Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2019

არ დაუშვათ კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება - ახალი დირექტივა ახალციხის სკოლებში

0
არ დაუშვათ კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება - ახალი დირექტივა ახალციხის სკოლებში

ახალციხის საჯარო სკოლებმა რესურს-ცენტრისგან რეკომენდაცია მიიღეს. განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა სკოლებში წითელი ყელსახვევების გამოყენების ფაქტების შესწავლა ოთხი თვის შემდეგ დაასრულა.

აუდიტის დასკვნაში წერია: ,,საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებისთვის წითელი ყელსახვევების გაკეთება იდენტიფიცირებული იყო, როგორც საბჭოთა კავშირში არსებული ბავშვთა პიონერული ორგანიზაციის სიმბოლიკა. არ დაუშვათ და აღმოფხვერით კომუნისტური, ტოტალური და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენება და გაატარეთ კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები".

ახალციხის სომხურენოვან მესამე და ქართულენოვან მეხუთე საჯარო სკოლებში 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა. "ანბანის გაცილებისთვის" მოწყობილ ზეიმზე, მოსწავლეებს წითელი ყელსახვევები გაუკეთეს.

სკოლის დირექტორები რადიო თავისუფლებასთან ახალი რეკომენდაციის მიღებას ადასტურებენ.

,,მივიღეთ რეკომენდაცია, თუმცა ახლა არ შემიძლია ლაპარაკი“, – ამბობს მესამე სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა.

,,გვითხრეს, რომ ეს არის საბჭოთა სიმბოლიკა და არ უნდა გამოვიყენოთ არავითარ შემთხვევაში“ – აცხადებს პირველი სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური.

საბჭოთა სიმბოლოების გამოყენების და ზოგადად რუსული გავლენების გაძლიერების შესახებ საუბრობენ რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებშიც.    

,,სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ დგას ამ მიმართულებით თავის სიმაღლეზე. შესაბამისად, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელისუფლება უფლებას აძლევს ამ ადამიანებს,  ღიად აწარმოონ ფაქტობრივად როგორც ეკონომიური, ასევე ფიზიკური საფრთხის შემცველი ქვეყნის პროპაგანდა“ – აცხადებს ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე.

ქვეყანაში შეცვლილი ვითარება არასახარბიელოა, მაგრამ ყველაზე საგანგაშო მაინც მოსახლეობის დამოკიდებულებაა – მიაჩნია საზოგადოებრივ ორგანიზაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელს. ცირა მესხიშვილი საქართველოში გაუარესებულ სოციალურ ფონზე ამახვილებს ყურადღებას.

,,ხალხს პროტესტის გრძნობა აღარ აქვს. რეგიონები სხვა პრობლემებზეა  გადართული. სოციალური პრობლემები წამოვიდა წინ. ეს ყველაფერი არის ძალიან მიზანმიმართული, რომ ადამიანმა იფიქროს ლუკმა-პურზე და ქვეყნის ბედი აღარ გაინტერესებდეს. ხვალ მე ბანკის ვალის გადახდის დრო მომივა, მე ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს ლარის კურსი, რომელიც დოლარზე უნდა გადავახურდაო. სოციალურ დისკრიმინაციას მოაქვს ადამიანების გადაგვარება.  კუჭზე გადის ყველაფერი, ძალიან ცუდი მოსასმენია, მაგრამ ასეა“, – აცხადებს ცირა მესხიშვილი.

სკოლებში ყელსახვევების გამოყენება არაინფორმირებულობის შედეგია – ფიქრობს ახალციხის გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა. 

,,არ ვეთანხმები ამ საქციელს, ყველანი უნდა ვიყოთ ჩართული, რომ რამე გლახა არ გამოვიდეს და გლახა არ მოხდეს“ .

,,დიდი დანაშაული არ არის, ევროპაშიც უკეთიათ და ამერიკაშიც ზოგიერთ სკოლებში, ოღონდ სხვადასხვა ფერი“.

,,რუსული სიმღერები ნამდვილად არ არის სასურველი, მაგრამ ყელსახვევის წინააღმდეგი არ ვარ“.

,,მთავრობის ბრალია, თორემ ზვიადის ან მიშას დროს ვინ გაბედავდა მაგას, რომ რუსული სიმბოლოები, ვარსკვლავები და დროშები გამოეტანათ? ეგ არის მიზანმიმართული, რომ ევროპაში არ შევიდეთ“.

,,რუსეთმა ისევ დაიწყო ბერკეტების ამუშავება. ერთდროულად წკეპლისა და ნაზუქის მიცემა, ვითომ კარგია პუტინი და ბოლომდე სანქციებს არ დაგვადებს“.

ბოლო პერიოდში სამცხე-ჯავახეთში საბჭოთა სიმბოლოების გამოყენებისა და ზოგადად რუსული პროპაგანდის ელემენტები გახშირდა.

9 მაისს უკვდავი პოლკის მსვლელობა პირველად მოეწყო ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, 26 მაისს ანბანი წითელი ყელსახვევებით პირველკლასელებმა ახალციხის ორ სკოლაში "გააცილეს", რეგიონში დაფუძნდა საქართველო – რუსეთის ურთიერთობების რეგულირებაზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,მეგობრობა და ერთობა“, რომლის გახსნაზეც რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი  ვლადიმერ ხომერიკი ჩამოვიდა. ასევე ბოლო ოთხ წელიწადში რეგიონში 80-ჯერ გაიზარდა იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უმაღლესი განათლების მიღება რუსულ უნივერსიტეტებში არჩიეს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о ходе строительства Троицкой линии метро


Спорт в России и мире
Москва

Звезды спорта. Кто они такие и почему их так называют?


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Виктория Азаренко пробилась в четвертьфинал турнира WTA в Риме


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Удмуртия не вошла в число регионов, утвердивших планы адаптации к изменениям климата





Путин в России и мире
Москва

Амурские семьи могут попасть в кино и отправить особенную открытку благодаря душевному проекту


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Блинкен и Зеленский обсудят ситуацию на фронте и обязательства США


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Бато Багдаев

Госцирк Бурятии возглавил Тудуп Батуев: Театр и цирк, Культура, Россия



Москва

«Рыбарь» сообщил о прибытии Суровикина в Кремль, но допустил факт ошибки

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net