“მსგავსი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები”
მსგავსი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები, – ასე ეხმიანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე „ინტერპრესნიუსთან“ პირბადეებთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
„ეგეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადი პირბადეები საერთოდ არ არსებობდა. წაიკითხონ აშშ-ის CDC-ის რეკომენდაციებიც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა 8 აპრილს დაიწყო. საწყის ეტაპზე, 400 000 ერთეული პირბადე გაიყიდება.