ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლი
ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები ცესკოს დამცავი ჯებირისა და სპეცრაზმის ჯაჭვის გარღვევას ცდილობდნენ.
სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი კვლავ გამოიყენეს აქციის მონაწილეების დასაშლელად.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, წყლის ჭავლის ქვეშ მოყვნენ მედიის წარმომადგენლებიც.
ჩართულია სპეციალური ხმოვანი სიგნალი.