“მირჩევნია ერთი გაილახოს, ვიდრე ათასობით დავმარხო”
პოლიციელი, რომელმაც ქალაქ არგუნის მოქალაქეს თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო გაარტყა, წახალისებული იქნება, ამის შესახებ ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა.
დღს, კადიროვმა ოპერატიულ შტაბთან ერთად თათბირი ჩაატარა, სადაც განაცხადა რომ თავდაპირველად ის პოლიციელის მოქმედებით უკმაყოფილო იყო, თუმცა ახლა მისი წახალისება გადაწყვიტა.
კადიროვმა აღნიშნა, რომ პოლიციელმა დაღესტანელი მოქალაქე ცემა, რომელიც სამჯერ იყო გაფრთხილებული. ამასთან, კადიროვმა პატივითა და სიყვარულით ისაუბრა დაღესტანელ ხალხზე.
“მირჩევნია ერთი გაილახოს, ვიდრე ათასობით დავმარხო,” – განაცხადა კადიროვმა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით 1,2 მილიონი ადამიანია დაავადებული.