ფოტო, რომელსაც სოცქსელში ყველაზე ბევრი გაზიარება აქვს
ტელეკომპანია TV პირველის ინფორმაციით, ცესკოსთან აქციის დაშლისას წყლის ჭავლი მათ ოპერატორს მოხვდა, რომელსაც თვალი დაუზიანდა.
“დაზიანდა ჩვენი ოპერატორი, რომელმაც მძიმე დაზიანება მიიღო თვალის არეში”, — განაცხადეს ტელეკომპანიის ეთერში.
პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც რამდენიმე წუთის განმავლობაში პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება იყო.