ ახალგაზრდების დანიშვნა, რომლებსაც განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული.

„კრემლისთვის მთავარი გეოპოლიტიკური ინტერესებია, აქ რას გავაკეთებთ, მას არ აინტერესებს“ - რამდენჯერ გაგვიგია ეს თითქოს ლოგიკური არგუმენტი. ყველაფერი ასეც იქნებოდა, რუსეთის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე რომ ვლაპარაკობდეთ.

რისთვის დასაჯეს სომხეთი, თანაც მკაცრად, დემონსტრაციულად? ფაშინიანის მთავრობა არც ევრაზიული კავშირიდან გამოსვლას აპირებდა, არც ნატოში შესვლას, არც რუსული ბაზების გიურმიდან გაყვანა და პრორუსულ ორიენტაციაზე უარის თქმა სურდა. სომხებს, უბრალოდ, უნდოდათ ქვეყანაში წესრიგი დაემყარებინათ, კორუფციასთან ებრძოლათ და რამდენიმე ისეთი თანამოქალაქე ჩაესვათ ციხეში, რომლებიც გასული წლების განმავლობაში ქვეყანას ძარცვავდნენ.

ქართველი „ბნელების“ ლოგიკით, რუსეთს ამასთან რა ესაქმება. მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ სომხეთის მთავარი კორუფციონერები პუტინის ერთგული მეგობრები ყოფილან. აღმოჩნდა, რომ რუსეთის გავლენის სფეროში კორუფციასთან ბრძოლა მთავარი დანაშაულია და პატიებას არ ექვემდებარება.

ეს საინტერესო უნდა იყოს აფხაზებისთვისაც, რომლებიც მრავალი წელია თავს იმტვრევენ კითხვაზე, თუ რატომ ბლოკავს რუსეთი აფხაზეთში ყველანაირ რეფორმას, რუსეთს ხომ ამისგან არანაირი ზიანი არ მიადგება? რატომ არის საჭირო, რომ პრორუსულობის სიმბოლოდ აუცილებლად კორუფცია, ბანდიტიზმი, კლანები, კრიმინალური ავტორიტეტები იყოს? სხვაგვარად არ შეიძლება?

ეს საინტერესო უნდა იყოს ოსებისთვისაც, რომლებმაც ვერაფრით გაიგეს, თუ რატომ განაწყენდა კრემლი ალა ჯიოევაზე და არ მისცა საშუალება პრეზიდენტი გამხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ მას ისეთივე პრორუსული ორიენტაცია ჰქონდა, როგორიც ყველა დანარჩენ ოს ლიდერს.

ასე რომ, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ნატოზე უარის თქმა თქვენ არ გიშველით. პრორუსული ორიენტაცია ნიშნავს ყრუ დიქტატურას, კორუფციას, არჩევნების თითქმის გაუქმებას და კანონიერ ქურდს ყოველ სადარბაზოში... გინდათ ეს?

კიდევ ერთი გაკვეთილი - სომხეთის მოვლენები. ისინი ქართველებს ჰგვანან იმ კუთხით, რომ ჩვენი ხალხი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტერიტორიას. 1993 წელს სომხებმა თავიანთი პრიორიტეტი მკაფიოდ ჩამოაყალიბეს: პირველ ადგილას ტერიტორია და მხოლოდ ამის შემდეგ ქვეყნის განვითარება. ყარაბაღის შესანარჩუნებლად სომხეთი წლების განმავლობაში არაკომპეტენტურ მმართველობას, კორუფციასა და კლანებს ითმენდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რუსეთს აძლევდა ხელს.

განა ეს არ ჰგავს ქართველების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მზადაა რუსეთის სამოწყალოდ გაიხადოს საქმე, ოღონდ ტერიტორიები დაიბრუნოს. ვერ იგებენ, რომ ცალკეული ტერიტორია მთელ ქვეყანაზე მაღლა არ უნდა დააყენო. რომ კორუმპირებული, ბანდიტური საქართველო ღარიბი და არაფრისმაქნისი იქნება, აფხაზეთით თუ მის გარეშე.

უახლოეს წლებში სომხეთს რთული დრო ელის. აქ მხოლოდ ორი გზაა. პირველი - ისევ წრეზე, ისევ რუსეთი, ისევ „რუსეთს ნუ გავაბრაზებთ და ტერიტორიებს მოგცემს უკან“... შედეგების პროგნოზირება ახლავე შეიძლება. მიწას მაინც არავინ დააბრუნებს. ჯერ ერთი აზერბაიჯანი ის აღარაა, რაც 93-ში იყო დ არც თურქეთია იგივე.

არის მეორე გზაც - სომხეთი აღარ უნდა ჩაებღაუჭოს ტერიტორიებს და უნდა წავიდეს იქითკენ, სადაც მისი ადგილია - ევროპაში.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин и Патриарх Кирилл посетили фестиваль «Пасхальный дар»


Спорт в России и мире
Москва

В преддверии Дня Победы в Великой Отечественной войне: уроки мужества и познавательно-спортивная эстафета


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Рыбакина поделилась ожиданиями от турнира в Риме, на котором ей предстоит защищать титул


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

EDI-провайдер для ритейла Docrobot вошел в группу компаний СКБ Контур





Путин в России и мире
Москва

Россия ждет поставки фруктов и овощей из Узбекистана, как и в прошлом году


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко пригрозил мгновенным ответом на агрессию против Белоруссии




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В США прокомментировали подготовку покушения на Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Queen

White Queen Birthday party «Королева морей»



Москва

Путин встретился с Мирзиёевым в Москве

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net