დახმარების თხოვნით ათასზე მეტი ზარი ცხელ ხაზზე
საკვებ პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს შემოწირულებებითა და რუსთავის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით იძენენ. თვითმმართველობის შენობაში ქოლცენტრი ამუშავდა და ცხელი ხაზიც გაიხსნა მათთვის, ვინც დახმარებას ითხოვს. მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულია „წითელი ჯვრის“ ადგილობრივი ფილიალიც.