Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2019

ტრამპის კონტრბრალდებები ინტენსიური საიმპიჩმენტო გამოძიების ფონზე

0
ტრამპის კონტრბრალდებები ინტენსიური საიმპიჩმენტო გამოძიების ფონზე

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უწყებამ კონგრესის წინაშე გამოსვლის ნება დართო ინფორმატორს, რომელმაც საჯარო გახადა ინფორმაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბრის შესახებ.

გარდა ინკოგნიტო ინფორმატორისა, კონგრესის სამი კომიტეტი ამ კვირაში კიდევ ორ მთავარ მოწმეს მოუსმენს.

 

ოთხშაბათს, 1 ოქტომბერს, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის, საგარეო საქმეთა და ზედამხედველობის და რეფორმების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ აშშ-ის ყოფილ ელჩს უკრაინაში, მერი იოვანოვიჩს, რომელსაც ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპმა „საშინელი“უწოდა.

კურტ ვოლკერის მოულოდნელი გადადგომა

რუდი ჯულიანი აცხადებს, რომ სწორედ კურტ ვოლკერი დაეხმარა მას შეხვედროდა ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწეს, ანდრეი ერმაკს.

2 ოქტომბერს, ხუთშაბათს, კონგრესის კომიტეტებში ჩვენების მისაცემად დაბარებულია აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი უკრაინაში, კურტ ვოლკერი. დიპლომატი თანამდებობიდან თავისი ნებით გადადგა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ჩართული აღმოჩნდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საკამათო გადაწყვეტილებაში, შეეჩერებინა კიევისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარება.

ვოლკერს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

 

მანამდე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადმა ადვოკატმა, რუდი ჯულიანიმ, რომლის გვარიც თავდაპირველად ფიგურირებდა ანონიმი ინფორმატორის საჩივარში, ხოლო შემდეგ ტრამპ-ზელენსკის საუბრის გამოქვეყნებულ ჩანაწერში, ამერიკულ ტელეარხ „სიბიეს ნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ სწორედ კურტ ვოლკერი დაეხმარა მას შეხვედროდა ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწეს, ანდრეი ერმაკს.

 

თავის მხრივ, ერმაკმა უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ვოლკერს სთხოვა ტრამპის ადვოკატთან შეხვედრის ორგანიზება.

 

პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ადგილი აქვს დემოკრატების მხრიდან „კუდიანებზე მორიგ ნადირობას“, ორშაბათს კიდევ უფრო გააძლიერა კრიტიკა წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელის, ადამ შიფის მიმართ, რომელიც საიმპიჩმენტო გამოძიებას ხელმძღვანელობს.

 

გასულ კვირაში წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენის დროს ადამ შიფმა განაცხადა, 25 ივლისის ცნობილი სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპის მიერ ზელენსკისათვის წაყენებული მოთხოვნები „ორგანიზებული დანაშაულისათვის დამახასიათებელ კლასიკურ გამოძალვას“ ჰგავდაო. 

 

დონალდ ტრამპმა ადამ შიფის ამ კომენტარს უწოდა „ყალბი“ და „საშინელი“ განცხადება, ხოლო კონგრესმენი დაადანაშაულა იმაში, რომ მისი სატელეფონო საუბრის მთელი შინაარსი ერთ ნაწყვეტამდე დაიყვანა. თავის ერთ-ერთ ტვიტერში დონალდ ტრამპი კითხვასაც კი სვამს, ხომ არ იმსახურებს დემოკრატი კოგრესმენი დაპატიმრებას „სახელმწიფო ღალატისთვისო“. 

 

"ბრალმდებელი" და "ბრალდებულები"

ეს ადამიანი ჯაშუშობით იყო დაკავებული აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ? ამას შედეგები უნდა მოჰყვეს!

დონალდ ტრამპი

მანამდე, კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს შეხვდეს ინფორმატორს, რომელსაც მან თავისი „ბრალმდებელი“უწოდა, და ასევე იმ პირს, რომლისგანაც ამ ინფორმატორს ხელში ჩაუვარდა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული საუბრის შინაარსი.

 

„ეს ადამიანი ჯაშუშობით იყო დაკავებული აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ? ამას შედეგები უნდა მოჰყვეს!“ - დაწერა ტრამპმა ტვიტერში.

 

 

ყოველკვირეულ სატელევიზიო პროგრამა „60 წუთის“ თანახმად, ინფორმატორი, - სავარაუდოდ, დაზვერვის ოფიცერი, - მის მიმართ განხორციელებული არაერთი მუქარის გამო, ფედერალური დაცვის ქვეშ იმყოფება.

 

ამასობაში, ანონიმი ინფორმატორის ვინაობა მკაცრად არის გასაიდუმლოებული. სწორედ მისი საჩივრით გახდა ცნობილი შშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა, და მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის, 25 ივლისის სატელეფონო საუბარი, რომელშიც ტრამპი ზელენსკის სთხოვს გამოძიების დაწყებას აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა, და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის, წინააღმდეგ.

 

ჯო ბაიდენის, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის, შვილი, ჰანტერ ბაიდენი, უკრაინული ენერგეტიკული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო მაშინ, როდესაც კომპანიისა და მისი მფლობელის კორუფციულ საქმიანობას უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებდა.

 

დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის, ჯულიანის, მტკიცებით, ჯო ბაიდენმა, რომელიც უკრაინის საკითხებს კურირებდა, 2015 წელს ზეწოლა მოახდინა კიევზე, რათა თანამდებობა დაეტოვებინა მაშინდელ გენერალურ პროკურორს, ვიქტორ შოკინს და შეწყვეტილიყო უკრაინული კომპანია „ბურისმის“ საქმიანობის გარშემო დაწყებული გამოძიება.

 

უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ, წამყვან დასავლურ გამოცემებთან საუბარში განაცხადა, რომ „უკრაინული კანონმდებლობის ფარგლებში ასეთი საქმის გამოძიებას ადგილი არ ჰქონია“.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин сообщил о планах создания отечественной платформы электромобиля


Спорт в России и мире
Москва

Пензенские регбистки выиграли первенство России


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Тарпищев: нельзя Медведева назвать главным претендентом на золото Олимпиады


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Собянин сообщил о планах создания отечественной платформы электромобиля





Путин в России и мире
Москва

Появились подробности тайной жизни предложенного Путиным министра обороны


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко надеется на восстановление транспортных маршрутов с Израилем




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Мечтающего по победе Киева Макаревича* проверят на экстремизм


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Евровидение

Захарова: Евровидение переплюнуло оргии и шабаши, похоронив Западную Европу



Москва

Кобелев назвал причину спада «Зенита»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net