ლიეტუვას მინისტრთა კაბინეტმა საქართველოს, სომხეთს, მოლდავეთს და უკრაინას 100 ათასი ევროს დახმარება გამოუყო
ლიეტუვას მინისტრთა კაბინეტმა საქართველოს, სომხეთს, მოლდავეთს და უკრაინას 100 ათასი ევროს დახმარება გამოუყო.
ოთხშაბათს, ლიეტუვას მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სომხეთს, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას 100 ათასი ევრო ჰუმანიტარული დახმარება გამოუყოს.
20-20 ათასი ევრო გამოეყო სომხეთს, საქართველოსა და მოლდოვას, 40 ათასი ევრო – უკრაინას. ამ თანხებით, აღნიშნული ქვეყნები შეიძენენ ლიეტუვაში წარმოებულ კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილ ფარმაცევტულ პროდუქციას.
ამ პროდუქციის შეძენასა და მისი მიწოდების ორგანიზება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაეკისრა.
ჩამოთვლილ ქვეყნებში ჰუმანიტარული დახმარება მათივე თხოვნით მიიღება.